GE
აუდიო-ვიზუალური და მედიახელოვნების საბაკალავრო პროგრამა
ღირებულება: 5400 ლარი
პროგრამა უნიკალურია, რადგან ერთი მხრივ, ის იძლევა კომპლექსურ ცოდნას მულტიდარგობრივ სპეციალიზაციებში  და მეორე მხრივ, ბაზისურ ცოდნას კულტურასა და ხელოვნებაში.
 
ფუნდამენტური საგანმანათლებლო I კურსის დახურვის შემდეგ სტუდენტები სპეციალიზდებიან:
  • მედია ხელოვნებაში - რეკლამა და ქროსმედია კამპანია, გრაფიკული დიზაინი და ციფრული დიზაინი
  • აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებაში - ინტერაქტიული მედია პროექტები და ვიდეო წარმოება.
დამატებითი სპეციალობა (მაინორი) ანიმაციაში.
  • 2014 წლის დეკემბერში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროექტის დაფინანსების შედეგად უნივერსიტეტში შეიქმნა კომპიუტერული გრაფიკის უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორია CG MULTILAB at GIPA, რამაც საშუალება მოგვცა აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში შეგვექმნა დამატებითი სპეციალობა, მაინორი ანიმაციაში, სადაც ახალგაზრდები ქმნიან მედია პროექტებს, იდეის გენერაციიდან მის საბოლოო განხორციელებამდე.
საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტების შემოქმედებით განვითარებასა და კარიერულ ზრდაზე, რაც ჯიპას ერთიანი კონცეფციის ნაწილია. სკოლის კურსდამთავრებულების 85% დასაქმებულია შესაბამისი მიმართულებების საუკეთესო კომპანიებში.
 
სასწავლო პროგრამა ხორციელდება პარტნიორი კომპანიების დახმარებით, რაც გულისხმობს კომპანიების ხელმძღვანელების ჩართულობას პროგრამაში ლექტორების სახით და კომპანიების უშუალო ჩართულობას სტუდენტების პროფესიული განვითარების პროცესში. პარტნიორი ორგანიზაციებია: Windfor's Communication, JWT METRO, Branding.ge, LIVE Branding, HOLMES & WATSON, ABK Communication, LeavingStone, CG LAB-Autodesk.
 
სწავლის საფასური:
5400 ლარი (1 წელი)
 
სტიპენდიების და გრანტების სისტემა:
  • 2 სტუდენტის სემესტრული დაფინანსება (მეორე ეტაპიდან, I კურსის დასრულების შემდეგ, შემოქმედებითი პორტფოლიოს საფუძველზე):
  • 1 მედია ხელოვნების სპეციალობის სტუდენტი
  • 1 აუდიო-ვიზუალური ხელოვნების სტუდენტი
  • თითოეული სტიპენდიანტი თავისუფლდება  სწავლის სემესტრული გადასახადისგან (2700 ლარი).
დამტებითი ინფორმაცია:
  • სწავლების აკადემიური ხარისხი: ბაკალავრი.
  • სწავლების ენა: ქართული
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 4 წელი
  • სასწავლო გრაფიკი: დღის ინტენსიური სწავლება
  • პროგრამის ვებ.გვერდი: www.gipa.ge/bavma
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები