GE
სამოქალაქო/სისხლის/ადმინისტრაციული სამართლის კურსები
ღირებულება: 100 ლარი
"ევროპის აკადემიური ცენტრი" თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში აცხადებს მიღებას სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციული სამართლის პრაქტიკულ კურსებზე, მათთვის, ვისაც სურვილი აქვთ დაეუფლონ იურისტის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და მომავალი პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებისთვის მიიღონ შესაბამისი ცოდნა.

ცენტრის მიზანია სამართლის სფეროში ქართველი სტუდენტებისა და პრაქტიკოსი იურისტების განათლების ხელშეწყობა. "ევროპის აკადემიური ცენტრი" უკვე 5 წელია, წარმატებით ხორციელდება სტაჟირების პროგრამები, რომელიც სტაჟიორების ღია კონკურსის წესით შერჩევას ეფუძნება. უკვე სამი წელია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის ფუნქციონირებს სტუდენტების პრაქტიკის მექანიზმი, აღნიშნული პროგრამის გავლა მათ დაეხმარება შესაბამისი პრაქტიკული მუშაობის კრედიტების მიღებაში .
  • პრაქტიკული კურსი სისხლის სამართალში:
კურსი ითვლება იურისტის ოფიციალურ სტაჟირებად (კანონით გათვალისწინებულ სავალდებულო პრაქტიკად), ხოლო აღნიშნული კურსი სტუდენტებს ჩაეთვლებათ იურიდიულ კლინიკად და სასწავლებელში შესაბამისი კრედიტები მიენიჭებათ (თუ ესეთის მოთხოვნა გათვალისწინებულია უნივერსიტეტის სასწავლო გეგმაში), კურსის ბოლოს გაიცემა როგორც სერტიფიკატი, ასევე, სტაჟირების გავლის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტიც.

კურსის ხანგრძლივობაა - 3 თვე (კვირაში 2 პრაქტიკული მეცადინეობა)
ღირებულება თვეში 100 ლარი.
  • პრაქტიკულ კურსი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში:
კურსი ითვლება იურისტის ოფიციალურ სტაჟირებად (კანონით გათვალისწინებულ სავალდებულო პრაქტიკად), ხოლო აღნიშნული კურსი სტუდენტებს ჩაეთვლებათ იურიდიულ კლინიკად და სასწავლებელში შესაბამისი კრედიტები მიენიჭებათ (თუ ესეთის მოთხოვნა გათვალისწინებულია უნივერსიტეტის სასწავლო გეგმაში), კურსის ბოლოს გაიცემა როგორც სერტიფიკატი, ასევე, სტაჟირების გავლის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტიც.

კურსის ხანგრძლივობაა - 3 თვე (კვირაში 2 პრაქტიკული მეცადინეობა)
ღირებულება თვეში 100 ლარი.
ასევე, "ევროპულ ცენტრში" იურისტებს აქვთ საშუალება აიმაღლონ კვალიფიკაცია და მოემზადონ ადვოკატთა, ნოტარიუსთა და მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის.
ევროპის აკადემიურ ცენტრში ასევე შეგიძლიათ შეისწავლოთ
  • ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსები+სტაჟირება
  • ნოტარიუსთა გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსები + სტაჟირება
  • მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებელი პროგრამები
  • სახელშეკრულებო სამართალი
  • საგადასახადო სამართალი
  • საბანკო სამართალი
აღნიშნული კურსის გავლით, გაიზრდება თქვენი დასაქმების შანსი!
 
რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები