GE
ზოგადი ინგლისურის მოსამზადებელი კურსი
„ოქსფორდის აკადემია“ აცხადებს მსმენელთა მიღებას ზოგადი მოსამზადებელ კურსებზე.
 
კურსი საშუალებას მისცემს მსმენელებს დაეუფლონ უცხო ენას აკადემიურ დონეზე, რაც გულისხმობს:
  • გრამატიკის საფუძვლიან შესწავლას და მის საუბარში გამოყენებას;
  • სმენის უნარების განვითარებას ინგლისურ ენაზე;
  • ინგლისურად აზროვნებას და თავისუფალ მეტყველებას;
  • ინგლისურენოვანი თემების და წერილების წერას;
  • უცხო ტექსტების კითხვასა და მისი შინაარსის სრულყოფილად გაგებას;
სწავლების მეთოდი:
  • სწავლება მიმდინარეობს OXFORD-ის პროგრამებით, როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად;
  • სწავლების მეთოდი ითვალისწინებს ხუთი მნიშვნელოვანი პუნქტის კომპლექსურ შესწავლას: გრამატიკას, საუბარს, აუდიო სწავლებას, წერისა და კითხვის უნარების გაუმჯობესებას.
კვირაში ერთი დღე გაკვეთილს (საუბრის ნაწილს) უძღვება უცხოელი სპეციალისტი!
 
კურსის აღწერა:
სწავლება მიმდინარეობს საფეხურების მიხედვით, სულ 7 საფეხური:
  1. Starter                                   2 თვე
  2. Basic                                     2 თვე
  3. Elementary (A1)                    3 თვე
  4. Pre-Intermediate (A2)            4 თვე
  5. Intermediate (B1)                   4 თვე
  6. Upper-Intermediate (B2)         4 თვე
  7. Advanced (C1)                      4 თვე
(აქ მოცემულია კურსის ხანგრძლივობის მაქსიმალური ვადები)
  • მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში: 3-8 მსმენელი;
სწავლის ღირებულება:
I –II საფეხურები - თვეში 100 ლარი
III-VII საფეხურები - თვეში 120 ლარი                                     
 
P.S. სტუდენტებისთვის მოქმედებს სპეციალური 20%-ანი  ფასდაკლება.
.
კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა საერთაშორისო სტანდარტების ორენოვანი სერთიფიკატი.
 
სწავლების გრაფიკი:
კვირაში 3-ჯერ
გაკვეთილის ხანგრძლივობა 1-1,30 სთ
 
დღეები: ორშ. ოთხშ. პარ. ან ხუთშ. შაბათი
საათები: 10:00-დან 20:00 საათის ჩათვლით შეგიძლიათ ნებისმიერი დროის არჩევა.
 
კურსზე რეგისრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები