GE
განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
ღირებულება: 3000 ლარი
განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის გავლის შემდეგ შესაძლებელია განათლების მეცნიერებების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიღება.

პროგრამის ხელმძღვანელები: პროფ. ნინო სოზაშვილი, პროფ. ირმა ბარბაქაძე

განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მიზანია მისცეს  სტუდენტს ღრმა და სისტემური თეორიული ცოდნა განათლების კვლევების/განათლების ადმინისტრირების მიმართულებით, გამოუმუშავოს  სტუდენტს შესაბამისი პრაქტიკული უნარები; მოამზადოს სტუდეტი დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად და წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის განათლების მეცნიერებების ფართო პროფილით (განათლების სფეროში კვლევების საწარმოებლად და პრაქტიკული საქმიანობისთვის ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში).

პროგრამის ხანგრძლივობა და სწავლების ენა:
  • 2 წელი;
  • 120 ECTS კრედიტი;
  • ქართული და ინგლისური
უახლესი სტანდარტების გათვალისწინებით შედგენილი სასწავლო პროგრამა, გამორჩეული სასწავლო გარემო,  უცხოელი და ქართველი პროფესორები და განათლების ექსპერტები, პროფესიონალებთან ნეთვორქინგი, დასაქმების შესაძლებლობა და გაცვლითი პროგრამები - აღნიშნულ პროგრამას გამორჩეულსა და განსხვავებულს ხდის.

სწავლების საფასური და დამატებითი ინფორმაცია:
  • 3000 ლარი (ერთი წელი);
  • მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 40
  • მესამე სემესტრიდან სტუდენტებს საშუალება ეძლევათ სწავლა განაგრძონ ლინცის უნივერსიტეტში (ავსტრია).
საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი - A
საუნივერსიტეტო გამოცდები - ტესტირება ინგლისურ ენაში/გასაუბრება სპეციალობაში
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - განათლების მეცნიერებების მაგისტრი/Master of the Science of Education
 
დეტალური ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები