GE
სამართლის სამაგისტრო პროგრამა
ღირებულება: 2500 ლარი
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის აკადემიური ხარისხის მიღება სისტემური ცოდნის საფუზველზე, რომელსაც რეალურად გამოიყენებთ.

10 საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტი მიიღებს 10%-იან საუნივერსიტეტო დაფინანსებას!

პროგრამის ხელმძღვანელი: ზურაბ ძლიერიშვილი
პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი
 
თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შედგენილი სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა, იურიდიულ სფეროში აღიარებული კვალიფიციური აკადემიური პერსონალი, პროფესიონალებთან ნეთვორქინგი და დასაქმების რეალური პერსპექტივა (EEU-ს პარტნიორი დაწესებულებები), მესამე სემესტრიდან (ერთი სემესტრი) რიგის უნივერსიტეტში სწავლისა და ორმაგი ხარისხის მიღების უნიკალური შესაძლებლობა (ევროპული აკრედიტაციის მქონე), სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი სისტემა და დასაქმებული სტუდენტების ხელშეწყობა - ეს მხოლოდ ნაწილია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის უპირატესობების.
 
პროგრამის მიზანია სტუდენტს შესძინოს ცოდნა: კერძო, საჯარო ან სისხლის სამართლისა და შედარებითი სამართალმცოდნეობის სფეროში, ასევე ეროვნული და უცხოური სამართლის სისტემების ძირითადი თავისებურებების, სამართლის თეორიების, ინსტიტუტებ, მატერიალური და პროცესუალური სამართლის ნორმების, ზოგადსამართლებრივი პრინციპების, ფასეულობებისა და ღირებულებების შესახებ.
 
სწავლების საფასური და დამატებითი ინფორმაცია:
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი - C;
  • მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 140;
  • 2500  ლარი (ერთი წელი) სწავლის საფასური
  • საუნივერსიტეტო სტიპენდია ვრცელდება ორივე სასწავლო წელზე
  • მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის მაგისტრი /Master of Law.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა სამაგისტრო საუნივერსიტეტო გამოცდები - ტესტირება ინგლისურ/გერმანულ ენასა და გასაუბრება სპეციალობაში 
 
წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ელექტრონული რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები