GE
ახალი ტექნოლოგიების ინჟინერია - სამაგისტრო პროგრამა
ღირებულება: 3800 ლარი
ახალი ტექნოლოგიების ინჟინერიის პროგრამა განკუთვნილია ერთი მხრივ იმ ადამიანებისათვის, ვისაც გააჩნია ინფორმაციასთან მუშაობის გამოცდილება, (მაგალითად ჟურნალისტებისათვის, PR მენეჯერებისათვის ან სხვა სფეროს ჰუმანიტარული ცოდნის მქონე ადამიანებისათვის) და სურს შეიძინოს ინფორმაციის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოგროვების, დახარისხების და გავრცელების უნარები.
 
მეორე მხრივ კი იმ ადამიანებისათვის, რომელთაც უკვე გააჩნიათ პროგრამული პროდუქტების შექმნის გარკვეული გამოცდილება, მაგრამ სურთ შეიძინონ ინფორმაციის დამუშავების უნარები. მაგალითად პროგრამისტებისათვის, რომელთაც სურთ გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა პროგრამირებაში და შეისწავლონ სრულყოფილი პროგრამული პროდუქტების შექმნა (დეველოპერობა).
 
კურსის მსვლელობისას სტუდენტები იმუშავებენ პროგრამულ კოდთან და შექმნიან კონკრეტულ პროდუქტებს (ვებპორტალი, ვებ სერვისი, მობილური აპლიკაცია) ასევე შეისწავლიან პროგრამულ პროდუქტებთან დაკავშორებული პროექტების მართვას. სწავლის პროცესში დიდი ყურადღება დაეთმობა კონტენტის შექმნასა და დამუშავებას.
 
სასწავლო პროგრამა ხორციელდება პარტნიორი ორგანიზაციების ხელშეწყობით და კომპანიების დახმარებით, ესენია: სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და მას. კომუნიკაციის სკოლა, IREX საქართველო, ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრი.
სასწავლო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სტიპენდიები.
 
პროგრამაზე დაშვების აუცილებელი წინაპირობა:
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების B ტესტის ჩაბარება და მინიმალური ზღვარის წარმატებით გადალახვა.
სწავლის საფასური: 3800 ლარი (ერთი წელი)
 
დამატებითი ინფორმაცია:
  • სწავლების აკადემიური ხარისხი: მაგისტრი
  • სწავლების ენა: ქართული
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი
  • სასწავლო გრაფიკი: საღამოს სწავლება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები