GE
გაცვლითი პროგრამა FLEX-ის (აშშ) შესარჩევი კონკურსი
უკვე ოცდამესამე წელია, რაც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა "FLEX" შესაძლებლობას აძლევს ქართველ უფროსკლასელებს ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახებში. პროგრამას აფინანსებს ამერიკის მთავრობა და ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.

2016-2017 აკადემიური წლისათვის "FLEX" პროგრამის ფარგლებში შეირჩევა 50-მდე ფინალისტი. გამარჯვებულების მგზავრობა, ამერიკაში და უკან, სრულად დაფარული იქნება. ისინი ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან ყოველთვიური სტიპენდიითა და ჯანმრთელობის დაზღვევით. აშშ-ში ყოფნისას ქართველ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, გააცნონ თავიანთი კულტურა ამერიკელებს და ასევე, გაეცნონ ამერიკულ კულტურას სკოლაში სწავლის, ოჯახურ ცხოვრებასა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის გზით.

"FLEX" პროგრამის ფინალისტები შეირჩევიან ვაშინგტონის დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც შედგება ამერიკელი სპეციალისტებისაგან განათლების დარგში. შერჩევის პროცესი დაფუძნებულია კონკურსზე. კონკურსი კომპლექსურია და განისაზღვრება წერილობით შევსებული ანკეტის, რეკომენდაციების, ინგლისური ენის ცოდნის დონისა და კანდიდატის მიერ გამომჟღავნებული ერთწლიანი გაცვლითი გამოცდილებისათვის მზადყოფნის საფუძველზე.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის (1) მე-9, მე-10 და მე-11 კლასის, (2) 1999 წლის 1 იანვრიდან 2001 წლის 16 ივლისამდე დაბადებულ მოსწავლეებს, რომელთაც (3) ბოლო 5 წლის მანძილზე არ უცხოვრიათ აშშ-ში 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში, (4) არიან საქართველოს მოქალაქეები და (5) ფლობენ ინგლისურ ენას. "FLEX" პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჩვენ ვიწვევთ ყველა უფროსკლასელს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის კრიტერიუმებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს (შშმპ). ასაკობრივი და სასკოლო კრიტერიუმი ასეთი პირებისათვის განსხვავებულია: მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის 1998 წლის 15 თებერვლიდან 2001 წლის 16 ივლისამდე.

2015 წლის შემოდგომასა და ზამთარში ამერიკული საბჭოების წარმომადგენლები ტესტირებას ჩაატარებენ საქართველოს დედაქალაქსა და რამდენიმე რეგიონულ ცენტრში:
  • მარნეული 23 სექტემბერი 2015 წ. 10:00 სთ საჯარო სკოლა #5, რუსთაველის #52
  • რუსთავი 25 სექტებმერი 2015 წ. 10:00 სთ საჯარო სკოლა #4, დ. ლეონიძის #26ა
  • თელავი 26 სექტემბერი, 2015 წ. 10:00 სთ საჯარო სკოლა #7, ალაზნის #22
  • გორი 30 სექტემბერი, 2015 წ. 10:00 სთ საჯარო სკოლა #3, დ. ამილახვრის #26
  • ქუთაისი 3 ოქტომბერი 2015 წ. 10:00 სთ საჯარო სკოლა #3, წმ. ნინოს #2
  • ნინოწმინდა 7 ოქტომბერი, 2015 წ. 10:00 სთ საჯარო სკოლა #1, ტერიანის #14
  • ახალციხე 10 ოქტომბერი 2015 წ. 10:00 სთ საჯარო სკოლა #1, მიქუტიშვილის #2
  • ბათუმი 10 ოქტომბერი 2015 წ. 10:00 სთ საჯარო სკოლა #8, გრიბოედოვის #35
  • ბორჯომი 12 ოქტომბერი, 2015 წ. 10:00 სთ საჯარო სკოლა #1, წმ. ნინოს #2
  • ზუგდიდი 12 ოქტომბერი, 2015 წ. 10:00 სთ საჯარო სკოლა #1, აღმაშენებლის #1
  • თბილისი 17 ოქტომბერი, 2015 წ. 10:00 სთ საჯარო სკოლა #55, ჭავჭავაძის გამზ. #38
  • შშმპ 27 ოქტომბერი, 2015 წ. 11:00 სთ ამერიკული საბჭოების ოფისი, ჭავჭავაძის გამზ #35ა
მონაწილეებმა ტესტირების ცენტრში გამოცხადებისას თან უნდა იქონიონ (წინასწარი რეგისტრაცია არ არის საჭირო):
  1. დაბადების მოწმობის დედანი (ან პირადობა, ან პასპორტი),
  2. ერთი ახლადგადაღებული 3X 4სმ ფოტოსურათი
  3. კალამი.
 კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველ სკოლის მოსწავლეებსუფლება აქვთ ტესტირება გაიარონ ზემოთ ჩამოთვლილი ცენტრებიდან მხოლოდ ერთ-ერთში. მონაწილე, რომელიც ტესტირებას გაივლის ორ სხვადასხვა ცენტრში, იქნება დისკვალიფიცირებული.

ფინალისტების შერჩევა მიმდინარეობს სამ ეტაპად. მონაწილეები პირველ ტურში გაივლიან ინგლისური ენის 15-წუთიან ტესტს. მეორე ტურში გადასული კონკურსანტებს დაევალებათ რამდენიმე თემის დაწერა, ხოლო ამ ტურის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მიიღებენ მონაწილეობას მესამე ტურში. ნახევარფინალისტი მოსწავლეები შეავსებენ ანკეტას, დაწერენ კომპლექსური ინგლისურის ტესტს და გაივლიან გასაუბრებას. ფინალისტები გამოვლინდებიან 2016 წლის მაისის დასაწყისში. ისინი იმავე წლის ზაფხულში გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში და დაბრუნდებიან საქართველოში 2017 წლის ივნისის თვეში.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი საქართველო
  • სწავლების ენა ინგლისური
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები