GE
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა
ღირებულება: 2500 ლარი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი საერთაშორისო ურთიერთობებში Bachelor of Social Sciences in International Relations
 
დასაქმების სფერო:
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს ექნებათ საკმარისი კვალიფიკაცია იმისათვის, რომ იმუშაონ საჯარო სამსახურში, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში და მას-მედიის საშუალებებში, დაწესებულებებში, რომელთაც შეხება აქვთ საგარეო პოლიტიკის წარმოებასა და შემუშავებასთან. კურსდამთავრებულს შეეძლება დასაქმდეს საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჩართულ შესაბამის სახელმწიფო (მაგალითად საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი, თავდაცვის სამინისტრო და ა.შ.) და არასახელმწიფო (არასამთავრობო ორგანიზაციები, მას-მედია) სტრუქტურებში.
 
აღნიშნულ პროგრამაში სავალდებულო, თეორიული დისციპლინების სწავლებასთან ერთად მნიშვნელოვანი აქცენტია გაკეთებული პრაქტიკული კომპონენტის განხორციელებასა და გაძლიერებაზე.
 
ამ მიზნით უნივერსიტეტში შექმნილია:
  1. კავკასიური გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორია;
  2. კონფლიქტებისა და სამშვიდობო პროცესების ევალუაციის ცენტრი;
  3. ადამიანური უსაფრთხოების კვლევითი ცენტრი;
  4. კარიერის დაგეგმვისა და განვითარების ცენტრი. 
სწავლების ენა  ქართული;
პროგრამის ხანგრძლივობა 4 წელი, 240 ECTS კრედიტი;

თავიდანვე შემოხაზე 115, ბედნიერი სტუდენტობა.
 
ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები