GE
საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტი საფრანგეთსა და გერმანიაში
ღირებულება: 650 ევრო
ევროპის აკადემიური ცენტრი გიწვევთ საერთაშორისო პროექტში, საფრანგეთში, 2015 წლის ნოემბერში.
 
პროექტი ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, გაიღრმაონ ცოდნა ევროკავშირის ინსტიტუციების მუშაობისა და ფუნქციების შესახებ, შეხვდნენ საერთაშორისო ექსპერტებს და დაგეგმონ მომავალი თანამშრომლობის გზები.

პროექტის ფარგლებში გაიმართება სემინარები და შეხვედრები ევროპარლამენტში, ევროსაბჭოში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ეს თქვენი შანსია მიიღოთ საერთაშორისო გამოცდილება ევროპული სტრუქტურების მუშაობის სპეციფიკის გაცნობით.

პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ტური გერმანიაში.

პროექტის ხანგრძლივობაა 1 კვირა.
 
პროგრამაში მონაწილეობა ფასიანია და საფასური ფარავს:
  • საერთაშორისო სერთიფიკატს;
  • საცხოვრებელს;
  • ავიაბილეთებს (ორი გზა);
  • სასწავლო პროცესში მონაწილეობას და მასალებს;
  • სავიზო დახმარებას;
  • ხელმძღვანელის თანხლებას პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში ;
  • კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას.
მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები