GE
ტრენინგი მენეჯერულ აღრიცხვაში
ღირებულება: 490 ლარი
კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB) და კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი (CUTC) გთავაზობთ ტრენინგს ,,მენეჯერული აღრიცხვა”.
 
პროგრამა დაეხმარება მსმენელებს გაიღრმავონ ცოდნა ფინანსების მართვის მიმართულებით. ხელს შეუწყობს მათ კარიერულ და პროფესიულ განვითარებაში, რაც გულისხმობს ამ სფეროსთვის აუცილებელი ცოდნის მიღებას. 
 
კურსის მიზანი:
მენეჯერული აღრიცხვა არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც აძლიერებს კომპანიის შესაძლებლობებს მიიღოს სწორი და ფინანსურად გამართლებული გადაწყვეტილებები. ეს კურსი მიმოიხილავს მეთოდებს, რომელიც ზომავს და აანალიზებს ხარჯებს, პროდუქტების მომგებიანობას და სხვა ისეთ საკითხებს, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მომგებიანობის გაზრდას. მენეჯერული აღრიცხვის მთავარი მიზანია მიაწოდოს სასარგებლო ფინანსური ინფორმაცია შიდა მომხმარებლებს, რომ გააუმჯობესონ მენეჯერული გადაწყვეტილების მიღების პროცესი და მისი კონტროლი.


ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (CSB) და ტრენინგ ცენტრის (CUTC) ერთობლივ სერთიფიკატს.

თემატიკა
  • მენეჯერული აღრიცხვის არსი და მიზანი;
  • დანახარჯების ტიპები და ქცევა;
  • მასალის ხარჯები;
  • შრომითი დანახარჯები;
  • ზედნადები ხარჯები;
  • დანახარჯები-მოცულობა-მოგების (CVP) ანალიზი;
  • რელევანტური დანახარჯები;
  • ბიუჯეტირება;
  • გადახრების ანალიზი.
ტრენერი: გიორგი ბიგანიშვილი

ტრენინგის განრიგი:
პროგრამის ხანგრძლივობა: 3 კვირა
დაწყების თარიღი: 3 დეკემბერი
ჩატარების დრო: 19:00-22:00
 
საბანკო რეკვიზიტები:
სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია"
ბანკის კოდი: UGEBGE22
ა/ა  GE21VT6600000121203608
ს/კ  205050567
საფასურის გადახდა უნდა მოხდეს მოდულის დაწყებამდე მაქსიმუმ 3 კალენდარული დღით ადრე.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
მერი ხვიჩია
ტრენინგცენტრის მენეჯერი
მობ.: 577 33 37 05
ტელ.: (+995 32) 237 77 77
e-mail: mkhvichia@cu.edu.ge
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები