GE
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი - პროფესიული პროგრამა
ღირებულება: 1500 ლარი
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი - პირველი პროფესიული პროგრამა საქართველოში
 
პროგრამის შესახებ:
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი გთავაზობთ ინოვაციურ, პროფესიულ სასერტიფიკატო პროგრამას ადამიანური რესურსების მართვაში.
 
პროგრამის მიზანი არის მონაწილეებს ჩამოუყალიბდეთ ფართო ხედვა HR როლისა და ფუნქციის შესახებ, დააკავშირონ HR ბიზნესთან, ხელი შეუწყონ კომპანიაში მიმდინარე ცვლილებებს და პროცესების ოპტიმიზაციას, შეიმუშაონ და განავითარონ კონკრეტული ბიზნესის საჭიროებაზე მორგებული სისტემები, პროცესები და სამოქმედო გეგმა.
კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები განივითარებენ შემდეგ კომპეტენციებს: კომპანიაში კადრის საჭიროების დადგენა, თანამშრომელთა შერჩევა, არსებული კადრის პროფესიული და კარიერული ზრდის ხელშეწყობა, საჭიროებაზე მიმართული კვლევების ჩატარება და მათზე დაყრდნობით სამოქმედო გეგმების შემუშავება, კომპენსაციებისა და ბენეფიტების სისტემის შემუშავება/დახვეწა.
 
კურსის მანძილზე მიღებული პრაქტიკული ცონდის და უნარების გამოყენებით მონაწილეები შეძლებენ რეალური წვლილი შეიტანონ ბიზნესის წარმატებაში.
სწავლება ინტერაქტიულია და ითვალისწინებს აქტიურ ჩართულობას. მონაწილეებს საშუალება ექნებათ დადგეგმონ და გაანალიზონ რეალური HR პროექტები, თითოეული ბლოკის შემდეგ წარმოადგენენ კონკრეტულ პროექტებს/პრეზენტაციებს, ხოლო კურსის დასასრულს - იმუშავებენ შემაჯამებელ პროექტზე. კურსი ასევე მოიცავს სხვადასხვა ორგანიზაციების HR ხელმძღვანელების მასტერკლასებს.
 
კურსი განკუთვნილია:
  • ადამიანური რესურსების მართვის სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისათვის, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა და უნარები ამ მიმართულებით;
  • იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, საკუთარი კარიერა დაუკავშირონ ადამიანური რესურსების მართვის სფეროს.
სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ადამიანური რესურსების მენეჯერის სერტიფიკატი (Human Resources Manager).
 
პროგრამის აღწერილობა:
  1. ორგანიზაციისა და არმ-ს (ადამიანური რესურსების მართვა) როლი
    ორგანიზაციის განვითარების ისტორია და არმ როლი;
    ორგანიზაციული სტრუქტურები;
    არმ ძირითადი მიმართულებები;
    დასაქმების ბაზრის მიმოხილვა საქართველოში
    კანონმდებლობით გამყარებული დასაქმებულთა უფლებები
  2. რეკრუტმენტი
    თანამშრომლების შერჩევის სტრატეგია
    ეფექტური რეკრუტმენტის დანიშნულება ორგანიზაციაში;
    რეკრუტმენტის ეტაპები და მეთოდები;
    გასაუბრების ჩატარების ტიპები და სტრატეგიები
    სამუშაოს აღწერილობა (ჯობ დისკრიფშენი)
    ახალი თანამშრომლის სოციალიზაციის პროცესი
  3. პროფესიული განვითარება
    პროფესიული და კარიერული განვითარების სისტემის მნიშვნელოვნება და მოდელები;
    ტრენინგების საჭიროების ანალიზი;
    პოზიციების კატეგორიზაცია და მათზე მორგებული პროფესიული განვითარების
    კონცეფციის შემუშავება: ტრენინგი, სწავლება, მონიტორინგი და ინდივიდუალური განვითარების გეგმა
    კარიერული ზრდის ეტაპები და განვითარების გეგმის შემუშავების გზები;
    თანამშრომელთა შეფასების სისტემები (Performance Appraisal)
    გზა კონფლიქტიდან თანამშრომლობამდე
    თანამშრომლობის დასასრული
  4. კომპენსაციები და ბენეფიტები
    კომპენსაციებისა და ბენეფიტების სისტემის დანიშნულება კომპანიებში
    კ/ბ მოქმედი მოდელები და მათი ანალიზი;
    სფეროზე მორგებული კ/ბ სისტემა;
    პერსონალისთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა და მათი აღიარება
    წახალისება და დაჯილდოება
    ხელფასების მატების პრინციპები;
    ბონუსების სისტემა - მოდელები.
  5. HR კვლევები
    კვლევის მეთოდოლოგია;
    თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევა და მისი დანიშნულება;
    გუნდის ეფექტურობის კვლევა;
    კვლევის მონაცემების კავშირი სტრატეგიულ გეგმასთან.
ტექნიკური აღწერილობა:
სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე, ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ, საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე. შაბათობით დღის განმავლობაში.
კურსის მოცულობა: 150 საათი
 
მისაღები პროცედურები:
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე (t.kapanadze@gipa.ge) და შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა 
 
საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2016 წლის 8 თებერვალი. სწავლა დაიწყება 15 თებერვლიდან.
საბუთების მიღების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
 
შერჩევის კრიტერიუმები:
  1. მოტივაცია
  2. კომუნიკაციის უნარი
  3. სამუშაო გამოცდილება
პროგრამის განმახორციელებლები:
  • მაცაცო პაპავა - აქვს ადამიანური რესურესების მართვის სფეროში 14  წლიანი გამოცდილება  სხვადასხვა მმართველ პოზიციებზე. განხორციელებული აქვს მასშტაბური პროექტები HR ბიზნეს სტრატეგიების,  თანამშრომელთა განვითარების სისტემების შემუშავებისა და დანერგვის კუთხით.
    ძირითადი მიმართულებები - ბიზნეს პროცესების აუდიტი, შიდა ორგანიზაციული კვლევები, თანამშრომელთა შერჩევა,  ტრენინგები და პროფესიული განვითარება. 10 + წლის მანძილზე წამყვანი ტრენერ-კონსულტანტთა პროექტების მართვის, ზოგადი მენეჯმენტის და ეფექტური მომსახურების  მიმართულებით.
  • ნანა თვალაბეიშვილი - აქვს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში 12  წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებში. უძღვებოდა მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავდა კომპანიის შიდა ორგანიზაციული გარემოს შესწავლას, ბენეფიტებისა და კომპენსაციის სისტემების შემუშავებას და დანერგვას.
    ძირითადი მიმართულებები - ბენეფიტებისა და კომპენსაციის სისტემები, შიდა ორგანიზაციული კვლევები, ტრენინგები და პროფესიული განვითარება
    10 + წლის მანძილზე საქმიანობს როგორც წამყვანი ტრენერ-კონსულტანტი პროექტების მართვის, ზოგადი მენეჯმენტის და ეფექტური მომსახურების  მიმართულებით.
  • ნინო ბაქარაშვილი - ადამიანური რესურესების მართვის სფეროში 15 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა მმართველ პოზიციებზე. განხორციელებული აქვს მასშტაბური პროექტები HR ბიზნეს სტრატეგიების,  თანამშრომელთა განვითარების სისტემების შემუშავებისა და დანერგვის კუთხით.
    ძირითადი მიმართულებები - ადამიანური რესურსების მართვა, კადრების შერჩევა,  პროცესების მართვა, შეფასების სისტემები, კომპენსაციები და ბენეფიტები. 
საბანკო რეკვიზიტები:
საბანკო კოდი (მფო) – 220101850N
მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშსწორების ანგარიში – GE84TB1100000110700419 / GEL
 
პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:
  1. GIPA - ს კურსდამთავრებულთათვის - 20%
  2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში - 10%
  3. სტუდენტებისათვის - 10% 
ლექტორები
მაცაცო  პაპავა - აქვს ადამიანური რესურესების მართვის სფეროში14 წლიანი გამოცდილება  სხვადასხვა მმართველ პოზიციებზე. განხორციელებული აქვს მასშტაბური პროექტები HR ბიზნეს სტრატეგიების,  თანამშრომელთა განვითარების სისტემების შემუშავებისა და დანერგვის კუთხით.
ძირითადი მიმართულებები - ბიზნეს პროცესების აუდიტი, შიდა ორგანიზაციული კვლევები, თანამშრომელთა შერჩევა,  ტრენინგები და პროფესიული განვითარება.
10+ წლის მანძილზე წამყვანი ტრენერ-კონსულტანტია პროექტების მართვის, ზოგადი მენეჯმენტის და ეფექტური მომსახურების  მიმართულებით.
 
ნანა თვალაბეიშვილი - აქვს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში12წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებში. უძღვებოდა მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავდა კომპანიის შიდა ორგანიზაციული გარემოს შესწავლას, ბენეფიტებისა და კომპენსაციის სისტემების შემუშავებას და დანერგვას.
ძირითადი მიმართულებები - ბენეფიტებისა და კომპენსაციის სისტემები, შიდა ორგანიზაციული კვლევები, ტრენინგები და პროფესიული განვითარება
10+ წლის მანძილზე საქმიანობს როგორც წამყვანი ტრენერ-კონსულტანტი პროექტების მართვის, ზოგადი მენეჯმენტის და ეფექტური მომსახურების  მიმართულებით.

ნინო ბაქარაშვილი - ადამიანური რესურესების მართვის სფეროში 15 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა მმართველ პოზიციებზე. განხორციელებული აქვს მასშტაბური პროექტები HR ბიზნეს სტრატეგიების,  თანამშრომელთა განვითარების სისტემების შემუშავებისა და დანერგვის კუთხით.
ძირითადი მიმართულებები - ადამიანური რესურსების მართვა, კადრების შერჩევა,  პროცესების მართვა, შეფასების სისტემები, კომპენსაციები და ბენეფიტები.  
 
საკონტაქტო პირები:
თორნიკე კაპანაძე
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7, თბილისი, 0105
ტელ: (995 32) 2 49 75 00
ელ-ფოსტა:  t.kapanadze@gipa.ge
მობ: +995 599 629 777
 
ჟანა ანთია
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7, თბილისი, 0105
ტელ: (995 32) 2 49 75 00
ელ-ფოსტა:  zh.antia@gipa.ge
მობ: +995 595 59 23 01
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები