GE
ადგილობრივი თვითმმართველობის ქართულენოვანი სამაგისტრო პროგრამა
ღირებულება: 3950 ლარი
საქართველოში ერთადერთი ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამა, სახელმწიფო მმართველობის სკოლის ქართულენოვანი პროგრამაა. პროგრამის მრავალფეროვანი კურიკულუმი უზრუნველყოფს კურსის მონაწილეების აღჭურვას იმ საჭირო უნარ-თვისებებით, რომელიც აუცილებელია ეფექტური გადაწყვეტილების მიღების, არსებული რესურსების სწორად მართვისა და დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობისათვის.
 
პროგრამის მიზანია ადგილობრივი საჯარო მოხელეების, მენეჯერების, თემის ლიდერების ჩამოყალიბება კვალიფიციურ სპეციალისტებად, რათა მათ შეძლონ ეფექტური მუშაობა როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური მმართველობის ორგანოებსა და არასამთავრობო სექტორში.
 
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის სტუდენტებს, ეძლევათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს მიერ ინიცირებულ კვლევებსა თუ პროექტებში, ჩაერთონ სამინისტროს ანალიტიკური ჯგუფების მუშაობაში, გაიარონ სტაჟირება და მჭიდრო კავშირი დაამყარონ სამინისტროს თანამშრომლებთან.
 
ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამა საუკეთესო სტუდენტს დაასაქმებს 6 თვის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამის ასისტენტის თანამდებობაზე.
 
პროგრამაზე დაშვების აუცილებელი წინაპირობა:
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების A ტესტის ჩაბარება და მინიმალური ზღვარის წარმატებით გადალახვა
სწავლის საფასური:
3950 ლარი (1 წელი)
 
დამატებითი ინფორმაცია:
  • სწავლების ხარისხი: მაგისტრი
  • სწავლების ენა: ქართული
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი
  • სასწავლო გრაფიკი: საღამოს სწავლება
  • პროგრამის ვებ-გვერდი: www.gipa.ge/mlg
საბუთების მიღება გრძელდება 7 სექტემბრის ჩათვლით 12:00-დან 19:00 საათამდე.
 
სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (+ ფოტოსურათი)
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების ბარათის ასლი
  • ბაკალავრის დიპლომის ასლი ან ცნობა ბაკალავრიატის დამთავრების შესახებ + ნიშნების ფურცელი
  • ფოტო 3x4-ზე
შევსებული აპლიკაცია და დამატებითი დოკუმენტაცია შეგიძლიათ წარმოადგინოთ სამაგისტრო პროგრამის მიხედვით შესაბამისი სკოლის მისამართზე ან გამოაგზავნოთ იმეილით: admin@gipa.ge და study@gipa.ge
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები