GE
საზოგადოებასთან ურთიერთობა - სამაგისტრო პროგრამა
ღირებულება: 4300 ლარი
საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულების გამოშვება, რომლებიც დაიმკვიდრებენ თავს, როგორც შემოქმედებითი კომუნიკატორები, რომელთაც აქვთ უნარი დაგეგმონ და წარმატებით განახორციელონ საკომუნიკაციო სტრატეგია სხვადასხვა ტიპის მედია საშუალებებით.
 
სტუდენტები მიიღებენ აუცილებელ თეორიულ საფუძველს, რომელიც ხელს შეუწყობს პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას კომუნიკაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მარკეტინგის სფეროში ეფექტური მუშაობისთვის, როგორც სამთავრობო, ასევე კომერციულ და არასამთავრობო სექტორში.
 
პროგრამა პიარის სტუდენტებს საშუალებას მისცემს მიიღონ ცოდნა, რომელსაც მომავალში პრაქტიკაში გამოიყენებენ. პროგრამა დაფუძნებულია ამერიკულ გამოცდილებაზე და ითვალისწინებს საქართელოს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს. პროგრამა უნივერსალურია და მას ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე ანალოგი არ მოეძებნება.
 
სასწავლო პროგრამა პარტნიორი კომპანიების დახმარებით ხორციელდება, ესენია: სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი. კომუნიკაციის სკოლა, IREX საქართველო, ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრი.
 
პროგრამაზე დაშვების აუცილებელი წინაპირობა:
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების A ტესტის  ჩაბარება და მინიმალური ზღვარის წარმატებით გადალახვა;
სწავლის საფასური: 4300 ლარი წლიური
 
სტიპენდიების და გრანტების სისტემა
  • ყოველ წელს,  საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე ორი მეორეკურსელი სტუდენტი დაფინანსდება.
დამატებითი ინფორმაცია:
  • სწავლების აკადემიური ხარისხი: მაგისტრი
  • სწავლების ენა: ქართული
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი
  • სასწავლო გრაფიკი: საღამოს სწავლება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები