GE
საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ვარშავის ფინანსებისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტში
“ევროპის აკადემიური ცენტრი“ გთავაზობთ ინგლისურენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ვარშავის ფინანსებისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტში!
 
გამოიყენეთ შანსი, ისწავლოთ და იცხოვროთ პოლონეთის დედაქალაქში! ვარშავა არის ქალაქი სავსე უნიკალური შესაძლებლობებით!
„ისწავლე, იცხოვრე და იმუშავე ვარშავაში“ - არის პროგრამა, რომლის მიზანიცაა, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები და მიიღონ განათლება საზღვარგარეთ. პროგრამა მოიცავს პროფესიულ მხარდაჭერას სამსახურის ძიებაში, კეთილმოწყობილ საცხოვრებელში დაბინავებასა და ხარისხიანი განათლების მიღებას.
„ისწავლე, იცხოვრე და იმუშავე ვარშავაში“ გთავაზობთ შემდეგ საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებს:
  • საერთაშორისო ეკონომიკა და გაყიდვები;
  • საერთაშორისო მენეჯმენტი;
  • საერთაშორისო ბიზნეს და საგადასახადო სამართალი;
  • სამართალი და მენეჯმენტი;
  • მართვის ფსიქოლოგია;
  • კომუნიკაციებისა და მედიის კვლვევები;
  • საერთაშორისო ადმინისტრაციული მენეჯმენტი;
  • ადამიანის განვითარებისა და ოჯახის კვლევები;
  • კომპიუტერული გრაფიკის დიზაინი;
  • ვებ და მობილურ აპლიკაციები
წინასწარი შესატანი არის 100 ევრო, სასწავლო კურსის წლიური ფასი მერყეობს 1300-1600 ევროს ფარგლებში.
 
განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია
 
ჩვენ შეგვიძლია, შეგირჩიოთ სწავლების თქვენთვის სასურველი დრო და ხანგრძლივობა.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ინგლისური
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები