GE
საგადასახადო კანონმდებლობა და საგადასახადო აღრიცხვის პრინციპები
ღირებულება: 450 ლარი
„განათლების მართვის ცენტრი“ გთავაზობთ ტრეინინგს ,,საგადასახადო კანონმდებლობა და საგადასახადო აღრიცხვის პრინციპები“

მიზნობრივი ჯგუფი: დამწყები და მოქმედი ბუღალტრები, ფინანსური მენეჯერები, ეკონომიკური და იურიდიული სფეროს თანამშრომლები, მეწარმეები, საგადასახადო დაბეგვრით დაინტერესებული ნებისმიერი პირი.
 
კურსის გავლის შემდეგ მსმენელს:
  • შეეძლება გაიანგარიშოს კონკრეტული გადასახადი;
  • შეეძლება განსაზღვროს კონკრეტული საგადასახადო სამართალდარღვევა და შესაბამისი პასუხისმგებლობის ნორმა;
  • შეეძლება გააანალიზოს საგადასახადო კოდექსის მუხლები და მოძებნოს მათ შორის კავშირი. ასევე გაანალიზოს ცვლილებები კანონმდებლობაში.
კურსის ხანგრძლივობა 45 საათი. ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ. ლექციის ხანგრძლივობა 3 საათი.
სასწავლო კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს.
ტრეინინგის მონაწილეებს გადაეცემათ საგადასახადო კოდექსი და აგრეთვე საჭირო სასწავლო მასალების ელექტრონული ვერსიები.

კურსს წაიკითხავს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აუდიტორი გიორგი ბარამიძე.

კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელების შეფასება ხდება ტესტირების გზით, რომლის საფუძველზეც გადმოგეცემათ ქართულ-ინგლისურ ენოვანი სერთიფიკატი.

დამატებით გაცნობებთ, რომ ჩვენი სასწავლო ცენტრის მიერ გაცემული ინვოისის საფუძველზე თი ბი სი ბანკში გაიცემა უპროცენტო სესხი თქვენს მიერ შერჩეული სასწავლო კურსის დასაფინანსებლად 24 თვემდე ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები