GE
აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსი ინგლისურ ენაში
ღირებულება: 50 ლარი
საერთაშორისო ენების ცენტრი გთავაზობთ აბიტურიენტთა მოსამზადებელ კურსს ინგლისურ ენაში საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 50%-იანი ფასდაკლებით, თვეში 50 ლარად.
 
კურსის განმავლობაში ვიმუშავებთ ინგლისური ენის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებული შემდეგი ენობრივი უნარების: კითხვის, წერის, მოსმენის, ლექსიკისა და გრამატიკის განვითარებაზე. მეტი დრო ეთმობა გრამატიკულ მასალას, სიტყვათა მარაგის შევსებას, სწრაფად კითხვის ტექნიკის დაუფლებას, წაკითხულიდან დასკვნების გამოტანას, არგუმენტირებული მსჯელობის უნარ-ჩვევების დახვეწასა და წერითი აზროვნების განვითარებას.
 
შედეგები:
კურსის დასრულების შემდეგ აბიტურიენტს შეეძლება გაიგოს და მოთხოვნის შესაბამისად გამოიყენოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული B1 დონის ლექსიკა და ენობრივი ფუნქციები.
 
კურსის დაწყებამდე აბიტურიენტები გაივლიან ტესტირებას.
გაკვეთილების ხანგრძლივობა: კვირაში 2-ჯერ (1,5 საათით)
 
მიმდინარეობს რეგისტრაცია
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეგისტრაციისთვის შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები