GE
სამაგისტრო პროგრამები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტზე
SANGU - წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა (ფაკულტეტი) გთავაზობთ შემდეგ სამაგისტრო პროგრამებს:
 
აკადემიური განათლების მეორე საფეხური - მაგისტრატურა.
  • ეთნოლოგია - სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2250 ლარს.
ხელმძღვანელი: პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი.
 
პროგრამის მიზანია კვალიფიცირებული ეთნოლოგის მომზადება.
 
რამდენადაც ეთნოლოგიურ მეცნიერებას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს (ეთნიკური კულტურის შემდგომი განვითარებისა და ეთნოსთა შორის კომუნიკაციების კუთხით), თანამედროვე ეთნოლოგს უნდა შეეძლოს, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში სახელმწიფო სტრუქტურებისათვის პრაქტიკული რჩევების, კვლევების და პროგნოსტიკული კონცეფციების მიწოდების და რეკომენდაციების შემუშავების თვალსაზრისით.
  • ენათმეცნიერება - სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2250 ლარს.
ხელმძღვანელი: პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე.
 
სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებულია ენათმეცნიერების ზოგადი პრობლემატიკის შესწავლა ქართული სამწიგნობრო ენისა და ქართველური ენობრივი სამყაროს მონაცემების მიხედვით.
 
პროგრამა მაგისტრანტს საშუალებას მისცემს შეისწავლოს: თეორიული ენათმეცნიერების პრობლემები. პროგრამის უპირველესი ამოცანა: თეორიული ენათმეცნიერების ცოდნის ბაზაზე მაგისტრანტის მიერ ქართული სამწიგნობრო ენის ისტორიის, ქართველური ფონეტიკის, მორფოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკის და ქართველთა ენობრივი ხედვა-აღქმის ზოგადი სისტემის გააზრება. პროგრამა მიზნად ისახავს, აგრეთვე, მაგისტრანტს გამოუმუშავოს მკვლევარის უნარ-ჩვევები.
  • სოციოლინგვისტიკა - სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2250 ლარს.
ხელმძღვანელი: პროფესორი მანანა ტაბიძე.
 
სამაგისტრო პროგრამა აკადემიური ხარისხის მაძიებელს სთავაზობს, შეისწავლოს და თავად გააანალიზოს თანამედროვე სამეცნიერო თვალსაზრისები და პრობლემატიკა მსოფლიო პრაქტიკაში, და კერძოდ კავკასიაში, ენობრივი სიტუაციის, ენობრივი პოლიტიკის, ქართველური ენობრივი სამყაროს შესახებ.
  •  ქართული ლიტერატურის ისტორია - სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2250 ლარს.
ხელმძღვანელი: პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი.
 
სამაგისტრო პროგრამის გავლის შემდეგ მაგისტრანტს დამუშავებული ექნება არსებული სამეცნიერო ლიტერატურა, დაუფლებული იქნება კვლევის უნარ-ჩვევებს, ექნება ორიგინალური სამეცნიერო ძიების ჩვევები.
 
სამაგისტრო ნაშრომის დაცვის შემდეგ მას შესაძლებლობა ექნება, მიღებული ცოდნა გამოიყენოს ლიტერატურის ისტორიის მიმართულებით ახალი სამეცნიერო პრობლემების დასასმელად და ორიგინალური გზით გადასაჭრელად.
  • თარგმანმცოდნეობა - სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2250 ლარს.
ხელმძღვანელი: პროფესორი ეკა დუღაშვილი.
 
სამაგისტრო პროგრამა მიზანად ისახავს, მომზადდეს პროფესიონალი მთარგმნელი და თარგმანის თეორიის მცოდნე.
 
აქედან გამომდინარე, შერჩეულია თარგმანის თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძვლების კურსები, რომლებიც მოიცავენ მხატვრული და დარგობრივი თარგმანის უნარ-ჩვევებს, მხატვრულ-ესთეტიკურ, ტერმინოლოგიურ, კონტექსტურ, მსოფლმხედველობრივ და კულტურულ მონაცემთა ანალიზს; მთარგმნელობითი მეცნიერების საფუძვლებს; ლიტერატურული ფაქტის, ტენდენციებისა და კანონზომიერების შესწავლას ენათა ურთიერთშედარებითი ლინგვისტური მონაცემების ფონზე; თარგმნის პროცესის ტექნიკასა და მეთოდიკას,ქართული თარგმანის კულტურის საკითხებს.
  • კავკასიის ისტორიული დემოგრაფია - სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2250 ლარს.
ხელმძღვანელები: აკადემიკოსი რიონ მეტრეველი და პროფესორი ვაჟა ლორთქიფანიძე.
 
პროგრამის მიზანია: მაგისტრებს ჩამოუყალიბოს ცოდნა და განუვითაროს კომპეტენცია კაცობრიობის განვითარებაში, მათ შორის კავკასიაში მოსახლეობის როლისა და მნიშვნელობის შესახებ; განსაზღვროს მოსახლეობის განვითარების ძირითადი ასპექტები: დემოგრაფიული მოვლენები და პროცესები, მოსახლეობის სტრქტურა (მათ შორის კავკასიაში).
 
ქართულ უნივერსიტეტში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები შექმნილია და დამტკიცებულია (აკრედიტირებულია) სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის მიხედვით.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები