GE
სადოქტორო პროგრამები ეკონომიკასა და ბიზნეს ადმინისტრირებაში
ღირებულება: 2250 ლარი
SANGU - წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სკოლა (ფაკულტეტი) გთავაზობთ შემდეგ სადოქტორო პროგრამებს:
 
აკადემიური განათლების მესამე საფეხური - დოქტორანტურა
  • ეკონომიკა - სწავლის საფასური 2250 ლარი
ხელმძღვანელი: ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი
 
პროგრამა ორიენტირებულია მოტივირებული და წარმატებული სპეციალისტის ფორმირებაზე, რომელიც შეძლებს განახორციელოს ეკონომიკის სექტორული, რეგიონული, დარგობრივი ეკონომიკის ანალიზი.
 
მიღებული ხარისხის შემდეგ, დოქტორანტებს შეუძლიათ, იმუშაონ სამეცნიერო ანალიტიკურ ცენტრებსა და ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამებით გათვალისწინებული ფუნდამენტური ეკონომიკური დისციპლინების ლექტორებად.
  • ბიზნეს ადმინისტრირება - სწავლის საფასური 2250 ლარი.
ხელმძღვანელი - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი
 
სწავლების მიზანია, დოქტორანტმა მიიღოს ცოდნა ბიზნესის ადმნინისტრირების სფეროში და გახდეს ექსპერტი მის რომელიმე დარგში.
 
იყოს მკვლევარი და ლიდერი ბიზნეს ადმინისტრირების მეცნიერებაში, წამყვანი სტრატეგი ორგანიზაციაში, დაიკავოს წამყვანი მენეჯერის პოზიციები და შეძლოს ბიზნეს-კონსულტანტობა მის მიერ არჩეულ სფეროში.

ქართულ უნივერსიტეტში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები შექმნილია და დამტკიცებულია (აკრედიტირებულია) სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის მიხედვით.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები