GE
საბაკალავრო პროგრამები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში
SANGU - წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა (ფაკულტეტი) გთავაზობთ შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს:
აკადემიური განათლების პირველი საფეხური – ბაკალავრიატი.
http://sangu.edu.ge/index.php?page=472&lang=geo
 
  • ისტორია - უფასო სწავლება*. (*იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო გააგრძელებს სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული მიმართულებების საბაკალავრო პროგრამების დაფინანსებას, ქართული უნვიერსიტეტიც 2013/14 სასწავლო წლის მსგავსად დააფინანსებს უნივერსიტეტში არსებულ შესაბამის პროგრამებს)
ხელმძღვანელი: პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.
საბაკალავრო პროგრამის მიზანია, ზოგადჰუმანიტარული და ზოგადისტორიული ცოდნის შეძენის პარალელურად, მომზადდეს ისტორიის სპეციალისტები პროფესიული და კვლევითი საქმიანობისათვის. პროგრამა მიზნად ისახავს აგრეთვე სტუდენტის სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას და მის მომზადებას პრაქტიკული საქმიანობისა და მაგისტრატურისთვის. სტუდენტებს შეეძლებათ დამოუკიდებლად იმუშავონ საქართველოს ისტორიის ცალკეულ საკითხებზე, გამოიყენონ თავისი ცოდნა, რათა დამოუკიდებლად დაგეგმონ თავიანთი შემდგომი მუშაობის მიმართულება; შეძენილი მეთოდების დახმარებით ისტორიის მასალის გვერდით გამოიყენონ მომიჯნავე დარგთა მონაცემები.
  • ფილოლოგია - უფასო სწავლება*. (*იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო გააგრძელებს სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული მიმართულებების საბაკალავრო პროგრამების დაფინანსებას, ქართული უნვიერსიტეტიც 2013/14 სასწავლო წლის მსგავსად დააფინანსებს უნივერსიტეტში არსებულ შესაბამის პროგრამებს)
ხელმძღვანელები: პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი და პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე.
საბაკალავრო პროგრამის მიზანია, ზოგადჰუმანიტარული და ზოგადფილოლოგიური ცოდნის შეძენის პარალელურად, მომზადდეს ქართული ენისა და ქართული ლიტერატურის ისტორიის სპეციალისტები პროფესიული და კვლევითი საქმიანობისათვის. საბაკალავრო პროგრამა ითვალისწინებს, ასევე, 60-კრედიტიან არჩევით მოდულებს ქართველოლოგიაში, თურქოლოგიაში, არმენოლოგიაში, ირანისტიკაში, კავკასიოლოგიაში, თარგმანმცოდნეობასა და ბერძნულ-ქართულ ლიტერატურულ ურთიერთობებში. აგრეთვე, სტუდენტის სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას და მის მომზადებას პრაქტიკული საქმიანობისა და მაგისტრატურისთვის. საბაკალავრო პროგრამის ამოცანაა, სტუდენტმა შეისწავლოს ფილოლოგიის ძირითადი საკითხები; კერძოდ, გაიაზროს ქართული ენისა და ქართული ლიტერატურის ისტორიის ძირითადი საკითხები და ქართველოლოგიის/კავკასიოლოგიის/თურქოლოგიის/არმენოლოგიის/ირანისტიკის/გრეცისტიკისა და თარგმანთმცოდნეობის ზოგადი პრობლემები; კონკრეტული საკითხების შესახებ გააცნობიეროს განსხვავებული კრიტიკული შეფასებანი;
  • საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესები - სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2250 ლარს.
ხელმძღვანელები: პროფესორი ავთანდილ კიკნაძე და პროფესორი ვახტანგ გურული.
საბაკალავრო პროგრამის მიზანია საფუძვლიანი ცოდნა რეგიონის წამყვანი ქვეყნების ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, პოლიტიკის, ეკონომიკის, სამართლის, ინსტუტუციური, მმართველობის სისტემის, სოციალური პროცესებისა და სხვა სფეროების შესახებ მსოფლიო პოლიტიკურ-ისტორიული პროცესების კონტექსტში. ფართო თეორიული ცოდნა რეგიონის ქვეყნების ინტეგრაციის იდეებზე, კონცეფციებზე, პროცესებზე, რეგიონულ და ადგილობრივ მიდგომებზე. კომპლექსური ცოდნა და სპეციალური მომზადება რეგიონის წამყვანი ქვეყნების საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, სამართლებრივ სისტემებსა და პროცედურებზე, მათი თეორიული საფუძვლების განვითარებაზე, რეგიონული, ეროვნული და ურთიერთანამშრომლობის პოლიტიკაზე, ევროკავშირის განვითარებისა და ინტეგრაციის კომპლექსურ პროცესებზე, ევროპული მოქალაქეობის მნიშვნელობაზე, ინსტუტუციებისა და გადაწყვეტილებების შემუშავების პოლიტიკაზე, პოლიტიკური კულტურის თავისებურებებზე, პოლიტიკური პროცესის სპეციფიკაზე.
  • ინგლისური ფილოლოგია - სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2250 ლარს
ხელმძღვანელი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ოთარ მათეშვილი.
საბაკალავრო პროგრამის”ინგლისური ფილოლოგია” მიზანია ზოგადჰუმანიტარული და ზოგადფილოლოგიური ცოდნის შეძენასთან ერთად მოამზადოს ინგლისური ფილოლოგიის სპეციალისტები, გამოუმუშაოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები. პროგრამით გათვალისწინებული საგნების ათვისება საშუალებას მისცემს სტუდენტს ეზიაროს დასავლურ (ბრიტანულ, ამერიკულ) კულტურას. პროგრამა “ინგლისური ფილოლოგია” განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს იმ კონტექსტში, როდესაც ეროვნული პოლიტიკა და განათლების სისტემა ორიენტირებულია საშუალო სკოლის პედაგოგთა ახალი, კომპეტენტური თაობის აღზრდაზე(დამატებითი პედაგოგიური კვალიფიკაციის შემთხვევაში). საბაკალავრო პროგრამა ითვალისწინებს ერთ 60 კრედიტიან არჩევით მოდულს - ”თარგმანმცოდნეობა”/დამატებით სპეციალობას/.მისი მიზანია - მოამზადოს ფართო პროფილის მთარგმნელ-თარჯიმანი, რომელიც შეძლებს კომპეტენტურად, პროფესიისადმი წაყენებული მოთხოვნების დაცვით შეასრულოს წერილობითი თარგმანი ისეთი სფეროებიდან, როგორებიცაა: პოლიტიკა, ისტორია, განათლება, ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, იურისპრუდენცია, საერთაშორისო სამართალი, სამხედრო სფერო, რელიგია, მხატვრული ლიტერატურა და ა.შ. შემდგომი დამოუკიდებელი ან სპეციალური განათლების გაგრძელების შემთხვევაში შეასრულოს თანმიმდევრული (ზეპირი) და სინქრონული თარგმანი. პროგრამა მიზნად ისახავს, აგრეთვე, სტუდენტის მომზადებას პრაქტიკული საქმიანობისთვის ისევე, როგორც მაგისტრატურისთვის. გასათვალისწინებელია აგრეთვე ისიც, რომ ”ინგლისური ფილოლოგიის” საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს ეცოდინებათინგლისური ენა C1 დონეზე, ხოლო მეორე უცხო ენა (გერმანული, ფრანგული, ესპანური ან რუსული) B1დონეზე, რაც კიდევ უფრო ამაღლებს მათი კონკურენტუნარიანობის ხარისხს და შესაბამისად, ზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას. ინგლისური ფილოლოგია
 
ქართულ უნივერსიტეტში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები შექმნილია და დამტკიცებულია (აკრედიტირებულია) სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის მიხედვით.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები