GE
კიბერუსაფრთხოება და ინტერნეტ-სამართალი - სასერტიფიკატო პროგრამა
ღირებულება: 800 ლარი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი აცხადებს მიღებას ორი მოდულისგან შემდგად სასერტიფიკატო პროგრამაზე ,,კიბერუსაფრთხოება და ინტერნეტ-სამართალი”. მსმენელს შეუძლია აირჩიოს რომელიმე ერთი მოდული ან გაიაროს ორივე მოდული.
 
მიზანი
კურსის მიზანია თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა კიბერუსაფრთხოებისა და ინტერნეტ სივრცეში არსებული სამართლებრივი რეგულაციების შესახებ. კურსი ორიენტირებულია ინტერნეტ სივრცეში არსებული ისეთი ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებაზე, რომელიც გაუადვილებს დაინტერესებულ პირს ვირტუალურ გარემოში მუშაობას.
 
სამიზნე ჯგუფი
კურსის სამიზნე ჯგუფს შეადგენს დარგის სპეციალისტები, იურისტები, ჟურნალისტები, სოციალური მედიის, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერები და ყველა დაინტერესებული პირი, რომლებსაც სურთ ამ მიმართულებით შეიძინონ ახალი ცოდნა.
 
შედეგი
კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელი მიიღებს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის, სტრატეგიის და მნიშვნელობის შესახებ. ასევე მიიღებს რეკომენდაციებს კიბერსივრცეში არსებული საფრთხეებისა და რისკების თაობაზე ონლაინ მუშაობის დროს.
 
კურსის ფორმატი
კურსის ფარგლებში ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ და ორივე მოდულის ხანგრძლივობაა ექვსი კვირა. კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელები ჩააბარებენ გამოცდას წერითი ან ზეპირი ფორმით, არჩეული მოდულის შესაბამისად.
 
კიბერუსაფრთხოების მოდული
  • შესავალი, კიბერსივრცე და კიბერუსაფრთხოება - მთავარი მოთამაშეები;
  • კიბერუსაფრთხოების თანამედროვე სტრატეგია;
  • კიბერსივრცეში არსებული საფრთხეები, მათი სახეობები და მათ წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები;
  • კიბერსივრცეში არსებული გამოწვევები;
  • ინტერნეტის გამოყენებისას არსებული რისკების სახეობები;
  • მობილური მოწყობილობების უსაფრთხოება;
  • უსაფრთხო ბრაუზინგი და სოციალური ინჟინერია.
ინტერნეტ სამართლის მოდული
  • ინტერნეტთან დაკავშირებული დავების ტერიტორიული განსჯადობა;
  • დავის გადაწყვეტის დროს გამოყენებული სამართალი;
  • ინტერნეტის სამართლებრივი რეგულირების მეთოდები;
  • საავტორო უფლებების დაცვა ინტერნეტში (P2P ქსელები, ტორენტი, პროვაიდერების პასუხისმგებლობა);
  • ვირტუალური ქონების სამართლებრივი მოწესრიგება;
  • დომენური სახელების რეგულირება;
  • ინფორმაციის შეგროვების და გამოყენების საკითხები ინტერნეტში;
  • სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ინტერნეტში;
  • პირადი ინფორმაციის დაცვა ინტერნეტში;
  • ელექტრონული კომერცია (ელექტრონული დოკუმენტები, ელექტრონული ხელმოწერები).
სასერტიფიკატო კურსის ლექტორები:
  • ლევან ნანობაშვილი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი, კითხულობს ლექციებს ინტელექტუალური საკუთრების სამართალში და მედია სამართალში. ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტის დოქტორანტი. მოპოვებული აქვს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი.
  • ვლადიმერ სვანაძე - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა დოქტორანტი. საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრი. ააიპ "ინტერნეტის განვითარების ინიციატივის" გამგეობის თავჯდომარე. თავდაცვის სამინისტროს "სსიპ - კიბერუსაფრთხოების ბიუროს ყოფილი კონსულტანტი.
ტექნიკური აღწერილობა:
სწავლის ხანგრძლივობა: 6 კვირა
კურსის მოცულობა:  30 საათი
პროგრამის ღირებულება: სრული პროგრამის ღირებულებაა 800 ლარი (საჯარო მოხელეებისათვის და ადვოკატებისათვის 600 ლარი). ერთი მოდულის ღირებულებაა 500 ლარი (საჯარო მოხელეებისათვის და ადვოკატებისათვის 300 ლარი).

საბოლოო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ინგლისურენოვანი სერტიფიკატი. მხოლოდ ერთი მოდულის გავლის შემთხვევვაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
 
მისაღები პროცედურები:
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწმობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე (khatia.gogilashvili@gipa.ge) და შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.
 
საბუთების მიღება წარმოებს 2016 წლის 7 მარტამდე. სწავლა დაიწყება 2016 წლის 15 მარტს.
საბუთების მიღების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
 
შერჩევის კრიტერიუმები:
  1. მოტივაცია 
  2. სამუშაო გამოცდილება
საბანკო რეკვიზიტები:
საბანკო კოდი (მფო) – 220101850N
მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშსწორების ანგარიში – GE84TB1100000110700419 / GEL
 
პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:
  1. GIPA - ს კურსდამთავრებულთათვის - 20%
  2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში - 10%
  3. სტუდენტებისათვის - 10%
  4. მრავალშვილიანი ოჯახებისთვის (3 და მეტი შვილი) - 10%
საკონტაქტო პირი: ხატია გოგილაშვილი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108
ელ-ფოსტა: khatia.gogilashvili@gipa.ge
მობ: +995 595 797 252
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები