GE
ბიზნესის ადმინისტრირება - საბაკალავრო პროგრამა
ღირებულება: 7000 ლარი
ბიზნესის ადმინისტრირება GIPA-ში არის ინოვაციური საბაკალავრო პროგრამა, რომლის მიზანია, აღზარდოს ახალი კადრები, რომლებიც შეძლებენ როგორც ბიზნესის, ასევე საჯარო და საზოგადოებრივ სექტორში წარმატებით მოღვაწეობას.
 
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სასწავლო პროცესი აგებულია კლასიკური თეორიული საგნების და პრაქტიკის სინთეზზე. პრაქტიკული კურსი საშუალებას მისცემს სტუდენტებს სწავლების პირველი დღიდან ჩაერთონ ბიზნესის რეალურ სამყაროში. როგორც კურსდამთავრებულები, ისინი შეიძენენ მაღალკვალიფიციური კადრებისთვის დამახასიათებელ თეორიულ საფუძვლებსა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
 
პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენისა და განმტკიცების მიზნით, სწავლების ოთხივე წელს ინსტიტუტში მოქმედებს ბიზნეს ლაბორატორია, რომლის ფარგლებში სტუდენტები განახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს.
 
ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ინსტიტუტში შეიქმნა მრჩეველთა საბჭო, რომლის მიზანია ინიციატივების გენერირება, მაღალი ხარისხის სტანდარტების შემუშავება, მარკეტინგულ კამპანიებში მონაწილეობის მიღება, კურიკულუმის ხარჯთ-ეფექტურობის დადგენა და  ა.შ.
 
სასწავლო პროგრამა ხორციელდება პარტნიორი კომპანიების დახმარებით. სტუდენტები პრაქტიკას გაივლიან შემდეგ ორგანიზაციებში: „დიპლომატ ჯორჯია“, „მილკო“ „Servier”, „ვენდისი“, „სმარტი“, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, “Gewatt”, “ბანკი რესპუბლიკა“, „ვითიბი ბანკი“, „ვისოლ ჯგუფი“, ქსნის მინის ქარხანა და სხვ.
 
საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს აძლევს საშუალებას გააგრძელონ სწავლა უცხოეთში და მოიპოვონ ორმაგი ხარისხი შემდეგ უნივერსიტეტებში: European School of Economics, School of Business and Social Sciences და The University of Buckingham.
 
სწავლის საფასური 7000 ლარი (1 წელი)
სტიპენდიების და გრანტების სისტემა:
  • სპეციალური შეთავაზება - სწავლის სრულად დაფინანსება ჯიპას ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე ცოდნის შეფასების პრინციპით. გაიგე მეტი: www.gipa.ge/gcoin
დამატებითი ინფორმაცია:
  • სწავლების აკადემიური ხარისხი: ბაკალავრი
  • სწავლების ენა: ქართული
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 4 წელი
  • სასწავლო გრაფიკი: დღის ინტენსიური სწავლება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები