GE
კომუნიკაციის ფსიქოლოგიის უფასო ექსპრესკურსი
„ინოვაციური ტრენინგ ცენტრი I T C“ გთავაზობთ კომუნიკაციის ფსიქოლოგიის უფასო ექსპრეს ტრენინგ-კურსს.
 
ინოვაციური ტრენინგ ცენტრი „I T C“-სთან არსებული ფონდი განახლებული პროგრამით აგრძელებს სწავლის დაფინანსებას!     
 
მიმდინარე დაფინანსების პროგრამით მსმენელს დაუფინასდება ტრენინ-კურსის სწავლის საფასური 240 ლარი და გადაიხდის მხოლოდ ტრენინგ-კურსზე რეგისტრაციის საფასურს, რომელიც შეადგენს 35 ლარს.
 
რეგისტრაცია მიმდინარეობს 13 მაისამდე.
 
კურსის ფარგლებში, მსმენელები გაეცნობიან კომუნიკაციის ფსიქოლოგიის საფუძვლებს და მის მნიშვნელობას, როგორც პირადი განწყობის განსაზღვრისათვის, ასევე მის ეფექტურ გამოყენებას მაქსიმალური შედეგის მისაღწევად
 
კურსის თემებია:
  1. შესავალი კომუნიკაციის ფსიქოლოგიაში;
  2. ვერბალური კომუნიკაცია;
  3. პარტნიორზე ორიენტირებული ურთიერთობები
  4. აქტიური მოსმენა; მოსმენის შეცდომები და მათი თავიდან აცილება;
  5. ბარიერები კომუნიკაცის პროცესში;
  6. "თქვენ” და "მე" – შეტყობინებების შემადგენელი ელემენტები;
  7. ასერტიული, აგრესიული და პასიური ქცევა;
  8. შეკითხვის დასმის ტექნიკა;
  9. უკუკავშირის მიცემის და მიღების წესები;
  10. არავერბალური კომუნიკაცია;
  11. კონფლიქტის არსი და მნიშვნელობა;
  12. კონფლიქტის ესკალაციის (გამწვავების) მოდელები;
  13. სუბიექტური რეალობა;
  14. კონფლიქტის წყაროები და ტიპები;
  15. ქცევის სტრატეგიები კონფლიქტურ სიტუაციებში;
  16. კონფლიქტის ალტერნატიული გადაწყვეტის ძირითადი პრინციპები.
კურსი მოიცავს 6 სალექციო საათს.
 
კურსის გავლის შემდეგ, მსმენელებს ექნებათ სრული წარმოდგენა კომუნიკაციაზე, როგორც პროცესსზე. მიღებული ცოდნა მათ განუვითარებს საკუთარი თავის რწმენის და კრიტიკული შეფასების უნარს და გახდის მათ ქმედებებს შედეგზე ორიენტირებულს.
 
კურსი საინტერესოა უპირველესად მათთვის, ვისთვისაც პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელია კომუნიკაციური უნარ-ჩვევების ფლობა და აგრეთვე ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ კომუნიკაციის უნარების განვითარება და დახვეწა.
 
სურვილის მიხედვით ვინც თანახმა იქნება  კურსის ბოლოს გავა გამოცდაზე და აიღებს სერთიფიკატს. გაიცემა ორ-ენოვანი ლიცენზირებული სერთიფიკატი გამოცდის საფუძველზე.(გამოცდაზე გასვლა და სერთიფიკატის აღება ფასიანია, ღირებულება 15 ლარი).
 
ტრენინგებს ჩაატარებს ფსიქოლოგი - თეა მუყმანიანი.
 
ტრენინგები ტარდება შაბათ-კვირას
 
იჩქარეთ! რაოდენობა შეზღუდულია!
ასაკი შეუზღუდავია!  
 
კურსზე მოხვდებიან მხოლოდ ის მსმენელები ვისაც რეგისტრაცია წინასწარ ექნება გავლილი.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
 
რეგისტრაციისთვის უნდა  შეავსოთ ელექტრონულად განაცხადი და სარეგისტრაციო თანხის ანგარიშსწორება უნდა მოახდინოთ საბანკო ანგარიშზე: ს.ს. „თიბისი ბანკი“ , ა/ა GE 50TB7841336080100003, მიმღები შპს „ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი“. ან შეგიძლიათ განცხადის შევსების შემდგომ მობრძანდეთ ტრენინგ ცენტრში, სალაროში გაატაროთ თქვენი მონაცემები და ადგილზე გადაიხადოთ სარეგისტრაციო თანხა. ტრეინიგ ცენტრში რეგისტრაცია შესაძლებელია კვირის გარდა-ყოველდღე 13.00-დან 19.00-საათამდე.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები