GE
საერთაშორისო ურთიერთობები - სამაგისტრო პროგრამა
ღირებულება: 3500 ლარი
საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს უსაფრთხოების, საერთაშორისო განვითარებისა და დიპლომატიის საკითხები, თეორიულ ცოდნასთან ერთად განუვითაროს ანალიტიკური აზროვნების უნარი. 
 
პროგრამაში დასაქმებულნი არიან მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების კურსდამთავრებული პროფესორ-მასწავლებლები და ცნობილი ქართველი სპეციალისტები.
 
სასწავლო მეთოდიკა და მასალა ეფუძნება საერთაშორისო ურთიერთობების ამერიკული სკოლის გამოცდილებას, რაც ითვალისწინებს სასწავლო პროცესში როგორც თეორიული ცოდნის, ასევე პრაქტიკაში გამოსადეგი უნარ-ჩვევების ათვისებას. სწორედ ამ მიზნით ლექტორთა შერჩევის დროს ყურადღება ექცევა არა მხოლოდ მათ აკადემიურ ცოდნას, არამედ  პრაქტიკულ გამოცდილებას საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში. პროგრამა დაარსებიდან მოყოლებული წარმატებით ნერგავს ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში (იელი, ტაფტი, ჰარვარდი, ჯონს ჰოპკინსი) აპრობირებულ სასწავლო მეთოდებს და დასავლურ გამოცდილებას ქართულ რეალობას უსადაგებს.
 
პროგრამაზე დაშვების აუცილებელი წინაპირობა:
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების A ტესტის ჩაბარება და მინიმალური ზღვარის წარმატებით გადალახვა
სწავლის საფასური: 3500 ლარი (1 წელი)
 
სტიპენდიების და გრანტების სისტემა
  • ყოველ წელს, საუკეთესო მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის  სემესტრულად 1 სრული სტიპენდია გაიცემა.
დამატებითი ინფორმაცია:
  • სწავლების აკადემიური ხარისხი: მაგისტრი
  • სწავლების ენა: ქართული
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი
  • სასწავლო გრაფიკი: საღამოს სწავლება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები