GE
მედიცინის ქართული და ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი პროგრამები
ღირებულება: 2250 ლარი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - დიპლომირებული მედიკოსი Medical Doctor
 
მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლების აუცილებელი პირობაა თეორიული და პრაქტიკული სწავლების ინტეგრაცია, კლინიკური უნარ-ჩვევების განვითარება ვირტუალური სიმულაციის ცენტრში (უმცროსკურსელებისთვის) და კლინიკურ გარემოში (უფროსკურსელებისთვის).
 
სწავლების პროცესში მეტად მნიშვნელოვანია სწავლების შემდეგი ფორმების გამოყენება: ინტერაქტიური ლექციები, სემინარები, შუალედური გამოცდები;  კლინიკურ გარემოში სწავლება (bedside teaching);  სიმულატორებისა და მულაჟების გამოყენება; პაციენტისა და ექიმის როლების შესრულება;  ლაბორატორიული სწავლება;  პრეზენტაციები; სამეცნიერო კვლევაში მონაწილეობა;  პრაქტიკული კურსების გავლა კლინიკურ ბაზებში.
 
ამ მიზნით, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს საბაზისო საუნივერსიტეტო სასწავლო ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტიპის ანატომიური მოდელებითა და მულაჟებით; ფიზიოლოგიის სასწავლო–სამეცნიერო ლაბორატორია, რომელშიც სტუდენტები ცხოველებზე ატარებენ ექსპერიმენტებს; ბიოქიმიის ლაბორატორია და სხვა. კლინიკური სასწავლო კურსების კლინიკურ გარემოში სწავლების მიზნით, უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები აქვს გაფორმებული წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან და კლინიკებთან. სამეცნიერო უნარ–ჩვევების გამომუშავების მიზნით პროგრამაში გათვალისწინებულია სამეცნიერო კვლევის მოდული.
  • ქართულენოვან პროგრამაზე სწავლების ენა  ქართული;
    პროგრამის ხანგრძლივობა 6 წელი, 360 ECTS კრედიტი;
    სწავლის წლიური საფასური 2250 ლარი.
     
  • ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლების ენა ინგლისური;
    პროგრამის ხანგრძლივობა 6 წელი, 360 ECTS კრედიტი;
    სწავლის წლიური საფასური  4300 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში
თავიდანვე შემოხაზე 115, ბედნიერი სტუდენტობა.
 
ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული, ინგლისური
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები