GE
კომპიუტერული გრაფიკის შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსები
მრავალპროფილიანი სასწავლო ცენტრი "ინტელექტ ცენტრი" აცხადებს მსმენელთა მიღებას კომპიუტერული გრაფიკის შემსწავლელ სასერთიფიკატო ტრენინგ-კურსებზე:
  1. ფოტოშოპი - Adobe Photoshop
  2. ილუსტრატორი - Adobe Illustrator CS6/CC
  3. ინდიზაინი - Adobe InDesign CS6 /CC
  4. ქორელი - Corel DRAW X6/ X
  5. ვიდეომონტაჟი და გახმოვანება - Adobe Premiere Pro CS6/CC.
მიმდინარეობს მსმენელთა რეგისტრაცია!

გაითვალისწინეთ: "ინტელექტ ცენტრი" 15 წლის სასწავლო ცენტრია!
ჩვენი კურსდამთავრებულები არიან, როგორც ფიზიკური პირები, ისე ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციის კადრები!

კურსებს უძღვებიან პროფესიონალი გრაფიკოს-დიზაინერები, Adobe-ს სერთიფიცირებული ტრენერები!

გთავაზობთ ზემოთ აღნიშნული სასწავლო პროგრამების მოკლე აღწერას:

1. ფოტოშოპი - Adobe Photoshop CS6/CC:

სასწავლო კურსის მიზანია მსმენელმა შეისწავლოს რასტრული (Adobe Photoshop) გრაფიკული რედაქტორის მუშაობის პრინციპები: ობიექტების შექმნა, დამუშავება, ტექსტთან მუშაობა, მისი სტილიზაციის მეთოდები, გამოსახულების დამუშავების პრინციპები: აღდგენა, კორექცია, დეფექტებისა, ცდომილებების მოშორება, კონტრასტების და ტონირების რედაქტირება, გრაფიკული რედაქტორების ძირითადი ელემენტების: შრეების, არხების, ნიღბების, ფილტრების დანიშნულება და მათი მუშაობის პრინციპები.

კურსდამთავრებული შეძლებს: ბუკლეტების, ფლაერების, პლაკატების, სავიზიტო ბარათების, სხვა პოლიგრაფიული ნამუშევრების დიზაინის შემუშავებასა და ბეჭდვისათვის მომზადებას რასტრული (Adobe Photoshop) გრაფიკული რედაქტორის საშუალებით.

კურსის ხანგრძლივობა 12 ლექცია. ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ
ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1 სთ. ჯგუფში:1.30წთ.
კურსის ღირებულება: ინდივიდუალურად: 250 ლარი.
2 - 3 კაციან ჯგუფში: 220 ლარი - ერთი მსმენელისთვის.
თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად!

2. ილუსტრატორი - Adobe Illustrator CS6/CC
  • პროგრამა Adobe Illustrator-ის ინტერფეისის გაცნობა:
  1. ინსტრუმენტების მთავარი პანელის და მენიუს ზოლის განხილვა,
  2. დოკუმენტის შექმნა და შენახვა. Artboards-თან მუშაობა,
  • ვექტორული ობიექტების შექმნა:
  1. ობიექტების შრეებთან მუშაობა. შრეების შეერთება,
  2. ობიექტის ტრანსფორმირება.
  • სამუშაო ინსტრუმენტები და მათი პარამეტრები:
  1. Eraser, Scissors, Knife, Rectangle, Pen Tool (კალამი),
  2. Line Segment, Brush (ფუნჯი), Blob Brush.
  • ობიექტებზე ოპერირება Pathfinder პალიტრის განხილვა, ფიგურების განთავსება, Align პალიტრის განხილვა.
  • ტექსტთან მუშაობა. კონტურების პარამეტრები,
  • ფიგურების გადადინება Blend Tool,
  • ფორმების ცვლილება Reshape ინსტრუმენტით,
  • გრადიენტის, ნიღბების და ეფექტების გამოყენება.
  • 3D ფიგურების შექმნა (Revolve).
  • სიმბოლოების ბიბლიოთეკა და მათი დამატება.
  • ფერთა რეჟიმები CMYK და RGB.
  • დოკუმენტის ექსპორტირება Adobe Photoshop-ში და InDesign-ში.
  • ფაილის დასაბეჭდად მომზადება.
  • დოკუმენტის შენახვა .PDF და .EPS ფორმატში.
კურსის ხანგრძლივობა 12 ლექცია. ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ
ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1 სთ. ჯგუფში:1.30წთ.
კურსის ღირებულება: ინდივიდუალურად: 300 ლარი.
2-3 კაციან ჯგუფში: 270 ლარი - ერთი მსმენელისთვის.
თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად!

3. ინდიზაინი - Adobe InDesign CS6 /CC

კურსის შინაარსი:
  • ინდიზაინის შესავალი სახე;
  • ახალი დოკუმენტის შექმნა;
  • პუბლიკაციის მაკეტის ორგანიზება;
  • სიმბოლოების და აბზაცების ფორმატირება;
  • ტექსტთან მუშაობის რეჟიმები;
  • სტანდარტული ფიგურების და კონტურის შექმნა;
  • ობიექტების და ტექსტის განლაგება და მათი ტრანსფორმაციის რეჟიმები;
  • გრაფიკული ფაილების ფორმატები;
  • გვერდი ოსტატი (Master);
  • ეფექტები;
  • სტილებთან მუშაობა;
  • ცხრილების შექმნა;
  • დაკავშირებული ფაილები;
  • მრავალგვერდიანი პუბლიკაციების ელემენტები;
  • ფერის გამოსახულების მართვა;
  • დოკუმენტის დასაბეჭდად მომზადება.
კურსის ხანგრძლივობა 12 ლექცია. ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ
ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1 სთ. ჯგუფში:1.30წთ.
კურსის ღირებულება: ინდივიდუალურად: 300 ლარი.
2-3 კაციან ჯგუფში: 270 ლარი - ერთი მსმენელისთვის.
თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად!

4. ქორელი - Corel DRAW X6/ X7

სასწავლო კუსის მიზანია მსმენელები სრულყოფილად დაეუფლონ ვექტორულ ობიექტებთან მუშაობის სპეციფიკას, შეძლონ ობიექტების შექმნა, ტრანსფორმირება და დამუშავება, ტექსტთან მუშაობა და მისი სტილიზაციის მეთოდები; გრაფიკული რედაქტორების ძირითადი ელემენტების: შრეების, არხების, ნიღბებისა და ფილტრების დანიშნულება და მათი მუშაობის პრინციპები; ბუკლეტების, ფლაერების, პლაკატების, სარეკლამო ბანერების, სავიზიტო ბარათების, სხვა პოლიგრაფიული ნამუშევრების დიზაინის შემუშავება და ბეჭდვისათვის მომზადება.

კურსის ხანგრძლივობა; 12 ლექცია. ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ
ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1 სთ. ჯგუფში:1.30წთ.
კურსის ღირებულება: ინდივიდუალურად 250 ლარი.
2-3 კაციან ჯგუფში: 220 ლარი - ერთი მსმენელისთვის
თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად!

5. Adobe Premiere Pro CS6/CC (ვიდეო მონტაჟი და გახმოვანება)

კურსდამთავრებული შეძლებს Adobe Premiere Pro პროგრამის გამოყენებით: ციფრული ტექნოლოგიებით გადაღებული ვიდეო-მასალის მონტაჟი, გადაბმები, არჩეული კადრების რედაქტირება,  ეფექტებით ფილტრაცია, აუდიო ბილიკების რეგულირება, ტონალობების ზედაპირული შესწორება, გასუფთავება, ხმისა, გამოსახულების სინქრონიზაცია; გახმოვანება და მხატვრული  გაფორმება ეფექტების გამოყენებით.

კურსის ხანგრძლივობა 12 ლექცია. ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ
ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1 სთ. ჯგუფში:1.30წთ.
სწავლის ღირებულება: ინდივიდუალურად 300 ლარი.
2-3 კაციან ჯგუფში 270 ლარი - ერთი მსმენელისთვის.
თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად!

შესაძლებელია გაიაროთ საათობრივი კონსულტაციები. ერთი კონსულტაციის ღირებულება ინდივიდუალურად - 25 ლარი.

აღნიშნული ტრენინგ-კურსების დასრულების შემდეგ ჩატარდება გამოცდა და გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) შესაბამისი დონის სერთიფიკატი!

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გავუწევთ რეკომენდაციას დამსაქმებელთან!
“ინტელექტ ცენტრი” აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქართულ, თუ უცხოურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. შესაბამისად, ინტელექტ ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციებისგან სტაჟიორის ან კადრის მოთხოვნისთანავე მოხდება ჩვენი კურსდამთავრებულების მონაცემების გაგზავნა.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები