GE
საერთაშორისო სამართალი - სამაგისტრო პროგრამა
ღირებულება: 4000 ლარი
საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის მთავარი მიზანია აღზარდოს სამართლის საერთაშორისო პრაქტიკასა და ლიბერალურ დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი პროფესიონალები
 
პროგრამა იძლევა ღრმა თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა მიმართულებით და ავითარებს სამართლებრივი კაზუსების შეფასებისა და ანალიზის უნარს.
 
საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის ლექტორთა უმრავლესობას დასავლური განათლება აქვს მიღებული და საკუთარ სფეროში აქტიურად მოღვაწე ადამიანები არიან. სასწავლო მეთოდიკა და მასალა ეფუძნება ამერიკული და ევროპული სკოლების გამოცდილებას, რაც სასწავლო პროცესის განმავლობაში თეორიული ცოდნისა და პრაქტიკის ერთობლიობას ითვალისწინებს. სკოლის მიზანია საქართველოში დანერგოს საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში აპრობირებული სასწავლო მეთოდები და დასავლური გამოცდილება ქართულ რეალობას მიუსადაგოს.
 
პროგრამაზე დაშვების აუცილებელი წინაპირობა:
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების C ტესტის ჩაბარება და მინიმალური ზღვარის წარმატებით გადალახვა
სწავლის საფასური: 4000 ლარი (1 წელი)
 
სტიპენდიების და გრანტების სისტემა:
  • ყოველ წელს, საუკეთესო მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის სემესტრულად 1 სრული სტიპენდია გაიცემა.
დამატებითი ინფორმაცია:
  • სწავლების აკადემიური ხარისხი: მაგისტრი
  • სწავლების ენა: ინგლისური
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი
  • სასწავლო გრაფიკი: საღამოს სწავლება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები