GE
ზოგადი ფსიქოლოგიის ექსპრესკურსი
ღირებულება: 75 ლარი
„ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი I T C“  გიწვევთ ზოგადი ფსიქოლოგიის ექსპრეს კურსზე
 
ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი „I T C“- სთან არსებული ფონდი იწყებს აღნიშნულ კურსზე სწავლის საფასურის დაფინანსებას და გთავაზობთ  უპრეცედენტო აქციას!
 
ვინც დარეგისტრირდება 5 ივლისამდე, სრულ კურსში 300 ლარის ნაცვლად გადაიხდით, მხოლოდ 75 ლარს!

სასწავლო კურსი არ მოითხოვს რაიმე საბაზისო ცოდნას და განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული მსმენელისთვის.
 
სასწავლო კურსის მიზნები: ზოგადი ფსიქოლოგიის კურსის სწავლების მიზანია, მისცეს სტუდენტს ცოდნა ადამიანის ფსიქიკის შესახებ, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული კუთხით. ფსიქიკის შემადგენელი ფსიქიკური პროცესების (აღქმა, აზროვნება და ა.შ.) თავისებურებების გაცნობა, სტუდენტს ჩამოუყალიბებს უნარებს, რომელიც დაეხმარება მათ საკუთარი შინაგანი სამყაროს შეცნობაში, ადამიანებთან ურთიერთობის პროცესის გაიოლებაში, მათ მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯის ნათელ ანალიზში.
 
სწავლის შედეგები: აღნიშნული კურსის გავლა აყალიბებს ფსიქოლოგიურ ცოდნას, რომელიც სუბიექტის სოციალურ გარემოსთან ადაპტაციის პროცესს უწყობს ხელს.
 
ცოდნა და გაცნობიერება:
  • ადამიანის ფსიქიკის თავისებურებების შეცნობა;
  • ფსიქიკური პროცესების ანალიზი;
  • ფსიქიკის მუშაობისა და სტრუქტურის თავისებურებების ცოდნა.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:
  • საკუთარ ფსიქიკურ აქტიობაზე დაკვირვების და კონტროლის უნარი;
  • სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავება;
  • გარემოსთან მიმართებაში ადაპტაციის უნარი;
  • ფსიქოლოგიური ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარი.
სასწავლო კურსზე დაშვების წინაპირობები: არ აქვს.
 
 სასწავლო კურსის შინაარსი: 
  1. ფსიქოლოგიის შესავალი;
  2. შეგრძნებათა ფსიქოლოგია;
  3. აღქმა, აღქმის ძირითადი თვისებები; დროისა და სივრცის აღქმა; აღქმის პათოლოგიები;
  4. ყურადღება, ყურადღების თვისებები; ყურადღების პათოლოგია;
  5. მეხსიერება, მეხსიერების ფორმები; მეხსიერების პათოლოგია;
  6. აზროვნება, პრაქტიკული აზროვნება; ხატოვანი და ცნებითი აზროვნება; აზროვნების პათოლოგია;
  7. კომუნიკაცია და მეტყველება;
  8. არავერბალური კომუნიკაცია;
  9. ფანტაზია. აქტიური და პასიური ფანტაზია, ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობები;
  10. ემოცია. ემოციური პროცესების დახასიათება; ემოციათა თვისებები;
  11. ნებისყოფა. იმპულსური და ნებისმიერი ქცევა;
  12. ტემპერამენტი;
  13. ხასიათი, ინტერესი, ნიჭი;
  14. ინტელექტი; კრეატიულობა.
კურსს უძღვება ფსიქოლოგი თეა მუყმანიანი
კურსი მოიცავს 10 ლექციას. ლექციები ჩატარდება შაბათ-კვირას.
 
სურვილის მიხედვით  ვინც თანახმა იქნება კურსის ბოლოს გავა გამოცდაზე და აიღებს სერთიფიკატს. გაიცემა 2-ენოვანი სერთიფიკატი გამოცდის საფუძველზე. (გამოცდაზე გასვლა და სერთიფიკატის აღება ფასიანია, ღირებულება 15 ლარი).

რეგისტრაცია მიმდინარეობს 5 ივლისამდე
 
იჩქარეთ! რაოდენობა შეზღუდულია!
ასაკი შეუზღუდავია!
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
 
სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდგომ უნდა მობრძანდეთ ჩვენს ტრეინინგ ცენტრში (კვირის გარდა) და შეავსოთ განცხადი (თან უნდა იქონიოთ პირადობა და გადასახდელი სწავლის საფასურის ნაწილი თანხა 20 ან 30ლარი, რათა თქვენი განაცხადი დაფიქსირდეს აღნიშნულ კურსზე, ხოლო დანარჩენს გადაიხდით სწავლის დაწყების შემდგომ)
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები