GE
ბუღალტერიის კურსები სტაჟირებით
ტრენინგცენტრი "NB " გიწვევთ ბუღალტერიის შემსწავლელ კურსებზე
კურსის ფარგლებში თქვენ შეისწავლით ბუღალტრულ აღრიცხვას საერთაშორისო სტანდარტებით, კომპიუტერულ ბუღალტერიას ორისს + პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი.
მსმენელები შეისწავლიან ბუღალტერიას საერთაშორისო სტანდარტებით, ბასის პროგრამით.
 
პროგრამა განკუთვნილია მათთვის ვინც ნულიდან იწყებს ბუღალტერიის შესწავლას, ასევე მათთვის ვინც უკვე მუშაობდა ბუღალტრად საერთაშორისო სტანდარტების შემოღებამდე და სურს საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით დაეუფლოს პრაქტიკული ბუღალტერიას.
 
თითეული თემატიკა განხილული იქნება პრაქტიკულ მაგალითზე და მოიცავს ყველა იმ საბუღალტრო ოპერაციის წარმოებას და პირველადი დოკუმენტაციის დამუშავებას, საგადასახადო დეკლარაციების შევსებას,  რაც ევალება ბუღალტერს ერთ საანგარიშგებო წლის განმავლობაში წლიური ფინანსური ანგარიშგების ჩათვლით.
 
პირველი თვე. თეორიული ნაწილის თემატიკა:
  • ანგარიშთა გეგმა
  • სალაროს ოპერაციები
  • ბანკის ოპერაციები
  • მოთხოვნის აღრიცხვა
  • ვალდებულებების აღრიცხვა
  • სასაქონლო მატერიალური მარაგის აღრიცხვა
  • უკანდაბრუნებული საქონლის აღრიცხვა. რეალიზაციის და დღგ-ს კორექტირება.
  • წარმოების პროცესის აღრიცხვა
  • პროდუქციის თვითღირებულების კალკულაცია
  • გაყიდვების აღრიცხვა
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
  • არამატერიალური აქტივების აღრიცხვა
  • ხელფასთან დაკავშირებული ოპერაციები
  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
  • იჯარის აღრიცხვა
  • ფინანსური შედეგის (მოგება-ზარალის) გაანგარიშება
  • საცდელი ბალანსის შედგენა 
მეორე თვე:  კომპიუტერული ბუღალტერიის ORIS-ის ან ინფო-ბუღალტერიის შესწავლა.
  • ახალი ორგანიზაცის შექმნა. ანალიზური პერიოდის დაყენება. სასტარტო ნაშთების დასმა.
  • ანგარიშთა გეგმაში ახალი ანგარიშის დამატება და ქვეანგარიშების შექმნა.
  • სასაქონლო ანგარიშების შექმნა, საწყობის დამატება.
  • ორგანიზაციებთან  მუშაობა, მათი დამატება ანგარიშთა გეგმაში (დებიტორ, კრედიტორები), ანგარიშვალდებული პირები, მათი ანგარიშების გახსნა.
  • ხელფასის დარიცხვა და გაანგარიშება, სახელფასო უწყისების შედგენა და მათი ბეჭვდა.
  • პირველადი და საბოლოო ფორმები. მათი ფორმირება და ბეჭვდა.
  • ძირითადი საშუალებების ბარათის შექმნა, მათი მიღება, ცვეთის დარიცხვა, სასტარტო ნაშთად დასმა, ჩამოწერა, აფასება, ჩამოფასება.
  • მოგება-ზარალის ფორმირება.
  • ბალანსის შედგენა, საცდელ ბალანში  ანგარიშების  დამატება, გადასახურ  ანგარიშებში ანგარიშების დამატება.
  • ორგანიზაციის ასლის აღება და გახსნა პაროლის დადება, მოხსნა.
  • საოპერაციო  პერიოდის დახურვა და გახსნა.
მესამე თვე: პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი
მესამე თვე გათვალისწინებულია მათთვის ვინც გაიარა თეორიული კურსი ფლობს ორისის პროგრამას და სურს ცოდნის გაღმავება პრაქტიკული კუთხით. ასევე დამწყები ბუღალტერთათვის ვისაც აქვს  სურვილი გაიღრმავონ პროფესიული ცოდნის დონე ამ სფეროში.
 
პრაქტიკულ ბუღალტერიას ისწავლით კონკრეტული ორგანიზაციების რეალური საბუთების მაგალითებზე,  როგორცაა მომსახურების,  ვაჭრობა-იმპორტის ისე წარმოების სფერო.
 
შეისწავლით შემდეგი დოკუმენტაციის დამუშავებას:
  • სალაროს წიგნის წარმოება; სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები;
  • ბანკის ამონაწერის დამუშავება,
  • საქართველოს ბანკის, პროკრედიტ ბანკის, ლიბერთი ბანკის და ტაოპრივატბანკის ინტერნეტბანკიგის მოხმარების შესწავლა.
  • სასაქონლო ზედდებულების, ქვე ზედნადებების (დისტრიბუციის სფერო) და ანგარიშ ფაქტურების შევსება ელექტრონულად RS.ge-ზე. სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების კორექტირება  საქონლის უკანდაბუნების დროს.
  • ხელფასის უწყისის შედგენა - მივლინების, შვებულების და დეკრეტული გაანგარიშება;
  • ყოველთვიური დეკლარაციების (დღგ-ეს; აქციზის; მოგების; ქონების, საშემოსავლოს და თვის განაცემთა) ინფორმაციის დეკლარაციების შევსება- ჩაბარება ელექტრონულად RS.ge-ზე.
  • ძირითადი საშუალებების ცვეთის გაანგარიშება;
  • დროებითი სხვაობების განხილვა;
  • ყოველწლიური დეკლარაციების (მოგების, ქონების, წლიური საშემოსავლო) შევსება ელექტრონულად RS.ge-ზე..
კურსდამთავრებულები დამოუკიდებლად შეძლებენ აწარმოონ ნებისმიერი ბუღალტერია. 

სრული სამთვიანი კურსის ხანგრძლივობაა: 36 ლექცია.
მეცადინეობები ტარდება კვირაში სამჯერ, მცირერიცხოვან ჯგუფებში და ინდივიდუალურად.
ღირებულება: ინდივიდუალურად სრული სამ თვიანი კურსი 600 ლარი
სრული სამ თვიანი კურსი ჯგუფში (2-5 კაცი) 400 ლარი.
 
კურსს უძღვება ACCA -ის კურსდამთავრებული მოქმედი მთავარი ბურალტერი ინგა უზუნაშვილი.
 
საბუთების დამუშავება წარმოებს ლიცენზირებულ პროგრამა ორისში.
 
რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები