GE
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა
ღირებულება: 2250 ლარი
პროგრამის მიზანია საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტების მომზადება, რომელთა დასაქმებას, როგორც სოციალური მეცნიერებების ფართო, ისე საერთაშორისო ურთიერთობების ვიწრო პროფილით უზრუნველყოფს მათი ცოდნა, პრაქტიკული უნარები და ზოგადი კომპეტენციები.
 
მისანიჭებელი ხარისხი: საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი
პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი გიზო ჭელიძე
 
პროგრამა ორიენტირებულია:
  • მისცეს  სტუდენტს კომპლექსური თეორიული ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში; 
  • განუვითაროს ანალიტიკური აზროვნება, საერთაშორისო თუ საშინაო პროცესების, მსოფლიო, რეგიონული თუ საშინაო პოლიტიკური მოვლენების შეფასებისა და ანალიზის უნარი;
  • გამოუმუშავოს  პრაქტიკული უნარ-ჩვევები და წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის. 
კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს სხვადასხვა სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციაში, დიპლომატიურ სამსახურში და ნებისმიერი ორგანიზაციის სტრუქტურულ ერთეულში, რომელსაც ესაჭიროება სოციალური მეცნიერებების ან/და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. მაგალითად, ეს ორგანიზაციებია: სამინისტროები და სხვა საჯარო სამსახურები, საელჩოები და საკონსულო სამსახურები, სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებები და სხვ. 
 
პროგრამის ხანგრძლივობა და სწავლების ენა:
  • 4 წელი;
  • 240 ECTS კრედიტი;
  • ქართული
- უახლესი დასავლური სტანდარტებსა და ცვალებადი საერთაშორისო შრომითი ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით შემუშავებული სასწავლო პროგრამა, მაღალკვალიფიციური პროფესურა, ცნობილი მეცნიერები და პრაქტიკოსი სპეციალისტები;
 
- ორმაგი ხარისხის მიღების შესაძლებლობა ქ. რიგის, ბალტიის საერთაშორისო აკადემიასთან საუნივერსიტო სტიპენდიის გამოყენებით
 
- გაცვლითი პროგრამები, ზამთრის და ზაფხულის სკოლები ლონდონის, პრაღის, ლოძის, რიგის,  კონსტანტას და სხვა უნივერსიტეტებთან მინიმალური დანახარჯებით;
 
- სტაჟირება და დასაქმების ხელშეწყობა უნივერსიტეტის პარტნიორ ორგანიზაციებში, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორში;
 
- ,,ჯინო ფერედაისის" სტიპენდია თვეში 100 ლარის  ოდენობით მაღალრეიტინგული  სტუდენტებისთვის;
 
ყოველივე ზემოაღნიშნული ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო  პროგრამას გამორჩეულსა და განსხვავებულს ხდის და თითოეული სტუდენტის წარმატების გარანტია.
 
სწავლების საფასური და დამატებითი ინფორმაცია:
  • 2250 ლარი (ერთი წელი);
  • მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 60
დეტალური ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ  ბმულზე 
 
პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, ნებისმიერი მეოთხე საგნის გათვალისწინებით, გარდა ხელოვნებისა.
 
მიიღე ხარისხიანი განათლება და არ გადაიხადო ზედმეტი!
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთვსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები