GE
კომბინირებული კურსი დამწყები ბუღალტრებისათვის
ღირებულება: 450 ლარი
„განათლების მართვის ცენტრი“ გთავაზობთ კომბინირებულ კურსს დამწყები ბუღალტრებისათვის.
 
კურსი შედგება:
  • ბუღალტრული აღრიცხვა - 48 საათი;
  • საგადასახადო დაბეგვრა - 12 საათი;
  • კომპიუტერული პროგრამა ორისი ან ინფო-ბუღალტერი (მსმენელი თვითონ ირჩევს პროგრამას) – 12 საათი.
ჩვენს ცენტრში სწავლება მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული პროგრამებითა და მეთოდებით.
ორისის და ინფო-ბუღალტრის შესწავლა განხორციელდება კონკრეტული ორგანიზაციის მაგალითზე.
 
კურსი მოიცავს თეორიულ მასალებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს, ასევე დისკუსიას მსმენელებისთვის საინტერესო და პრობლემატურ საკითხებზე. ჩატარდება შუალედური ტესტირებები.
 
კურსის ხანგრძივობაა 3 თვე (72 საათი).
კურსის ღირებულებაა 450 ლარი (გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად).
მეცადინეობები მიმდინარეობს კვირაში 3-ჯერ 2 საათის ხანგრძლივობით.
 
კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელების შეფასება ხდება ტესტირების გზით, რომლის საფუძველზეც გადმოგეცემათ ქართულ-ინგლისურენოვანი სერთიფიკატი.
 
დამატებით გაცნობებთ, რომ ჩვენი სასწავლო ცენტრის მიერ გაცემული ინვოისის საფუძველზე თიბისი ბანკში გაიცემა უპროცენტო სესხი თქვენს მიერ შერჩეული სასწავლო კურსის დასაფინანსებლად 24 თვემდე ვადით.
მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია.
 
რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსეთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები