GE
საბაკალავრო პროგრამები სოციალურ მეცნიერებებსა და სამართალში
ღირებულება: 2250 ლარი
SANGU - წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლა (ფაკულტეტი) გთავაზობთ შემდეგ საბაკალავრო  პროგრამებს:
 
აკადემიური განათლების პირველი საფეხური – ბაკალავრიატი
  • ფსიქოლოგია - სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2250 ლარს.
ხელმძღვანელი: ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი.
 
საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო საუნივერსიტეტო განათლების მიღებაზე. სასწავლო პროცესში ჩართულნი არიან საქვეყნოდ აღიარებული ქართული ფსიქოლოგიური სკოლის გამორჩეული წარმომადგენლები.
 
კურსადმთავრებული შეძლებს, წარმატებით იმუშაოს საწარმოო ორგანიზაციაში, სამედიცინო დაწესებულებაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, ბანკში, სკოლაში, საბავშვო ბაღში, არასამთავრობო კერძო და სახელმწიფო სტუქტურაში. გააგრძელოს სწავლა მაგისტრატურა-დოქტორანტურაში. პროგრამის მიზანია თეორიული ცოდნის მქონე კვალიფიციური ფსიქოლოგის მომზადება, რომელიც გულისხმობს როგორც ბაზისური თეორიული ცოდნის მიღებას, ისე პრაქტიკული ჩვევების დაუფლებას.
  • სოციალური მუშაობა - სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2250 ლარს.
ხელმძღვანელები: ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი; ფსიქოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი თეა გოგოტიშვილი; ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ანა ბარამიძე.
 
საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო საუნივერსიტეტო განათლების მიღებაზე უნივერსიტეტში.
 
მიღებული ცოდნა სტუდენტს საშუალებას აძლევს წარმატებით იმუშაოს ჯანდაცვის სფეროში, განათლების სფეროში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს რაიონულ დაწესებულებებში, საწარმოო ორგანიზაციაში, სამედიცინო დაწესებულებებში და სხვ. კურსდამთავრებული შეძლებს სოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემების დიაგნოსტირებას და მათი გადაჭრის ეფექტური გზების მონახვას.
  • სამართალი - სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2250 ლარს.
ხელმძღვანელი: საერთაშორისო სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მინდია უგრეხელიძე.
 
სამართალის პროგრამის მიზანია, შეასწავლოს სტუდენტს სამართალი, როგორც დარგი, სამეცნიერო და სასწავლო დისციპლინა; პროგრამა მიზნად ისახავს, აგრეთვე, სტუდენტის მომზადებას პრაქტიკული საქმიანობისა და მაგისტრატურისთვის.
 
ბაკალავრიატში სწავლის პროცესში სტუდენტი დაეუფლება უნარ-ჩვევებს, რომლებიც შეაძლებინებს მას, ჩამოყალიბდეს კვალიფიციურ იურისტად, რომელსაც ექნება უნარი ჩამოაყალიბოს სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის განსხვავებული მიდგომები; საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია წარმატებით დასაქმდეს სამინისტროებში, დეპარტამენტებში, სამსახურებში, სხვადასხვა პროფილის საჯარო სამართლის იურიდიული პირებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში (პროკურატურაში და ა.შ.). კურსდამთავრებულს შეუძლია წარმატებით იმუშაოს საკუთარი სპეციალობით კერძო სექტორში (კომერციული ბანკები და სადაზღვევო კომპანიები, სხვადასხვა პროფილისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის კომპანიებში).
 
ქართულ უნივერსიტეტში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები შექმნილია და დამტკიცებულია (აკრედიტირებულია) სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის მიხედვით.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები