GE
ევროპული განათლება და ევროპული ლიცენზირება ფსიქოთერაპიაში
ღირებულება: 3000 ლარი
"საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი"აცხადებს 2015-2016 სასწავლო წლისთვის ფსიქოთერაპიაში ევროპული პროგრამის  გავლისა და ლიცენზიის (აკრედიტაციის) მიღების მსურველთა მიღებას.
 
საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეებს ეძლევათ ევროპული პროფესიული განათლება და აკრედიტაციის (ლიცენზირების) მიღების შესაძლებლობა, რაც გულისხმობს ევროპულ სივრცეში მუშაობის უფლების მოპოვებას და პროფესიული კვალიფიკაციის საერთაშორისო აღიარებას.
 
სასწავლო პროგრამა დამტკიცებულია ევროპაში EAGT-ის მიერ. კურსის კურატორია - EAGT სასწავლო სტანდარტების კომისიის თავჯდომარე - პროფ. ნურით ლევი (Nurith Levi). პროგრამას ახორციელებენ ევროპაში EAGT/EAP აკრედიტებული ფსიქოთერაპევტები.  სწავლა მიმდინარეობს ქართულ ენაზე.
 
ევროპული სტანდარტის შესაბამისად, პროგრამაში მიიღებიან უმაღლესი განათლების მქონე პირები. შესაძლებელია სწავლისა და მუშაობის შეთავსება, ვინაიდან ტრენინგები მიმდინარეობს 3 დღე (შაბათ-კვირის გამოყენებით) თვენახევრიანი შუალედებით.
 
პროგრამა შედგება 3 საფეხურისაგან:
  1. პირადი ფსიქოთერაპია;
  2. თეორია და მეთოდოლოგია;
  3. კლინიკური პრაქტიკა სუპერვიზიით. 
ევროპული სტანდარტის შესაბამისად, მე-2 საფეხურის დასრულების (2,5 წლის) შემდეგ, „საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი უზრუნველყოფს“ პროგრამის მონაწილეების ფსიქოთერაპიულ მუშაობას სუპერვიზიით.
 
 
დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები