GE
ადგილობრივი თვითმმართველობა - სამაგისტრო პროგრამა
ღირებულება: 3950 ლარი
საქართველოში ერთადერთი ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამა,  სახელმწიფო მმართველობის სკოლის ქართულენოვანი პროგრამაა.
 
პროგრამის მრავალფეროვანი კურიკულუმი უზრუნველყოფს კურსის მონაწილეების აღჭურვას იმ საჭირო უნარ-თვისებებით, რომელიც აუცილებელია ეფექტური გადაწყვეტილების მიღების, არსებული რესურსების სწორად მართვისა და დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობისათვის.
 
პროგრამის მიზანია ადგილობრივი საჯარო მოხელეების, მენეჯერების, თემის ლიდერების ჩამოყალიბება კვალიფიციურ სპეციალისტებად, რათა მათ შეძლონ ეფექტური მუშაობა როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური მმართველობის ორგანოებსა და არასამთავრობო სექტორში.
 
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის სტუდენტებს, ეძლევათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს მიერ ინიცირებულ კვლევებსა თუ პროექტებში, ჩაერთონ სამინისტროს ანალიტიკური ჯგუფების მუშაობაში, გაიარონ სტაჟირება და მჭიდრო კავშირი დაამყარონ სამინისტროს თანამშრომლებთან.
 
ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამა საუკეთესო სტუდენტს დაასაქმებს 6 თვის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამის ასისტენტის თანამდებობაზე.
 
პროგრამაზე დაშვების აუცილებელი წინაპირობა:
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების A ტესტის ჩაბარება და მინიმალური ზღვარის წარმატებით გადალახვა
სწავლის საფასური: 3950 ლარი (1 წელი)
 
დამატებითი ინფორმაცია:
  • სწავლების ხარისხი: მაგისტრი
  • სწავლების ენა: ქართული
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი
  • სასწავლო გრაფიკი: საღამოს სწავლება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები