GE
სადოქტორო პროგრამები ფინანსებსა და ეკონომიკაში
2015  წლის 16  ნოემბრიდან 16 დეკემბრამდე ცხადდება დოქტორანტთა მიღება უმაღლესი აკადემიური განათლების მესამე საფეხურის შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე: "ფინანსები" და "ეკონომიკა"

დოქტორანტურაში მიღება განხორციელდება ქუთაისის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულების შესაბამისად.

სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მინიმალური მოთხოვნებია: მაგისტრის ხარისხი ან მასთან გათანაბრებული ერთსაფეხურიანი სწავლების დიპლომი ეკონომიკაში/ბიზნესის ადმინისტრირებაში. პროგრამაზე შემოსვლა შეუძლიათ, ასევე, შესაბამისი უმაღლესი განათლების არმქონე სპეციალისტებს, რომელთათვისაც სავალდებულოა მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხი და არანაკლებ 2-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ეკონომიკის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური, გერმანული  ან ფრანგული  ენების B2 დონეზე ცოდნა (B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე კონკურსანტები თავისუფლდებიან უცხო ენაში მისაღები გამოცდისაგან).

სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი, რომელსაც უნდა ერთვოდეს:
  • განაცხადის ფორმა
  • განმცხადების ავტიბიოგრაფია (CV)
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ასლი;
  • სამხედრო მიწერის მოწმობა (ვაჟებისათვის);
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დედანი და სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (განსხვავებული სპეციალობის პრეტენტდენტებისათვის ეკონომიკის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით 2-წლიანი პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ამონაწერი შრომის წიგნაკიდან;
  • სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე მეცნიერ-სპეციალისტის სარეკომენდაციო წერილი;
  • სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შრომები, კონფერენციებში მონაწილეობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • განმცხადებლის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ იგი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4;
  • ერთი სამეცნიერო პუბლიკაცია, გამოქვეყნებული იმ ეროვნულ რეფერირებად ჟურნალებში, რომელთა ჩამონათვალს ცნობს ქუთაისის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
გამოცდა უცხო ენაში ტარდება წერითი, ხოლო სპეციალობაში - ზეპირი ან წერითი ფორმით. კონკურსანტის შეფასება ხდება 100-ქულიანი სისტემით. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი: უცხო ენაში - 51  ქულა, სპეციალობაში - 60 ქულა.

დოქტორანტურაში მისაღები გამოცდა უცხო ენაში  ჩატარდება 2015  წლის 21 დეკემბერს, ხოლო სპეციალობაში 25 დეკემბერს.
 
საგამოცდო საკითხები და ტესტების ნიმუშები იხილეთ აქ
 
 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები