GE
ACCA - ბუღალტერთა და მთავარ ბუღალტერთა სერტიფიცირების პროგრამები
ბაფი პროფესიულ სერტიფიცირებასა და პროფესიონალი ბუღალტრის სტატუსის მინიჭებას ახორციელებს 1998 წლიდან. ლოკალურ სასერტიფიკაციო პროგრამას, რომლითაც ბაფმა პროფესიული სერტიფიცირება დაიწყო, 2000 წლის ბოლოდან ჩაენაცვლა ACCA-ის საერთაშორისო (ACCA- სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაცია) პროგრამა, რომელიც ადაპტირებულ იქნა ქართულ ენაზე.

ACCA-ის პროგრამა იმისთვისაა გამიზნული, რომ:
  • დაეუფლონ იმ პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევებს და საფინანსო საკითხების ცოდნას, რომელიც პროფესიონალ ფინანსისტებს ესაჭიროებათ წარმატებული კარიერის მისაღწევად ნებისმიერ სფეროში;
  • მიიღონ ისეთი კვალიფიკაცია, რომელიც შეესაბამება ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილ ბუღალტრული აღრიცხვის განათლების საერთაშორისო სტანდარტებს;
  • განსაკუთრებით გაახვილებენ ყურადღებას პროფესიულ ფასეულობებსა და ეთიკაზე.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია:
  • ნებისმიერი პროფილით უმაღლესი განათლების მქონე პირს;
  • ნებისმიერი პროფილის პრეტენდენტს, მეორე კურსის მეორე სემესტრიდან;
  • სერტიფიცირების პროგრამაში ჩართული პრეტენდენტი ემზადება დამოუკიდებლად ან/და პბი-ში (ბაფის მიერ სწავლის წარმმართველად დანიშნულია პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი (შემდგომში „პბი“);
  • დამოუკიდებლად, სასწავლო პროცესში მონაწილეობის გარეშე გამოცდებისათვის მომზადების უფლება აქვთ მხოლოდ ეკონომიკური პროფილით უმაღლესი განათლების მქონე პირებს (დანარჩენი პრეტენდენტები გამოცდებისათვის ემზადებიან პბი-ში);
  • სერტიფიცირების გამოცდები ტარდება წელიწადში ორჯერ იანვარსა და ივლისში;
  • სერტიფიცირების ასაკი და დრო შეზღუდული არ არის;
  • სერტიფიცირებისათვის გამოცდა ბარდება პროგრამით გათვალისწინებულ 14 წიგნში;
  • სერტიფიცირების პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია ყოველი წლის თებერვალსა და სექტემბერში, რისთვისაც განცხადებების მიღება იწყება ორი თვით ადრე;
  • პრეტენდენტები უზრუნველყოფილნი არიან ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნებით;
  • პრეტენდენტებზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
პროგრამის სტატუსი და ეტაპები
პრეტენდენტს ენიჭება:
  • I ეტაპის სერტიფიკატი - I ეტაპის 3 წიგნის ჩაბარების შემდეგ;
  • II ეტაპის სერტიფიკატი - II ეტაპის 6 წიგნის ჩაბარების შემდეგ;
(ჯამში I + II ეტაპის  9 წიგნი. შესაბამისად  ვინც ბაფის ნამდვილი წევრი გახდება და ექნება 2 წლის პროფილით მუშაობის სტაჟი, ასევე მიიღებს მთავარი ბუღალტრის სტატუსის სერტიფიკატს);
  • პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიკატი - 14 წიგნის ჩაბარების შემდეგ და იმავდროულად,  პრეტენდენტს, რომელსაც ექნება 3 წლის პროფილით მუშაობის სტაჟი.
კურსი მოიცავს სტაჟირებას.
 
საერთაშორისო აღიარება
სერტიფიცირების პროგრამის თითოეული ეტაპის სერტიფიკატების საფუძველზე და ასევე 14 წიგნის ჩაბარების შედეგად, პროფესიონალ ბუღალტრად აღიარებისა და  სერტიფიკატის საფუძველზე, ACCA–ის საერთაშორისო პროგრამაში (ინგლისურენოვანი) მიიღებთ 9  წიგნის ჩათვლას.
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
 
სერტიფიცირებული მთავარი ბუღალტრის პროგრამა ეფუძნება ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) განათლების სტანდარტებს და საგანმანათლებლო რეკომენდაციებს. მისი მიზანია დასაქმებული ბუღალტრების კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული დახელოვნება. ბაფი მთავარი ბუღალტრის საკვალიფიკაციო პროგრამით სერტიფიცირებას ახორციელებს 2001 წლიდან და შედეგად მიიღო საქართველოს კერძო სამართლის საწარმოებში დასაქმებული კვალიფიციური მთავარი ბუღალტრები.
 
პროგრამაში ჩართვის უფლება აქვს პირს, რომელსაც აქვს:
  1. უმაღლესი ეკონომიკური განათლება და პროფილით (ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის,ფინანსური მენეჯმენტის, საინვესტიციო ანალიზის და საგადასახადო კონტროლის სფერო)მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება;
  2. ნებისმიერი პროფილის უმაღლესი განათლება;
  3. ნებისმიერი პროფილის პროფესიული განათლების V საფეხურის კვალი­ფი­კა­ციის ან იდენტური კვალიფიკაციის დიპლომი;
  4. საშუალო, ტექნიკური ეკონომიკური განათლება და პროფილით მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება;
  5. უმაღლესი არაეკონომიკური განათლება, გავლილი აქვს ბუღალტრულ აღრიცხვაში გადამზადების კურსები და გააჩნია პროფილით პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ ხუთი წლისგამოცდილება.
  6. უფლება - სასწავლო პროცესში მონაწილეობის გარეშე ჩააბაროს გამოცდა;
პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა პროგრამაში ჩართვაზე ბაფში განაცხადი უნდა გააკეთოს არაუგვიანეს 15 სექტემბრისა და/ან 15 თებერვლის პერიოდამდე. ამ თარიღების შემდეგ ათდღიან ვადაში ინიშნება ღია კარის დღე, რომელზე დასწრება სავალდებულოა.
 
რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტები
მთავარი ბუღალტრის სერტიფიცირების  პროგ­რა­მაში ჩართვის მსურველი ბაფში პრეტენდენტად და პბი-ში სტუდენტად რეგისტრაციისათვის ავსებს განცხადებას დაანკეტას, რომელსაც უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
  • ბაფში გაწევრიანება;
  • პირადი განცხადება;
  • განათლების დამადასტურებელი საბუთის (დიპლომი) ასლი (1-ცალი);
  • შრომითი სტაჟის დამადასტურებელი საბუთი (შრომის წიგნაკის ამონაწერი, ან ცნობა);
  • საგამოცდო გადასახადელის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი (3*4).
სერტიფიცირების სრული საფასური
  • ასოცირებული წევრის 12-თვის საწევრო გადასახდელი 12 ლარი; .
  • ლიტერატურისა და სერტიფიცირების საფასური – 460 ლარი
გამოცდა
  1. მთავარი ბუღალტრის საკვალიფიკაციო სერტიფიკატის მოსაპოვებლად პრეტენდენტებისათვის გამოცდები ჩატარდება წელიწადში ორჯერ-ივნისსა და დეკემბერში.
  2. გამოცდა ტესტირების სახით ყველა საგანში ერთად ბარდება (გარდა კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამების გამოყენებისა).
  3. გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ის პრეტენდენტი, რომელიც გამოავლენს კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამების გამოყენების უნარს 1-3 დღით ადრე ჩატარებულ გამოცდაზე
  4. გამოცდა ტარდება ტესტებისა და ამოცანების გამოყენებით, რომლებიც სრული კონფიდენციალობის პირობებში მზადდება ყოველი გამოცდისათვის და პრეტენდენტისათვის ცნობილი ხდება გამოცდის დაწყების მომენტში.
  5. საგამოცდო პროგრამა, შედეგების შეფასების ზოგადი პრინციპი და გამსვლელი ქულა პრეტენდენტს წინასწარ განემარტება.
  6. გამოცდაზე დასაშვებია მხოლოდ კომისიის მიერ ნებადართული დამხმარე მასალების გამოყენება, დაუშვებელია სხვა პრეტენდენტთან ინფორმაციის სიტყვიერი ან სხვა ფორმით აზრთა გაცვლა. აღნიშნული წესების დამრღვევი პრეტენდენტი იხსნება გამოცდიდან და მიიჩნევა, რომ გამოცდა ვერ ჩააბარა.
  7. გამოცდის ბოლოს ყველა პრეტენდენტის ნამუშევარი ბარდება კომისიას, რომელიც 2 დღის ვადაში ნამუშევრებს გასასწორებლად გადასცემს ამ მიზნით შერჩეულ პირებს.
  8. პრეტენდენტის ნამუშევარი უნდა გასწორდეს და შედეგები წარედგენოს პროფესიული განათლების კომიტეტს გამოცდების დღიდან 5 დღის ვადაში.
  9. პრეტენდენტის პროფესიული განათლების დონე მოწმდება სერტიფიცირების გამოცდით.
გამოცდებისათვის მომზადება
  • გამოცდების ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს ბაფის პროფესილი განათლების კომიტეტი, მოწვეული დამკვირვებლებისა და ნაშრომების შემფასებელი პირების მონაწილეობით.
  • ბაფის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტები (პირები) ადგენენ საგამოცდო ტესტებს.
  • პროგრამაში ჩართული პრეტენდენტი ბაფის გამოცდებისათვის ემზადება ბაფისაგან დამოუკიდებლად.
  • დამოუკიდებელი პრეტენდენტი გამოცდებისათვის ემზადება პბი-ში და ასევე უფლება აქვს, სასწავლო პროცესში მონაწილეობის გარეშე, ჩააბაროს გამოცდა;
  • გამოცდებისათვის მოსამზადებლად პრეტენდენტები უზრუნველყოფილნი არიან სასწავლო ლიტერატურით.
  • საგამოცდო პერიოდში პრეტენდენტებს უტარდებათ წინა საგამოცდო კონსულტაციები.
  • პირველ ცდაზე წარუმატებლობის შემთხვევაში (ჩაჭ­რის შემ­თხვე­ვა­ში), პრეტენდენტს შე­უძ­ლია გამოცდაზე დამატებით ერთხელ გასვლა, საზღაურის გარეშე, ხოლო ყოველ შემდგომ გასვლაზე იხდის გამოცდის საფასურს;
  • უარყოფითი შედეგის დროს პრეტენდენტს უფლება აქვს გააპროტესტოს (ნახოს) ნაშრომი და სა­გა­მოც­დო კო­მი­სი­ი­სა­გან მო­ით­ხო­ვოს ნაშ­რო­მის ანა­ლი­ზი.
კურსის ბოლოს გაიცემა სახელმწიფო დიპლომი
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები