GE
ბუღალტერიის შემსწავლელი სასერტიფიკატო კომპლექსური კურსები
მრავალპროფილიანი სასწავლო ცენტრი - ინტელექტ ცენტრი აცხადებს მსმენელთა მიღებას ბუღალტერიის შემსწავლელ სასერთიფიკატო კომპლექსურ კურსებზე!

კურსი გათვლილია ბუღალტერიის შესწვლით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის!
მსმენელთა მიღება მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერით; შემდგომი გასაუბრების საფუძველზე!
სასწავლო გრაფიკის შერჩევა ხდება გასაუბრებაზე; საპრეზენტაციო შეხვედრაზე!
სწავლება მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტებით - (ბასს)!
მსენელებს გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა, თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოები, ტესტები!

სწავლების ეტაპები:
  • თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერია!
  • საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამები:
  • ორისი-ORIS, ინფო-INFO, სუპერფინი-SUPERFIN. 1C - საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების შესწავლა მსმენელთა სურვილისამებრ შერჩევით!
  • სტაჟირება -  დამწყები და მოქმედი  ბუღალტრებისთვის; ინტელექტ ცენტრის პარტნიორი ირგანიზაციების რეალურ საბუთებზე დაყრდნობით, ან თავად მსმენელის სამუშაო სპეციფიკაზე მორგებით!
1. თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის კომპლექსური  კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
  • თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის შესწავლა საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად. იგი მოიცავს ბუღალტრული აღრიცხვის თეორიის, პრაქტიკის და ფინანსური აღრიცხვის საკითხებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ბუღალტრულ ნაწილს.
  • კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამები: ორისი, სუპერფინი, ინფო ბუღალტერია.
  • დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისთვის ბუღალტრული კონსულტაციების გაწევა.
  • ბუღალტერთა სტაჟირების პროგრამა დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისთვის პროგრამებში: ორისი, სუპერფინი, ინფო ბუღალტერიაში.
  • საგადასახადო აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა Rs.ge - ს ფორმებთნ მუშაობა.
  • საბუღალტრო მომსახურება.
  • Excel - ში საწარმოს საბუღალტრო დოკუმენტაციის და საქმის წარმოება.
კურსები განკუთვნილია:  ვინც ნულიდან იწყებს ბუღალტერიის შესწავლას, დამწყები ბუღალტრებისათვის,  ასევე, ფინანსური სპეციალობის მქონე და სხვა ნებისმიერი პროფესიის მსმენელებისათვის.

სწავლების მიმართულებები: ტრენინგ-კურსები ითვალისწინებს თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის, ფინანსური აღრიცხვის, საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას და წარდგენას rs.ge-ზე, კომპიუტერული პროგრამების: ორისი, სუპერფინი, ინფო ბუღალტერიის შესწავლას, რის საფუძველზეც, მსმენელები შეძლებენ ნებისმიერი სპეციფიკის: ვაჭრობის, მომსახურების, წარმოების, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის და არასამთავრობო ორგანიზაციებში მომდარი ფაქტების საფუძველზე პირველადი დოკუმენტების შედგენას  და ბუღალტრული პროცესების მართვას.

სწავლების მეთოდი და უპირატესობები: ლექციები შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან. თეორიული მასალის ათვისება - პრაქტიკული მაგალითებით, ხოლო პრაქტიკული ბუღალტერიის შესწავლა - საბუღალტრო დოკუმენტების საფუძველზე.
 
კურსდამთავრებულები დამოუკიდებლად შეძლებენ: მთავარი ბუღალტრის, რიგითი ბუღალტრის, მოლარე-ოპერატორის საქმიანობას. დამოუკიდებლად შეძლებენ საწარმოში მომხდარი ფაქტების საფუძველზე, შესაბამისი პირველადი დოკუმენტების შედგენა-დამუშავებას, ფინანსური შედეგის გამოყვანას და საგადასახადო ელექტრონულ დეკლარირებას.
 
თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის ორთვიანი კურსის ღირებულება და პირობები:
  • ღირებულების გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად!
  • 3-6 კაციან ჯგუფებში - სრული კურსი - 250 ლარი (თვეში 125 ლარი)
  • 2 კაციან ჯგუფებში - სრული კურსი - 300 ლარი (თვეში 150 ლარი)
  • ინდივიდუალურად - სრული კურსი - 400 ლარი (თვეში 200 ლარი)
  • ლექციების რაოდენობა ინდივიდუალურად - 20 ლექცია, ჯგუფში - 24 ლექცია
  • ლექციის ხანგრძლივობა ინდივიდუალურად - 1 საათი, 2 კაციან ჯგუფში: 1.15წთ. 3-6 ჯგუფში 1.30წთ.
  • სასწავლო გრაფიკის შერჩევა ხდება გასაუბრებაზე; საპრეზენტაციო შეხვედრაზე.
2. საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების შესწავლა:
 
ბუღალტრული პროგრამების შესწავლა მიმდინარეობს მოქმედი, რეალური ორგანიზაციების დოკუმენტების  საფუძველზე!
  • ორისი - 8 ლექცია, ლექციის ხანგრძლივობა 1სთ.
    ღირებულება ინდივიდუალურად: 100 ლარი
    2 კაციან ჯგუფში: 80 ლარი.
  • ინფო ბუღალტერი - 8 ლექცია, ლექციის ხანგრძლივობა 1სთ.
    ღირებულება ინდივიდუალურად: 120 ლარი
    2 კაციან ჯგუფში: 100 ლარი.
  • სუპერფინი - 8 ლექცია, ლექციის ხანგრძლივობა 1სთ.
    ღირებულება ინდივიდუალურად: 100 ლარი
    2 კაციან ჯგუფში: 80 ლარი.
  • 1C  -  შემსწავლელი კომპლექსური სასწავლო პროგრამა;
    8 ლექცია, ლექციის ხანგრძლივობა 1სთ.
    ღირებულება ინდივიდუალურად 300 ლარი
    2 კაციან ჯგუფში - 270 ლარი.
    3-4 კაციან ჯგუფში - 250 ლარი.
3. სტაჟირება - დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისთვის;
 
პრაქტიკის გავლა მიზნად ისახავს თეორიული ცოდნის გამოყენებას და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას. პრაქტიკის გავლისას, საშუალება გექნებათ, გამოავლინოთ თქვენი უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები. პრაქტიკული გამოცდილების მიღება შესაძლებელია როგორც ჩვენი ”ინტელექტ ცენტრის”  საბუთების დამუშავების შედეგად, ისე ჩვენი პარტნიორი  კომპანიების საბუთების საშუალებით. მსმენელი იღებს მონაწილეობას რეალურ სამუშაო პროცესში,  ეცნობა თითოეულ დოკუმენტს და სწავლობს მის საფუძვლიან დამუშავებას კომპიუტერულ პროგრამებში.
 
კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე - 24 ლექცია
ღირებულება - თვეში 200 ლარი - ინდივიდუალურად
ღირებულება - თვეში 170 ლარი - 2 კაციან ჯგუფში
სტაჟირება საბუღალტრო პროგრამასთან ერთად - 250 ლარი - 12 ლექცია.
თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად
 
გაითვალისწინეთ: ვინც ჩვენს ცენტრში პრაქტიკული ბუღალტერიის კურსებს გაივლის, მათთვის სტაჟირების ერთთვიანი კურსი საკმარისი იქნება, ვინაიდან მათ უკვე ექნებათ მიღებული გარკვეული პრაქტიკული ცოდნა და საჭირო უნარ-ჩვევები.
 
ახალბედა დამწყები და უკვე მოქმედი ბუღალტრებისთვის შესაძლებელია საათობრივი კონსულტაცია, როგორც თეორიულ მასალაში, ისე საბუღალტრო კომპიუტერულ პროგრამებში.

ერთი კონსულტაციის - ღირებულება - 1 საათი - 20 ლარი
 
კურსებს უძღვება; თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სერთიფიცირებული მოქმედი ბუღალტერ-ფინანსისტი - ჯილდა ხაჩიძე! 19 წლიანი გამოცდილებით!
 
კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება გამოცდა და გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) შესაბამისი დონის სერტიფიკატი.!
 
წარმატებულ კურსდამთავრებულებს გავუწევთ რეკომენდაციას დამსაქმებელთან!
ინტელექტ ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქართულ, თუ უცხოურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. შესაბამისად, ინტელექტ ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციებისგან სტაჟიორის ან კადრის მოთხოვნისთანავე მოხდება ჩვენი კურსდამთავრებულების მონაცემების გაგზავნა.
 
გაითვალისწინეთ: ინტელექტ ცენტრი 16 წლის სასწავლო ცენტრია!
ჩვენი კურსდამთავრებულები არიან, როგორც ფიზიკური პირები, ისე ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციის კადრები!
 
ინტელექტ ცენტრში ყველა პირობაა შექმნილი თქვენთვის ხარისხიანი ცოდნის მისაღებად!
თქვენ ნამდვილად გაქვთ საფუძველი, რომ ენდოთ ჩვენს 16 წლიან გამოცდილებას!
გახსოვდეთ, დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება!
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვედზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები