GE
ბუღალტერთა პროფესიული მომზადების 6–თვიანი პროგრამა
ღირებულება: 1200 ლარი
ავტორიზებული პროფესიული კოლეჯი ბუღალტერთა მომზადების ცენტრი აცხადებს მსურველთა მიღებას ბუღალტერთა პროფესიული მომზადების 6 თვიან პროგრამაზე.
 
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ: საშუალო სკოლადამთავრებულებსა და განათლების უფრო მაღალი საფეხურის (პროფესიული, უმაღლესი სასწავლებლების) სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
 
სწავლება და სტაჟირება
ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობა ტარდება  კვირაში ხუთი დღე, დღეში ოთხი საათი. კურსდამთავრებულები გაივლიან სტაჟირებას (პრაქტიკას)  სპეციალური პროგრამით.
 
კვალიფიკაცია და დიპლომი
კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ ბუღალტრის მესამე დონის კვალიფიკაცია და მიეცემათ დიპლომი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმით.
 
პროგრამის ღირებულება
პროგრამის სრული კურსის ღირებულებაა 1200 ლარი. ღირებულებაში შედის სასწავლო პროცესისათვის საჭირო ლიტერატურა.
 
ბუღალტერთა მომზადების ცენტრი გთავაზობთ აგრეთვე მცირე და საშუალო ბიზნესის ბუღალტერთა მომზადების სპეციალურ პროგრამებს:
 
1.  ბუღალტერთა მომზადების ორთვიანი პროგრამა:
  • ბუღალტრული აღრიცხვის თეორია და პრაქტიკა საერთაშორისო სტანდარტებით;
  • საგადასახადო დაბეგვრა.
სასწავლო ჯგუფები კომპლექტდება ყოველთვიურად. სწავლა მიმდინარეობს კვირაში სამჯერ, დღეში 2 საათი;
მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან სალექციო და პრაქტიკული კურსის სახელმძღვანელო ლიტერატურითა და შესაბამისი მასალებით.
 
სწავლისა და ლიტერატურის ღირებულება 220 ლარი. კურსდამთავრებულებზე გაიცემა სათანადო სერტიფიკატი.
 
2. ბუღალტერთა სტაჟირების (პრაქტიკული წვრთნის) პროგრამა:
  • ბუღალტრების პრაქტიკული მომზადება საქმიანი თამაშის სპეციალური პროგრამით.
  • პროგრამის მიზანია დაეხმაროს მსმენელებს ბუღალტრული აღრიცხვის თეორიული  ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში და ხელი შეუწყოს მათ დასაქმებას.
პროგრამაში მიიღებიან პირები, რომლებსაც აქვთ:
  • განათლება ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში
  • საოფისე და საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
სტაჟირებისა და ლიტერატურის ღირებულებაა 400 ლარი.

3. საგადასახადო კოდექსში მომზადების პროგრამა
 
პროგრამა ითვალისწინებს მსმენელთა მომზადებას თეორიული და პრაქტიკული (გადასახადების გაანგარიშება და დეკლარაციების შედგენა) კურსით. პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია განათლება ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში.
 
სწავლება კვირაში 3-ჯერ. სწავლების ღირებულებაა 350 ლარი.
 
რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები