GE
ბუღალტერიის პრაქტიკული კურსი (სტაჟირება)
ღირებულება: 150 ლარი
ტრენინგ ცენტრი ,,ნიუ გენი” აცხადებს მიღებას პრაქტიკული ბუღალტერიის კურსზე (სტაჟირება)
 
პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი ითვალისწინებს კონკრეტული ორგანიზაციის დოკუმენტებთან მუშაობას, ბუღალტერიის წარმოებას შემდგომი ანგარიშების გადახურვითა და საგადასახადო დეკლარაციების შევსებით ელექტრონულად rs.ge-ზე. სტაჟირების გავლა შეუძლიათ პირებს, რომლებსაც აქვთ თეორიული განათლება ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლებში და ფლობს ORIS-ის პროგრამას. ასევე დამწყებ ბუღალტრებს, ვისაც აქვთ სურვილი გაიღრმავოს პროფესიული ცოდნის დონე.
 
პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი მოიცავს:
  • ორგანიზაციის შექმნა
  • სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერების შექმნა. სალაროს დამუშავება
  • ბანკის ამონაწერის დამუშავება
  • სასაქონლო ზედნადებისა და ანგარიშ-ფაქტურის შექმნა ელექტრონულად rs.ge-ზე.
  • ხელფასის უწყისის შექმნა
  • ყოველთვიური დეკლარციების (საშემოსავლოს, განაცემთა ინფორმაციის, დღგ-ს) შევსება-ჩაბარება ელექტრონულად rs.ge-ზე.
  • ყოველწლიური დეკლარციების (მოგების, ქონების)  შევსება-ჩაბარება ელექტრონულად rs.ge-ზე.
  • დარიცხული წლიური საავანსო გდასახადებისა და ზარალის გადატანის მეთოდები
ბუღალტრული აღრიცხვა იწარმოებს ORIS-ის პროგრამაში და საგადასახადო აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა rs.ge-ზე.
აღნიშნული კურსის გავლის შემდგომ თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად განახორციელოთ მოქმედი კომპანიების საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა.
 
კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე. მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ  ჯგუფებში (2-5 კაცი) და ინდივიდუალურად. ლექციის ხანგრძლიობა - 1 სთ.
კურსის ღირებულება:  ჯგუფი 150 ლარი;  ინდივიდუალური  - 200 ლარი (12 ლექცია)
 
შესაძლებელია სრული კურსის გავლაც:
  • სრული კურსი:  ჯგუფი - 360 ლარი ( 36 ლექცია)
  • სრული კურსი:  ინდივიდუალური - 450 ლარი ( 36 ლექცია)
კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
 
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.
 
კურსს გაუძღვება ACCA-ს კურსდამთავრებული, მოქმედი მთავარი ბუღალტერი ინგა უზუნაშვილი
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები