GE
1C კომპლექსური სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული კურსი
ღირებულება: 250 ლარი
კომპანია „Rossoft training centre”აცხადებს მიღებას ,,1C კომპლექსური სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელ პრაქტიკულ კურსზე“.
 
პროგრამის აღწერა: «ERP მცირე და საშუალო ბიზნესისთვის» (1С УНФ для Грузии) წარმოადგენს ერთიან პროგრამულ გადაწყვეტილებას, რომელიც განკუთვნილია კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა ტიპის ბიზნეს-პროცესის ეფექტურად მართვისა და ავტომატიზაციისათვის. პროგრამული გადაწყვეტილება სრულად ლოკალიზებულია ქართული სააღრიცხვო სტანდარტების შესაბამისად და მოიცავს შემდეგ მოდულებს:
  • წარმოება
  • საწყობი და მარაგები
  • გაყიდვები
  • შესყიდვები
  • დისტრიბუცია
  • ფინანსები
  • ბიუჯეტირება
  • CRM
  • HR
  • Rs.ge
სისტემის წარმატებით გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ინდუსტრიებში, მათ შორის: წარმოება, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, მომსახურების სფერო და ა.შ. მოღვაწე კომპანიების მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის უზრუნველსაყოფად.
 
კურსის მიზანი: უზრუნველყოს სპეციალისტებისა და ხელმძღვანელების სწრაფი მომზადება, რათა მათ შეძლონ პროგრამის გამოყენება ორგანიზაციის ეფექტური მართვისათვის.
 
მიზნობრივი ჯგუფი: 
  • სავაჭრო, საწარმოო, სერვისული და პროექტებზე ორიენტირებული კომპანიების ბუღალტრები, ფინანსური დირექტორები, მფლობელები და  გენერალური დირექტორები;
  • მენეჯერები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საწარმოში მიმდინარე პროცესების ოპერატიულ მართვაზე;
  • დაბალი რგოლის მენეჯერები;
  • კვალიფიკაციის დონის ამაღლებით დაინტერესებული პირები.
კურსის დასრულების შემდგომ თქვენ შეძლებთ:
  • გქონდეთ სრული წარმოდგენა პროგრამის ფუნქციონალური შესაძლებლობების შესახებ;
  • დამოუკიდებლად დააკონფიგურიროთ პროგრამის პარამეტრები კონსულტანტის დახმარების გარეშე;
  • ეფექტურად გამოიყენოთ პროგრამის შესაძლებლობები ორგანიზაციის ფინანსური, საწარმოო, მომარაგების და სხვა მიმართულებების აღრიცხვის,დაგეგმვის, კონტროლისა და ანალიზისათვის;
  • პროგრამის შესაძლებლობების გამოყენებით აკონტროლოთ თანამშრომლების მუშაობა;
სწავლების მეთოდები: სწავლება ტარდება როგორც თეორიულად, ასევე, პროგრამაში სადემონსტრაციო ქეისების განხილვის საშუალებით. ტრენინგების მანძილზე მსმენელებს ეძლევათ დავალებები და წვდომა ბაზის დემო ვერსიაზე დავალებების შესასრულებლად.
 

კურსის ხანგრძლივობა: 22 საათი - სამშაბათი (18:30-20:30), ხუთშაბათი (18:30-20:30) და შაბათი (14:00-16:00)
კურსის ღირებულება: 250 ლარი (გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად)
 
ლექციების მსვლელობისას გათვალისწინებულია 15 წუთიანი შესვენება (ჩაი/ყავაზე).
 
სამუშაო მასალები მსმენელებს გადაეცემათ უფასოდ.
 
ტრენინგის დასასრულს ტესტირების საფუძველზე გაიცემა შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

სპეციალურად მსმენელებისთვის დაწესებული შეღავათები:
  • კურსის მსმენელებს, სურვილის შემთხვევაში,  პროგრამის შეძენა 20%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ.
  • კომპანიებს, რომელთა წარმომადგენლებიც 1C პროგრამას გაივლიან „Rossoft traning centre” -ში, დაინტერესების შემთხვევაში, საშუალება ექნებათ 1 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ აწარმოონ საკუთარი კომპანიის ფინანსური ოპერაციები პროგრამა 1C-ში.
„Rossoft training centre” წარმოადგენს კონსულტაციებისა და ტრენინგების ოფისი „სითიოსა“ და კომპანია „1C“ - ის ფრანჩაიზი საქართველოში - შპს „РосТех“-ის სპეციალურ სატრენინგო ბაზას , სადაც ხდება „1C“ პროგრამაში მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება პროფესიონალი ტრენერების დახმარებით.
 

დაინტერესებულ პირებს სარეგისტრაციოდ, გთხოვთ, შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები