GE
ეფექტიანი საჯარო გამოსვლები - ორდღიანი ტრენინგი
ღირებულება: 450 ლარი
ვისთვის არის პროგრამა?
 
2-დღიანი ინტენსიური ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც საჯარო გამოსვლა არის საქმიანობის განუყოფელი ნაწილი და წარმატებული კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი. ტრენინგი დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც განუცდიათ ან განიცდიან დისკომფორტს საჯარო გამოსვლების დროს, მიკრო თუ მაკრო გარემოში, კოლეგების, თანამშრომლების, პარტნიორების, კლიენტების, ხელმძღვანელების წინაშე და სურთ აიმაღლონ კომპეტენცია და მოტივაცია.
  • ტრენერებისთვის;
  • ხელმძღვანელებისთვის და პირველი პირებისთვის;
  • მედიის წარმომადგენლებისთვის;
  • საჯარო მოხელეებისთვის;
  • საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეებისთვის;
  • ბიზნესმენებისთვის;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის დამწყები და მოქმედი სპეციალისტებისთვის.
რა გელით ტრენინგზე?
 
ტრენინგი „ეფექტიანი საჯარო გამოსვლები“ მოიცავს თეორიულ მასალებს და პრაქტიკულ მაგალითებსა თუ სავარჯიშოებს საჯარო გამოსვლების ხელოვნებაში. ტრენინგის დროს, პრაქტიკული რეკომენდაციების პარალელურად, გამოვიყენებთ ქოუჩინგის გარკვეულ ტექნიკებს, რაც მოგცემთ საშუალებას უკეთ შეიცნოთ საკუთარი თავი და დამოუკიდებლად გააუმჯობესოთ საკუთარი კომუნიკაცია აუდიტორიასთან თუ ცალკეულ ინდივიდთან.
 
როგორ ვასწავლით?
 
40% თეორიული ნაწილი, რომელიც მოიცავს დეტალურ ინფორმაციას და პრაქტიკულ მაგალითებს საჯარო გამოსვლების სპეციფიკისა და მისი ეფექტიანობის შესახებ და 60% პრაქტიკული ნაწილი, რომელიც გულისხმობს ტრენინგის მონაწილეების მიერ ინტენსიურ მუშაობას საკუთარ თავზე, გარკვეული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, არსებულის გაუმჯობესებას, აქამდე განუხორციელებელი პოტენციალის აღმოჩენას. ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი მოიცავს ინდივიდუალურ და გუნდურ მუშაობას და მიღებული შედეგის ანალიზს.
 
პროგრამის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:
  • იყოთ მაქსიმალურად პოზიტიური კომუნიკაციის დროს;
  • სწორად ჩამოაყალიბოთ საჯარო გამოსვლის მიზნები და ამოცანები;
  • ეფექტიანად გაანალიზოთ თქვენი აუდიტორია;
  • მოახდინოთ ინფორმაციის სტრუქტურირება;
  • წარმატებით დაძლიოთ საჯარო გამოსვლების წინ და მის დროს არსებული ღელვა და შფოთვა;
  • იყოთ მაქსიმალურად დამაჯერებელი;
  • ეფექტინად გამოიყენოთ პირადი ზეგავლენისა და ზემოქმედების ფაქტორები - ვერბალური და არავერბალური ენა;
  • გაზარდოთ საკუთარი მოტივაცია და განვითარდეთ როგორც სპიკერი და პიროვნება;
  • ახლებურად შეხედოთ საკუთარ გამოსვლებს და გადააფასოთ საკუთარი პოტენციალი.
  • დაამყაროთ ურთიერთმომგებიანი და სასარგებლო კომუნიკაცია აუდიტორიასთან.
2 დღიანი პროგრამის თემები და დეტალური შინაარსი:
 
20.02.2016
  1. რა არის კომუნიკაცია? (კომუნიკაციის პროცესი, დონეები, ბარიერები)
  2. სტრესორებთან გამკლავება საჯარო გამოსვლის წინ და გამოსვლის დროს.
  3. რა არის კონფლიქტოგენი და რატომ არ უნდა ვიყენებდეთ მას კომუნიკაციის დროს.
  4. წარმატებული პრეზენტაციის ფორმულა.
  5. სპიკერის კომფორტის ზონა და როგორ გავზარდოთ ის.
  6. აუდიტორიის სპეციფიკა, მისი ტიპები და შესაბამისი ანალიზი.
  7. რა სარგებელი და ზიანი შეიძლება მოგვიტანოს შიშმა? საჯარო გამოსვლების დროს შიშის წარმოქმნის მიზეზები და მისი სახეობები.
  8. კონსისტენტური მესიჯის შემუშავება - როგორ ვესაუბროთ აუდიტორიას მისთვის გასაგებ ენაზე.
  9. ინფორმაციის გაცემისა და აღქმის რიგითობის პრინციპი და კომპოზიციის კანონი.
  10. კონტრასტული გამაღიზიანებლების როლი საჯარო გამოსვლების დროს.
  11. საჯარო გამოსვლების წარმატების 10 წინაპირობა.
  12. რა არის ქარიზმა? - ქარიზმატულობის 5 ნიშან-თვისება.
  13. სპიკერის მთავარი მტერი - მონოტონურობა. როგორ დავძლიოთ მონოტონურობა?
  14. სიტყვები და ემოციონალური დატვირთვა.
  15. ყურადღების მიქცევის და შეკავების 3 გზა.
  16. საჯარო გამოსვლის დროს აუდიტორიის ყურადღების კონცეტრირების მარკერები.
  17. აფირმაცია და მისი ეფექტიანი გამოყენება საჯარო გამოსვლის წინ.
  18. სოციალური პანორამა და მისი როლი საჯარო გამოსვლების დროს.
  19. სპიკერის მიერ ყველაზე ხშირად დაშვებული 10 შეცდომა და “გრემის პირამიდა”.
  20. საჯარო გამოსვლების დროს არსებული “ხმაური” და ე.წ. კომუნიკაციის დაბინძურების ტიპები.
21.02.2016
  1. საჯარო გამოსვლის არავერბალური მხარე და საშუალებები.
  2. ინფორმირებისა და დარწმუნების სტადია საჯარო გამოსვლების დროს.
  3. წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცის 5 განმასხვავებელი ნიშანი.
  4. 5P - საჯარო გამოსვლების დროს მოსალოდნელი ხარვეზების პრევენცია.
  5. დარწმუნების 3 ძირითადი ნაწილი.
  6. რიტორიკის 5 წესი.
  7. საჯარო გამოსვლასთან დაკავშირებული მითები და ცრურწმენები.
  8. პაუზების 4 ძირითადი კატეგორია და მათი როლი კომუნიკაციაში და საჯარო გამოსვლების დროს.
  9. ვერბალური დივერსიების იდენტიფიცირება და მათი განეიტრალების ხერხი.
  10. სპიკერის კომპეტენციის ზრდა და კომუნიკაციის გაუმჯობესება.
  11. სპიკერის ტრანსფორმაცია - გზა „აუცილებლობიდან“ – „სურვილამდე“.
  12. ვიზუალიზაციის ძალა - საჯარო გამოსვლის კონსტრუირება.
  13. რა უნდა იცოდეს სპიკერმა საკუთარი ორგანიზმის შესახებ გამოსვლამდე და გამოსვლის დროს?
  14. როგორ გადავლახოთ დაღლილობა გამოსვლის დროს?
  15. სპიკერის ურთიერთობა მედიასთან - ფორმატის დადგენა და კომუნიკაციის გაუმჯობესება.
  16. სპიკერის იერარქიული საფეხურები მედიასთან ურთიერთობაში.
  17. სპიკერის მიერ საარგუმენტაციო ბაზის შემუშავება.
  18. როგორ ვმართოთ პრესსკონფერენცია ეფექტურად და ეფექტიანად? FAQ - ხშირად დასმული და პრობლემატური კითხვების ბაზის შემუშავება სპიკერის მიერ.
  19. რა არის რეფრეიმინგი და როგორ გამოვიყენოთ ის საჯარო გამოსვლების დროს - ინფორმაციის მოდუსის და აქცენტის შეცვლა.
  20. დარწმუნების პირდაპირი და ირიბი მეთოდები.
პროგრამის ტრენერისა და ქოუჩის შესახებ:
გიორგი კალატოზიშვილი - 11 წლიანი სამუშაო გამოცდილება კონსალტინგში და სტრატეგიულ პიარში. 18-წლიანი სამუშაო გამოცდილება მედიაში. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს ქოუჩინგის, სტრატეგიული პიარის, ადვოკაციისა და მედიაციის საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამები. არის ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის (Erickson.edu) სერტიფიცირებული ქოუჩი, The MGI Management Institute-ს და აშშ-ს პიარ ასოციაციის (PRSA) სერტიფიცირებული სპეციალისტი კრიზისული კომუნიკაციების ეფექტიან მართვაში. არის საქართველოში ქოუჩინგის პირველი კომპანია ''გროუინის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
2014-2015 წლებში იყო მარკეტინგული კვლევებისა და საზოგადოებრივი აზრის შესწავლის გლობალური კომპანია ACT-ის ბრენდის განვითარებისა და პიარ სამსახურის უფროსი.
2012-2014 წლებში იყო საქართველოს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი;
2011-2012 წლებში ტელეკომპანია ''დია“-ს დირექტორი.
სხვადასხვა დროს ჩატარებული აქვს ტრენინგები ფონდ ''ღია საზოგადოება - საქართველოს“, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით.
 
პროგრამის თარიღი და ღირებულება:
 
კურსის ხანგრძლივობა: 2 დღე (10:00-18:30 სთ)
სამუშაო ენა - ქართული
თარიღი: 20-21 თებერვალი
ღირებულებაში შედის სერტიფიკატი, თეორიული და პრაქტიკული მასალები, სადილი და 2 ყავის შესვენება
 
მხოლოდ სტუდენტებისთვის მოქმედებს 40%-იანი ფასდაკლება.
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები