GE
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
ღირებულება: 1500 ლარი
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი (კოდი 135) აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

მასწავლებლის მომზადების საგანმათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, საბაზო და საშუალო საფეხურის სკოლის მასწავლებელი, რომლის მომზადების დონე შესაბამისობაში იქნება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან. 

 
პროგრამის ხანგრძლივობა და დაშვების წინაპირობა:
  • ხანგრძლივობა: 1 წელი (60 კრედიტი)
დაშვების წინაპირობა:   
  • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდა ქართულ ან ინგლისურ ან გერმანულ ენებში;
სწავლის საფასური:
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველებისთვის გამოყოფილია სახელმწიფო გრანტი. გრანტის განაწილება ხდება მასწავლებელთა საგნობრივ გამოცდაზე მიღებული მაქსიმალური ქულის მიხედვით. 

თუ პირი ვერ მოიპოვებს სახელმწიფო დაფინანსებას, სწავლის გადასახადი შეადგენს 1500 ლარს (თანხის გადახდა შესაძლებელია ოთხ ეტაპად).

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას უძღვებიან კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები.
 
მასწავლებლის მომზადების პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
 
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება #98 (28/07/2015)
 
დასაქმების სფერო:
შესაბამისი სერტიფიკატის მფლობელი კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციების გათვალისწინებით შეიძლება დასაქმდეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, ასევე რესურსცენტრებში, განათლების სფეროს შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებში.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
 
საკონტაქტო ნომრები:
(032) 296 01 04
514 31 40 00
 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები