GE
გაცვლითი პროგრამები აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის თითოეულ სტუდენტს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა საუნივერსიტეტო სტიპენდიითა და ექსკლუზიური პირობებით მიიღოს მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში, საზაფხულო და ზამთრის სკოლებში დიდი ბრიტანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებში.
 
მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს ორმაგი ხარისხის მიღების შესაძლებლობა ევროპული აკრედიტაციის მქონე უნივერსიტეტთან - ქ. რიგის. ,,ბალტიის საერთაშორისო აკადემიასთან“  სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით.
 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტებია:
  • ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლა
  • ლონდონის კომერციის სკოლა
  • პრაღის ფინანსებისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტი
  • ლოძის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
  • ავსტრია ,ლინცის განათლების უნივერსიტეტი
  • ტურიბას უნივერსიტეტი
  • რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი
  • ბალტიის საერთაშორისო აკადემია (რიგა)
  • კონსტანტას უნივერსიტეტი 
2015-2016 სასწავლო წლიდან უნივერსიტეტი ბალტიის საერთაშორისო აკადემიასთან ერთად იწყება ერთობლივი სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების განხორციელება, რაც აღმოსავლეთ ევროპის უნვიერსიტეტის სტუდენტებს მისცემს უნიკალურ შანსს ერთდროულად მოიპოვონ ქართული და ევროპული აკადემიური ხარისხი და ორი დიპლომი. 
 
თითოეულ სტუდენტს საუნივერსიტეტო სტიპენდიით შეუძლია გაემგზავროს სასწავლებლად ერთი სემესტრით ან ერთი წლით. უნივერსიტეტში დაბრუნების შემდეგ მოხდება საზღვარგარეთ მიღებული თითოეული კრედიტის აღიარება. 
 
საზაფხულო და ზამთრის სკოლები უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შეთავაზებულია საუკეთესო პირობებით და თითოეულ მათგანს დამატებით შანსს აძლევს გაიღრმავოს ცოდნა და მიიღოს გამოცდილება მისთვის საინტერესო მიმართულებით.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები