GE
გაყიდვების, ბიზნესისა და ფინანსების კურსები
მრავალპროფილიანი სასწავლო ცენტრი - "ინტელექტ ცენტრი" აცხადებს მსმენელთა მიღებას ტრენინგ-კურსებზე:
  1. ბიზნეს ადმინისტრირება
  2. ფინანსური მენეჯმენტი
  3. Service + ეფექტური კომუნიკაცია და ლიდერული უნარ-ჩვევები
  4. ეფექტური გაყიდვები -  SPIN  მეთოდი
  5. მერჩენდაიზინგი
სასწავლო პროგრამების მოკლე აღწერა:
 
1. ბიზნეს ადმინისტრირება

კურსს უძღვება: გიორგი ჭავჭავაძე - ფინანსისტი, მენეჯმენტის სპეციალისტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა გაეროს პროგრამის FAO ფინანსების ექსპერტად, იბერია ბიზნეს ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორად. საერთო ჯამში 25 წლიანი გამოცდილებით ბიზნესის სფეროში. ასევე აქვს ლექტორად მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება. კითხულობდა  სხვადასხვა დროს ლექციებს GIPA-ში, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში!

პროგრამის მიზანს წარმოადგენს ინტერაქტიული ლექციებით მსმენელს მივცეთ ცოდნა, განუვითაროთ მენეჯერული უნარები დაპოტენციალი, რომლითაც განახორციელებენ საკუთარი ან სხვისი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმატებულად მართვას. მიიღონ პრაქტიკულ ცოცხალი ბიზნესის მაგალითების და სხვადასხვა სიტუაციური ამოცანების განხილვაზე დაფუძნებული ცოდნა, დაგროვილი გამოცდილების მათთვის გაზიარებით. გაანალიზონ სხვადასხვა მოქმედ ბიზნესში, როგორც მიღწეული წარმატებების, ასევე, დაშვებული შეცდომების გამომწვევი ფაქტორები, ჩაწვდნენ მენეჯერის ამოცანებს, გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და შეძლოთ პრაქტიკაში მისი რეალიზება.
 
პროგრამის სტრუქტურა: პროგრამა შედგება სამი ეტაპისგან
  1. ეტაპი - ინტერაქტიული ლექცია - პრაქტიკული მეცადინეობები
  2. ეტაპი - ბიზნეს გეგმის მომზადება
  3. ეტაპი - ბიზნეს გეგმის დაცვა
პროგრამის თემატიკა:
I. ეტაპი - ინტერაქტიული ლექცია - პრაქტიკული მეცადინეობები.
  • მენეჯმენტის არსი და თანამედროვე მიდგომები, მართვის პრინციპები და ამოცანები, მიზანი და მიზნის განსაზღვრა, სტრატეგიული და ოპერატიული გეგმის შემუშავება, ორგანიზაციული მოწყობის ფორმები, კომპანიის განვითარების სტადიები, კოორდინაცია - როგორც პროცესების, ასევე, ადამიანების, ფუნქციური მოვალეობები და დანიშნულებები, მოტივაცია - სულიერი ენერგიის მართვა, მოტივატორები და მათი მოდელირება, კადრები - დანიშვნის ამოცანა, კადრების შერჩევა, საკვალიფიკაციო მატრიცა, კადრების განვითარება, კონტროლი - თვითკონტროლი, ურთიერთკონტროლი, სისტემური კონტროლი, ინდიკატორები, სტრატეგიული რუკები - მატერიალური და არამატერიალური აქტივების ურთიერთმოქმედების გავლენა გრძელვადიან ფასეულობებზე.
  • ორგანიზაციაში მენეჯერული აღრიცხვა, საფინანსო გეგმა, შემოსავლებისა და დანახარჯების სტრუქტურა, წაუგებლობის წერტილი, ნაღდი ფულის მოძრაობის უწყისი, მოგება-ზარალის უწყისი, აქტივებისა და ვალდებულებების ბალანსი, რენტაბელობის განსაზღვრა, ფინანსური ანალიზი, მისი გავლენა და მათი გამოყენება მენეჯერული გადაწყვეტილებებისას, ანგარიშსწორების ფორმები, საბანკო პროდუქტები და მათი შერჩევა, საერთაშორისო ურთიერთობებისას ვალუტის შერჩევის თავისებურებანი და რისკებისგან დაზღვევა.
II. ეტაპი - ბიზნეს გეგმის მომზადება
კურსდამთავრებულები დამოუკიდებლად იწყებენ მუშაობას კონკრეტულ (ან ვირტუალური) კომპანიისათვის ბიზნეს გეგმის შედგენაზე. მუშაობის
მსვლელობისას, მსმენელებს, საჭიროების შემთხევაში, ინდივიდუალურად ჩაუტარდებათ ერთი დამატებითი კონსულტაცია.
III. ეტაპი - ბიზნეს გეგმის დაცვა
კურსდამთავრებული წარმოგვიდგენს და დაგვისაბუთებს ბიზნეს გეგმაში მოცემულ თითოეულ პუნქტს და შესაბამისად, პროგრამის ხელმძღვანელის და ადმინისტრაციის შეფასების საფუძველზე, გაიცემა მისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

გრძელვადიანი კურსის ხანგრძლივობა: 22 - 2 საათიანი ლექცია, კვირაში 3-ჯერ
კურსის ღირებულება ჯგუფში: 825 ლარი (ერთი მსმენელისთვის)
ექსპრეს კურსის ხანგრძლივობა 16 – 2bსაათიანი ლექცია,  კვირაში 3-ჯერ
კურსის ღირებულება ჯგუფში: 600 ლარი (ერთი მსმენელისთვის)
თანხის გადახდა შესაძლებელია 2 ეტაპად!

2. ფინანსური მენეჯმენტი

კურსს უძღვება: გიორგი ჭავჭავაძე

პროგრამა განკუთვნილია: ფინანსური მართვის საკითხებით დაინტერესებულ პირებისთვის, მოქმედი მენეჯერებისთვის, ფინანსისტებისა და მთავარი ბუღალტრებისთვის.
 
პროგრამის მიზანი: მსმენელები უნდა გაერკვნენ ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის ძირითად პრინციპებსა და ელემენტებში, განასხვავონ და გაანალიზონ საბალანსო ანგარიშგება, მოგება-ზარალის ანგარიშგება, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება, ბიუჯეტი.
შეეძლოთ კავშირების დანახვა საბალანსო ანგარიშგებას, მოგება ზარალის ანგარიშგებასა და ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებას შორის.
მსმენელებმა შეძლონ ფიქსირებული და ცვლადი ხარჯების იდენტიფიცირება. ნულოვანი მოგების ანალიზის ჩატარება, თვითღირებულების დადგენა, ფულის დროში ღირებულების დადგენა, კონტრიბუციული ფორმატის მოგება-ზარალის ანგარიშის შედგენა.
 
სასწავლო კურსის ფორმატი:
  • ინტერაქტიული ლექცია - პრაქტიკული - ინდივიდუალური, გუნდური მუშაობა
  • ქეისი (სიტუაციის ანალიზი) - გუნდური მუშაობა
  • დავალება - ინდივიდუალური მუშაობა
  • გამოცდა - გუნდური პრეზენტაცია
სასწავლო კურსის შინაარსი:
  • ფინანსური ტერმინების განმარტებანი
  • საქმიანობის დაწყებისას საჭირო ფინანსური გათვლები, მოთხოვნა ინვესტიციებზე
  • წაუგებლობის წერტილის გამოთვლა
  • თვითღირებულების გამოთვლა და მისი ანალიზი
  • ფასწარმოქმნა
  • ნაღდი ფულის მოძრაობის უწყისი
  • რენტაბელობის განსაზღვრა
  • მოგება-ზარალის ანგარიში
  • ფინანსური ბალანსი
  • შემოსავლებისა და დანახარჯების სტრუქტურა,
  • დისკონტირება, მომგებიანობის შინაგანი ნორმა, მომგებიანობის ინდექსი
  • ფინანსური ანალიზი, მისი გავლენა და მათი გამოყენება მენეჯერული გადაწყვეტილებებისას
შეფასება:
  • პრაქტიკული - 30%
  • პრეზენტაცია გამოცდა - 70%
  • საბოლოო შეფასება - 100%
  • სწავლის შედეგები:
კურსის გავლის შემდგომ მსმენელმა უნდა შეძლოს:
  • ძირითადი ფინანსური ანგარიშგების მომზადება და ანალიზი
  • BEEP და CVP ანალიზის განხორციელება
  • კონტრიბუციული ფორმატის მოგება-ზარალის ანგარიშის გაკეთება
ტრენინგის ხანგრძლივობა: 12 – 1.30 წთ. ლექცია კვირაში 3 -ჯერ
კურსის ღირებულება: 450 ლარი ჯგუფში ერთი მსმენელისთვის

3. Service + ეფექტური კომუნიკაცია და ლიდერული უნარ-ჩვევები

ტრეინინგი ტარდება პენსილვანიის უნივერსიტეტის (Penn State University) მეთოდით ქართულ და ინგლისურ ენებზე!
ტრენერი: ბიძინა ქუმსიაშვილი - პენსილვანიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ეფექტური კომუნიკაციის მოწვეული ლექტორი ამავე უნივერსიტეტში 2013-2014 წლებში, “Fitch Learning”-ის სერტიფიცირებული ტრენერი, ეფექტური კომუნიკაციის, ლიდერობისა და გუნდური მუშაობის, კონფლიქტების მართვისა და მენეჯმენტის მიმართულებებში. ამჟამად “თიბისი” ბანკის, ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი!
ტრენინგის მსვლელობისას განხილული იქნება ქეისები, რაც დაეხმარება მსმენელს განივითაროს გუნდური პრინციპების უნარები, დაეუფლოს გუნდის ეფექტური მართვის მეთოდებს, შეძლებს შეუფერხებელ კომუნიკაციას, როგორც გუნდის შიგნით ასევე მის გარეთ.

ვისთვის არის კურსი განკუთვნილი:
  • ყველა ხელმძღვანელი პირისათვის, ვისაც სურს გააუმჯობესოს ადამიანების ხარისხი და ჩართულობა სამუშაოს შესრულების პროცესში;
  • ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს ადამიანების კომუნიკაციასთან დაკავშირებული სიტუაციური მართვის საკითხები;
  • ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში, როგორი ეფექტური სისტემაც არ უნდა არსებობდეს, ადამიანების პროდუქტიულობის ამაღლების წინაპირობას წარმოადგენს პერსონალის მოტივაცია, სწავლება, ეფექტური კომუნიკაცია და მათი სიტუაციური მართვა.
ტრეინინგის თემატიკა:
  • პირველი შთაბეჭდილება; მისი მნიშვნელობა და მიწოდების ეფექტური გზები
  • იდეის წარმოდგენის ეფექტური გზები
  • პრეზენტაციის წარმოების მეთოდები
  • ინფორმაციის მიწოდების სხვადასხვა სახეები
  • მენეჯმენტთან ეფექტური კომუნიკაცია
  • განსხვავება გუნდსა და ჯგუფს შორის, გუნდის ორგანიზაციული განვითარების ეტაპები
  • გუნდის ეფექტური კომუნიკაციის მეთოდები
  • ლიდერის სახეები, სტრუქტურული განსხვავება და როლი საზოგადოებაში
  • ეფექტური ლიდერის კომუნიკაციის სახეები
  • მენეჯმენტის დანიშნულება და განვითარების ეტაპები
  • ეფექტური მენეჯმენტი
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა
  • კონფლიქტების მართვა და მოლაპარაკების ხელოვნება
ტრეინინგი სხანგრძლივობა: 12 საათი, 6 – 2 საათიანი ლექცია კვირაში 3-ჯერ
ღირებულება: 250 ლარი ჯგუფში ერთი მსმენელისთვის

4. ეფექტური გაყიდვები -  SPIN  მეთოდი

ტრენერი: ვახტანგ ხომიზური - ფინანსების, ბრენდინგის და გაყიდვების მართვის ექსპერტ–ანალიტიკოსი, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი, ლონდონის ცენტრალურ ბანკთან არსებული ”ქვეყნების ცენტრალური ბანკების სასწავლოცენტრის” დოქტორი და საქ. ბანკების ასოციაციის მთავარი კონსულტანტი!!!

გაყიდვების  SPIN - მეთოდი წარმოადგენს გაყიდვების უნივერსალურ მოდელს;
ეფექტურია სხვადასხვა დარგებში. (თანაბრად ეფექტურია მომსახურეობის და ნებისმიერი პროდუქტის გაყიდვებში). აპრობირებულია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. წამყვანი კომპანიების 80% წარმატებით იყენებს SPIN - Salling მეთოდს. ამასთან ერთად: გამოიყენება მხოლოდ პერსონალურ მსხვილ გაყიდვებში.
Spin - მეთოდის გამოყენებისათვის საჭიროა პროფესიონალიზმი.
 
ტრეინინგ-კურსის პროგრამაში შედის:
  • სიტუაციური მაგალითები და ქეისები;
  • გაყიდვების რთული სიტუაციების განხილვა;
  • წამყვანი კომპანიების გაყიდვების პრაქტიკული მაგალითები;
  • მომხმარებელთა ქცევის და გადაწყვეტილებების მიღების პრინციპები;
  • სატელეფონო კომუნიკაციის წესები და მეთოდები;
  • პირდაპირი გაყიდვების SPIN - მეთოდის შინაარსი და სპეციფიკა;
  • მოთხოვნილების დადგენა და შეკითხვების დასმის ძირითადი პრინციპები;
  • შეხვედრების დაგეგმარების პრინციპი;
  • შეხვედრის წარმართვის 4 სტადია და დასმული ამოცანების შესრულება;
  • მიღებული ინფორმაციის ანალიზი და სწორი დასკვნების გაკეთება;
  • სარგებლიანობის გაყიდვის პრინციპი;
  • წინაამღდეგობების დაძლევის "აი–კი–დო" –სმეთოდები;
  • გარიგების დადების პრინციპი;
კურსის პროგრამა  - 12 საათი: 6 – 2 საათიანი ლექცია კვირაში 3-ჯერ
ტრენინგ-კურსის ღირებულება: 250 ლარი ერთი მსმენელისთვის ჯგუფში.

4. მერჩენდაიზინგი
ტრენერი: ვახტანგ ხომიზური

ტრეინინგის პროგრამა:
  • მერჩენდაიზინგის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები;
  • მომხმარებლის ქცევის ფსიქოლოგია;
  • მოთხოვნის და გაყიდვების  „ელასტიურობის“ მაჩვენებელი;
  • პროდუქციის პოზიციონირება და განლაგების წესები;
  • ტიპიური შეცდომები მერჩენდაიზინგში;
  • მერჩენდაიზინგის ინფორმატიულობის მეთოდები და საშუალებები;
  • „პლანოგრამის“  ძირითადი წესები;
  • ასორტიმენტის პოლიტიკის გატარების პრაქტიკა;
  • სავაჭრო ობიექტის დაგეგმარების სპეციფიკა;
  • სასარგებლო ფართის გაანგარიშების წესი;
  • სავაჭრო სივრცეების ეფექტიანობის მაჩვენებლები;
  • ასორტიმენტის კონცენტრაციის დონის დადგენა;
  • მერჩენდაიზინგში გაწეული დანახარჯების ეფექტიანობა;
  • Paretto - ს მეთოდი და მოთხოვნილების დადგენა;
  • გაყიდვების სტიმულირების მექანიზმები;
  • სასაქონლო მარაგების მართვის მეთოდები;
  • დისტრიბუტორი – სავაჭრო ობიექტის მენეჯერი > ურთიერთობის სპეციფიკა;
  • Merchandising – Book - ს შედგენის მეთოდი;
 
პროდუქციის რეალიზაციის გაზრდა – მინიმუმ  35%–ით ერთ თვეში!
საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე  –  მერჩენდაიზინგის პრინციპების დაცვით, გაყიდვების მოცულობა იზრდება 20%-დან  – 100%-მდე
 
მერჩენდაიზინგის პროგრამით განხორციელებული პროექტები:
“თელიანი – ტრეიდინგი”
სუპერმარკეტებისქსელი “S markets”
მააღაზიათაქსელი  “ელკანი”
სუპერმარკეტებისქსელი “Smart”
ტრენინგის მოცულობა: 12 საათი, 6 – 2 საათიანი ლექცია კვირაში 3-ჯერ
ღირებულება: 250 ლარი ჯგუფში ერთი მსმენელისთვის

აღნიშნული ტრენინგ-კურსების დასრულების შემდეგ ჩატარდება ტესტირება და გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) შესაბამისი დონის სერთიფიკატი!

გაითვალისწინეთ! ტრენინგ-კურსების ჩატარება შესაძლებელია როგორც ჩვენ სასწავლო ცენტრში, ისე ქალაქ გარეთ (ლისის ტბასთან) სასტუმრო-რანჩოს სატრენინგო აუდიტორიაში!
ხანგრძლივი და დამღლელი ტრენინგების შემდეგ მსმენელებს შეუძლიათ რანჩოს ეზოსა და მის მახლობლად მდებარე ტყეში როგორც ფეხით, ისე ცხენით გაისეირნონ. გარდა ამისა, მათ ასევე ვთავაზობთ სხვადასხვა სახის გართობას და დასვენებას: პოკერი, ბილიარდი, საღამოს ”ბარბიქიუ” კარაოკე და ცეცხლოვანი ლათინო-ამერიკული ცეკვები ”მაესტორო მორისთან”ერთად. ამავე დროს შესაძლებელია”მაესტრო მორისმა” მსურველებს მცირე მასტერკლასი ჩაუტაროს და სპეციალური კონკურსი მოაწყოს.
 
გამარჯვებულ მონაწილეებს კი ელით სიურპრიზი!

ისწავლეთ  გამორჩეულ სასწავლო ცენტრში და დაისვენეთ რანჩოს ზღაპრულ გარემოში!

გახსოვდეთ, დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება!

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები