GE
Illustrator, Photoshop, 3D-max-ის კურსები
ტრენინგ ცენტრი ,,NB“ გიწვევთ: Adobe Illustrator CC, Adobe Photoshop CC-ისა და 3D-MAX-ის შემსწავლელ კურსებზე.
 
Adobe Illustrator CS6/CC
კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები: 
კურსზე მსმენელები შეისწავლიან Adobe Illustrator CS6/CC–ის ძირითად მახასიათებლებს და ფუნქციებს. ისინი შეისწავლიან იმ ფუნდამენტურ უნარ-ჩვევებს, რომელსაც გრაფიკის დიზაინერები იყენებენ როგორც საბეჭდი, ასევე ვებ ნამუშევრების შესაქმნელად. კურსის მიზანია ასწავლოს მსმენელებს ბანერების, კლიპების, სარეკლამო მასალების და ა.შ. დამზადება როგორც შიდა, ასევე კომერციული გამოყენებისთვის.
 
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლებს: 
თავისუფალი ხატვის ინსტრუმენტებით მუშაობას, გრაფიკული გამოსახულებების შექმნას და რედაქტირებას, სარეკლამო პროდუქციის გაფორმებას, გამოსახულებების მომზადებას ბეჭდვისათვის და Web–ისთვის.
 
კურსის სტრუქტურა და შინაარსი:
  1. სამუშაო სივრცის გაცნობა:
    Adobe Illustrator CS6/CC -ს ინტერფეისი, ინსტრუმენტების მთავარი პანელი,
    დოკუმენტების შექმნა /გახსნა, დოკუმენტების შენახვა, მენიუს პანელის გამოყენება.
  2. მარტივ ობიექტებზე მუშაობა:
    ინსტრუმენტი ”კალამის” გამოყენება, Line Segment ინსტრუმენტით მუშაობა,
    Rectangle ინსტრუმენტით მუშაობა, Eraser, Scissors და Knife ინსტრუმენტებით მუშაობა, მასშტაბის ცვლილება, ობიექტის მოტრიალება, სხვადასხვა სისქის კონტურების ხატვა,
  3. Paintbrush ინსტრუმენტით მუშოაბა, ხატვა Pencil ინსტრუმენტის საშუალებით,
    ობიექტების გამოყოფა, ხატვა Blob Brush ინსტრუმენტის საშუალებით. 
  4. Pathfinder პალიტრით მუშაობა, Align პალიტრით მუშაობა,
    Transform პალიტრით მუშაობა,
    Intersect და Exclude ოპერაციები, Divide ინსტრუმენტით მუშაობა,
    ფორმების ცვლილება Reshape ინსტრუმენტის საშუალებით,
    Rasterize ბრძანების გამოყენება,
    ინსტრუმენტით Shape Builder მუშაობა, გამოსახულების ტრასირება.
  5. ტექსტის ობიექტებზე და დიაგრამებზე მუშაობა:
    ტექსტის ინსტრუმენტით მუშაობა, ფილტრების გამოყენება ტექსტზე,
    ტექსტის  ტრანსფორმირება ვექტორულ ობიექტებში,
    გრაფიკების და დიაგრამების შექმნა.
  6. Brush (ფუნჯი) ინსტრუმენტი:
    ფუნჯების პანელის გამოყენება, ფუნჯების ტიპების აღწერა,
    ახალი ფუნჯების შექმნა, ახალი ორნამენტების შექმნა.
  7. ჩასხმის ინსტრუმენტების გამოყენება:
    გრადიენტის ჩასხმის შექმნა, გრადიენტის ბადეები,
    გამჭვირვალობა, ნიღბები.
  8. ეფექტების გამოყენება:
    3D ობიექტებზე მუშაობა: Exstrude & Bevel, Revolve, Rotate.
  9. სიმბოლოები და სტილები:
    სიმბოლოების ბიბლიოთეკა, სიმბოლოების შექმნა.
  10. ხაზვა პერსპექტივაში:
    პერსპექტივის ბადეს გამოყენება, 1,2 და 3 წერთილოვანი ხაზობრივი პერსპექტივა,
    რეალისტური გამოსახულების შექმნა პერსპექტივაში.
  11. არსებული დოკუმენტის ტრასფორმაცია სხვადასხვა გრაფიკულ ფოტმატში:
    დოკუმენტის ექსპორტირება Adobe-ის სხვა პროგრამებში,
    Illustrator-ის ფაილების შეტანა Photoshop და  InDesign-ში
  12. მომზადება ბეჭდვისათვის:
    CMYK და RGB რეჟიმები,
    EPS და Adobe PDF ფორმატში შენახვა.
კურსის ხანგრძლივობა: 12 გაკვეთილი
ღირებულება: 300 ლარი
 
Adobe Photoshop CS6/CC
კურსის სტრუქტურა და შინაარსი:
  1. პროგრამა Adobe Photoshop CS6/CC -ის შესავალი სახე: ახალი ფაილის შექმნა.
    მენიუს განხილვა. პარამეტრების პანელი. ინსტრუმენტების სვეტი.
  2. დაფერვისა და მონიშვნის ხელსაწყოები:
    მაგნიტური ლასო. ხელსაწყო პიპეტი, ფერების შერჩევა. სურათის დაფერვა, კონტურის დაფერვა. ფიგურის დაფერვა გრადიენტით.
  3. ხელსაწყო ქილა, საშლელი, ფანქარი. ხელსაწყო ფუნჯი, ფუნჯის პატრამეტრების განხილვა F5, საკუთარი ფუნჯის შექმნა. გამოსახულების შენახვა PSD ფორმატში.
  4. სურათის აწყობა ფრაგმენტებიდან.
    მოქმედების გაუქმება History. პალიტრა Navigator. ხელსაწყო გამადიდებელი, მონიშნული ფიგურის გარდაქმნა. გამოსახულების კადრირება. შრეების პალიტრა. შრეების რედაქტირება გადატანა ერთი ფაილიდან მეორეში, წაშლა. ახალი შრის შექმნა. შრეების გაერთიანება. გამოსახულების შენახვა JPEG, PNG, GIF, TIF ფორმატებში.
  5. სურათის სკანირება და კორექცია:
    სკანირებული სურათის გასწორება და კადრირება. ხელსაწყო კადრი (Crop). ტონების კორექცია. ფრაგმენტის მონიშვნა სწრაფი ნიღბით. შავ-თეთრი სურათის გაფერადება.
  6. ფენებზე მუშაობა: ფენის შექმნა, დამალვა .
    Blending mode–ბის (ფენების შერევის) მეტოდების გამოყენება ფენების მიმართ
    ფენაზე გრადიენტის გამოყენება
    ფენაზე ტექსტის და ფენის ეფექტების დამატება
    ხელსაწყო მხატვრული ფუნჯი. ხელსაწყო მხატვრული აღმდგენი ფუნჯი.
  7. გამოსახულების რეტუშირება და კოლაჟი:
    გამოსახულების ელემენტის მოშორება. გამოსახულების რეტუშირება. ხელსაწყო შტამპი Clone Stamp. ხელსაწყო კალამი. სურათის ფონის შეცვლა. ეფექტი დაცემული ჩრდილი. გამოსახულებაში ფონის შეცვლა. ხელსაწყო გაღიავება, გამუქება. ანარეკლის შექმნა.
  8. სურათის ჩასმა მონიშნულ არეში:
    გამოსახულების ზომის შეცვლა. სურათის ფრაგმენტის ჩასმა მონიშნულ არეში. დაფერვა შაბლონით. ორი გამოსახულების კოლაჟი სწრაფი ნიღბის გამოყენებით. შრეების ზედდების რეჟიმი.  Smart Object
  9. ფილტრებთან მუშაობა: ფილტრების დანიშნულება. Filter Gallery,  Liquify
  10. ხელსაწყო ტექსტი და ეფექტები: ვერტიკალური ტექსტი. ტექსტის შემოწერა მრუდზე. ტექსტის განლაგება და მისი ტრასფორმაციის რეჟიმები. პალიტრა Styles. ახალი სტილების დამატება.
  11. 3D და ფენებთან მუშაობა: 3D ობიექტების შექმნა.
    Vanishing Point–ის და 3D ეფექტების გამოყენება ფენაში.
  12. ფერთა რეჟიმები: RGB, grayscale და CMYK–ის ფერად სივრცის განსაზღვრა,
    გამოსახულების დასაბეჭდად შემოწმება. 
    არსებული დოკუმენტის ტრასფორმაცია სხვადასხვა გრაფიკულ ფოტმატში.
კურსის ხანგრძლივობა: 12 გაკვეთილი
ღირებულება: 250 ლარი
 
3ds Max
პირველი თვე
3Ds Max პროგრამის ინტერფეისი, ობიექტების შექმნა, ზომის ერთეულების განსაზღვრა, მასშტაბირება. ობიექტების კლონირება, დაჯგუფება, მიბმა და გათანაბრება. კოორდინატების სისტემა, ობიექტების მონიშვნა და ცენტრის განსაზღვრა. პოლიგონებით მოდელირება Editable Poly:
  • Extrude (გამოწევა)
  • Outline (გარეკონტური)
  • Insert (ჩასმა)
  • Attach (გამთლიანება)
  • Detach (გამოყოფა)
  • Bevel. Insert verte (წერტილის დამატება)
  • Weld (შეერთება)
  • Connect (შეერთება)
  • Slice plane (სიბრტყით გაჭრა)
  • Cut (ამოჭრა) Quick Slice
  • Chamfer (დაქანება)
  • Bridge (ხიდი)
  • Cap (გადახურვა)
  • რთული ობიექტების შექმნა
  • დეფორმირების მოდიფიკატორები: Bend (მოღუნვა); Displace (გადაადგილება); Mirror (სარკე); Noise (ხმაური); Push (გამოგდება); Relax (მოდუნება); Ripple (ტალღოვანება); Shell (ქერქი); Skew (გადახრა); Stretch (გაჭიმვა); Taper (წაწვრილება); Wave (ტალღა); Twist (დაგრეხა); Spherify (სფეროსებული); Squeeze (გამოწურვა)
  • მობრუნების ზედაპირების შექმნა Lathe, Splines, ხაზობრივი მოდელირება, ხაზობრივი პრიმიტივები, ავეჯის, ინტერიერისა და ექსტერიერის მოდელირება.
მასალების რედაქტორი- ფანჯარა Material Editor. სტანდარტული ტიპის მატერიალები.

მატერიალების შექმნა. ძირითადი და დამატებითი პარამეტრები. მოდიფიკატორი UVW Map. ტექსტურის გასწორება gizmo. სცენის განათება. სინათლის წყაროს სცენაზე განთავსების წესები. სინათლის დამოკიდებულება და ჩრდილები. კამერასთან მუშაობა. სცენის ვიზუალიზაცია. ანიმაციის საფუძვლები. დროის კონფიგურაცია, ანიმაციის კონტროლიორები, ანიმაციის შექმნა და ვიდეოს სახით შენახვა.
3ds Max -ის I დონეზე შეისწავლით - სხვადასხვა სამგანზომილებიანი ობიექტების მოდელირებას, განათებას შუქ-ჩრდილების ეფექტებით და კამერასთან მუშაობას, აგრეთვე, მოდელირების საფუძვლებს ინტერიერის და არქიტექტურული დიზაინისთვის.                                                             
 
მეორე თვე
ვიზუალიზაცია, რენდერი - VRay Render:
  • ვიზუალიზაციის შიდა ალგორითმი VRay პარამეტრების დაყენება
  • VRay მასალების შექმნა: მინა, კერამიკა, ნიკელი, სარკე, ხე, ლითონი, ფილა, აგური
  • რთული VRay ტექსტურების შემოტანა და პარამეტრების დაყენება
  • VRayFur ხალიჩის და თმის შექმნა
  • გარემოს არეკვლა HDRI პარამეტრების ცვლილება
  • ვიზუალიზაცია Indirect Illumination. Irradiance map
  • განათების და ჩრდილის პარამეტრები VRay light, VRay Shadows
  • მზის განათება VRaySun
  • VRayIES პარამეტრების დაყენება
  • VrayPhysicalCamera კამერის პარამეტრების დაყენება. კამერის ანიმაცია
  • გარემოს და კამერის ერთმანეთთან შეთავსება. რენდერი
3ds Max -ის II დონეზე შეისწავლით - Vray Render პლაგინით ვიზუალიზაციას და 3D მოდილისაგან რეალისტური ფოტოსურათის მიღებას. Vray Render დღეისათვის ყველაზე საუკეთესო პროგრამაა არქიტექტურული ვიზუალიზაციისათვის და ფართოდ გამოიყენება ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინისათვის. შეისწავლით სწრაფი და ხარისხიანი ვიზუალიზაციის პარამეტრების დაყენებას. ექსპოზიციის მართვას, რთული ტექსტურების გამოყენებას და მართვას, გლობალური განათების საშუალებებს, სფერისებური, ბრტყელი, სტანდარტული, მზის განათების მოდელირებას.
                                                                 
მესამე თვე
III დონე - რთული მოდელირება:
  • VrayProxy მცენარეების შემოტანა. Vray mesh.
  • ნაჭრის შექმნა Cloth მოდიფიკატორის დახმარებით. Object Properties.
  • რთული მოდელირება, გარემოს მოდელირება.
  • ხაზებით მოდელირება, Nurbs - მოდელირება.
  • ავტომობილის საბურავის მოდელირება.
  • ავტომობილის მოდელირება.
  • ადამიანის თავის მოდელირება.
  • პერსონაჟის მოდელირება. პერსონაჟის ტექსტურირება.
  • განათება. განათება თამაშების დიზაინისთვის.
  • ვიზუალიზაცია.
3ds Max -ის III დონეზე შეისწავლით - რთული სამგანზომილებიანი ობიექტების მოდელირებას, განათებას სხვადასხვა შუქ-ჩრდილების ეფექტებით და კამერასთან მუშაობას, რთულ მოდელირებას მოდიფიკატორების გამოყენებით.
 
IV დონე - ანიმაცია:
ანიმაცია. დროის ინტერვალების დაყენება. კონტროლიორები. იერარქია და კინემატიკა.

პერსონაჟის აღჭურვა ძვლოვანი სისტემით. მოდული Character studio ფიზიკა და დინამიკა. წყალი, ცეცხლი, აფეთქება, ნაწილაკები Particle Flow, რეაქტორი პარამეტრები. ვიდეო მონტაჟი. ფანჯარა Video Post.

ანიმაციის ვიზუალიზაცია.

3ds Max -ის IV დონეზე შეისწავლით - პერსონაჟების და ობიექტების ანიმირების საშუალებებს, წყლის, ცეცხლის, აფეთქების და სხვა ბუნებრივი მოვლენების ეფექტების შექმნის საშუალებებს. ასევე, გაეცნობით ვიდეორგოლების შექმნის საბაზო პრინციპებს.

3ds Max -ის და Vray Render ვიზუალიზაციის კურსი განკუთვნილია, როგორც დამწყებებისთვის, აგრეთვე, მათთვის, ვინც უკვე მუშაობს 3D-გრაფიკაში და სურს თავისი ცოდნის გაღრმავება განახლებულ ვერსიებში 3ds Max (2011, 2012, 2013) პროგრამაში უახლესი ილეთებისა, მეთოდების და ეფექტების შესწავლა.
კურსის ხანგრძლივობაა: 3 თვე.
 
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
 
დაინტერესბულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები