GE
ახალგაზრდული პროექტი სლოვაკეთში
ღირებულება: 150 ევრო
საშემოდგომო შეთავაზება - ახალგაზრდული პროექტი სლოვაკეთში მხოლოდ 150 ევროდ
 
გაემგზავრეთ ახალგაზრდულ საგანმანათლებლო პროექტში სლოვაკეთში 2015 წლის 19-22 ნოემბერს.
 
პროექტის მონაწილეებს საშუალება აქვთ გაეცნონ გაერთიანებული ერების მუშაობის სპეციფიკას, მონაწილეობა მიიღონ ჯგუფურ სესიებში და გაიცნონ თანატოლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. კონფერენცია საშუალებას მისცემს მონაწილეებს, განავითარონ მოლაპარაკებების წარმოების, დებატების წარმართვის, დიპლომატიური უნარები და მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება.
 
კონფერენციის სამუშაო ენაა ინგლისური.
 
ღირებულებაში შედის:
  • საერთაშორისო სერთიფიკატი;
  • მონაწილის სტატუსი;
  • ყველა საკონფერენციო მასალა;
  • საცხოვრებელი;
  • კვება;
  • მონაწილეობა სოციალურ/კულტურულ აქტივობებში.
  • შიდა ტრანსპორტირება;
  • ვიზის მისაღებად აუცილებელ პროცედურებში დახმარება
აღნიშნულ საფასურში არ შედის მგზავრობის ხარჯი.
 
მონაწილის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მგზავრობის/ხანგრძლივობის სურვილისამებრ დაგეგმვა.
ევროპის აკადემიურ ცენტრი უკვე 5 წელზე მეტი გამოცდილებით წლის განმავლობაში ასობით ქართველ სტუდენტსა და ახალგაზრდას ეხმარება საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მიღებაში.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი სლოვაკეთი
  • სწავლების ენა ინგლისური
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები