GE
საზაფხულო კურსი აშშ-ში
ღირებულება: 4500 USD
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი აცხადებს 13 - 17 წლამდე მოსწავლეთა მიღებას პარტნიორი ოგანიზაციის St. Anne’s Belfield School (STAB)-ის საზაფხულო პროგრამაზე შარლოთსვილში, ვირჯინიის შტატი. აშშ.
 
ჩვენი თანამშრომლობის შედეგად არაერთი მოსწავლე გამხდარა ამ პროგრამის მონაწილე საქართველოდან.
 
აღნიშნული კურსი ჩატარდება 2015 წლის 3 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით.
 
საზაფხულო პროგრამა მოიცავს აკადემიურ ნაწილს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ინგლისური ენის ცოდნას და სასწავლო მასალა გაწერილი იქნება მათი შესაძლებლობის ფარგლებში. მონაწილეებს ასევე ჩაუტარდებათ ხელოვნებისა და კომპიუტერული მეცნიერების გაკვეთილები. აკადემიური ნაწილის თანმდევია ყოველდღიური სპორტული აქტივობები და ექსკურსიები შაბათ-კვირას. სპორტული ღონისძიებები ტარდება როგორც სკოლის ტერიტორიაზე, ასევე
სხვადასხვა ადგილას შარლოთსვილში და მოიცავს ცურვას, ბეხბურთს, ჩოგბურთსა და სხვა გუნდურ სპორტულ თამაშებს.
 
მონაწილეები მოინახულებენ სხვადასხვა ღირშესანიშნაობას შარლოთსვილში, მათ შორის თომას ჯეფერსონის სახლს. ისინი ასევე ეწვევიან აშშ-ს დედაქალაქს – ვაშინგტონს.მოსწავლეები იცხოვრებენ STAB-ის საერთო საცხოვრებელში.
საზაფხულო პროგრამის ღირებულებაა $4500, ხოლო ცენტრის მომსახურების ღირებულება – $500 (ცენტრის მომსახურება მოიცავს სააპლიკაციო პროცესში დახმარებასა და წარმომადგენლის თანხლებას პროგრამის მსვლელობისას)
 
ფასი არ მოიცავს ვიზასა და ავიაბილეთებს.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ზემოთ მითითებული ელფოსტის ან საკონტაქტო ნომრების საშუალებით.
 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები