GE
განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
ღირებულება: 3000 ლარი
სამაგისტრო პროგრამა: განათლების კვლევები და ადმინისტრირება/ Educational Research andAdministration.
 
გახდი განათლების მეცნიერებების მაგისტრი და გამოიყენე შანსი დასაქმდე წარმატებით!
 
ათი საუკეთესო რეიტინგის მქონე  სტუდენტი მიიღებს 10%–იან საუნივერსიტეტო დაფინანსებას! სამი საუკეთესო მაგისტრანტი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საუნივერსიტეტო დაფინანსებით მიემგზავრება ქ. ლინცის (ავსტრია) უნივსერსიტეტში!

პროგრამის ხელმძღვანელები: პროფესორი ნინო სოზაშვილი, პროფესორი ირმა ბარბაქაძე
 
სალექციო კურსებს უძღვებიან აღიარებული ქართველი განათლების ექსპერტები და უცხოელი მოწვეული სპეციალისტები - ლინცის უნივერსიტეტის პროფესორი იან ბოემი და კენტუკის უნივერსიტეტის პროფესორი ტაირონ ბინოე.
 
განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მიზანია მისცეს სტუდენტს ღრმა და სისტემური თეორიული ცოდნა განათლების კვლევების/განათლების ადმინისტრირების მიმართულებით, მოამზადოს სტუდენტი წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის განათლების მეცნიერებების ფართო პროფილით, დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად და კვლევების საწარმოებლად.
 
პროგრამის უპირატესობები:
  • უახლესი სტანდარტების გათვალისწინებით შედგენილი სასწავლო პროგრამა, გამორჩეული სასწავლო გარემო, უცხოელი და ქართველი პროფესორები, განათლების ექსპერტები, პროფესიონალებთან ნეთვორქინგ
  • საუნივერსიტო სტიპენდია და გაცვლითი პროგრამა ლინცის უნივერსიტეტთან (ავსტრია).
  • დამსაქმებელ პარტნიორ კომპანიებში მიღებული პრატიკული ცოდნა და სურვილის შემთხვევაში კონკრეტული დასაქმების პერსპექტივა აღნიშნულ პროგრამას გამორჩეულსა და განსხვავებულს ხდის.
პროგრამის ხანგრძლივობა და სწავლების ენა:
  •  2 წელი;
  • 120 ECTS კრედიტი;
  • ქართული და ინგლისური
სწავლების საფასური და დამატებითი ინფორმაცია: 
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი - A
  • მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 50
  • 3000 ლარი (ერთი წელი) სწავლის საფასური
  • საუნივერსიტეტო სტიპენდია ვრცელდება ორივე სასწავლო წელზე
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა - სამაგისტრო საუნივერსიტეტო გამოცდები - ტესტირება ინგლისურ ენაში/გასაუბრება სპეციალობაში
 
წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ელექტრონული რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები