GE
ბიზნესადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
ღირებულება: 7500 ლარი
ბიზნესის ადმინისტრირების ინოვაციური სამაგისტრო პროგრამა აგებულია თეორიული ცოდნისა და პრაქტიკის სინთეზზე. პროგრამა შედგება ექვსი მოდულისაგან:
  1. საბაზისო საგნები;
  2. კორპორატიული ფინანსები;
  3. ლიდერობა და ადამიანების მართვა; 
  4. ტექნოლოგიები და ოპერაციების მართვა; 
  5. ბაზრების განვითარება;
  6. მეწარმე მენეჯერი.
პროგრამის მრავალფეროვანი კურიკულუმიდან გამომდინარე სტუდენტები ჩაერთვებიან ბიზნესის რეალურ სამყაროში სხავადასხვა აქტივობებით, როგორიცა არის: ბიზნეს სიმულაციები, როლური თამაშები, პრაქტიკული სამუშაოები, ბიზნეს გეგმები/პროექტები, საველე სამუშაოები. სწავლება ასევე მოიცავს მასტერ კლასებს წამყვანი ორგანიზაციების ტოპ მენეჯერებისგან.
 
ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით GIPA-ში შეიქმნა მრჩეველთა საბჭო, რომლის მიზანია ინიციატივების გენერირება; სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობა; სწავლების მაღალი ხარისხის სტანდარტების შემუშავება; საკუთარი გამოცდილებისა და კონტაქტების გაზიარება.
 
პროგრამაზე დაშვების აუცილებელი წინაპირობა:
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების B ტესტის ჩაბარება და მინიმალური ზღვარის წარმატებით გადალახვა;
სწავლის საფასური:7500 ლარი (1 წელი)
 
სტიპენდიების და გრანტების სისტემა:
  • საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერები - დაფინანსება 1000 ლარი 
  • შიდა მისაღებ გამოცდებში შეფასება 90%-ი და მეტი - დაფინანსება 1000 ლარი  
დამატებითი ინფორმაცია:
  • სწავლების აკადემიური ხარისხი: მაგისტრი
  • სწავლების ენა: ქართული
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი
  • სასწავლო გრაფიკი: საღამოს სწავლება კვირის დღეებში და დატვირთული შაბათი
  • პროგრამის ვებ-გვერდი: www.gipa.ge/mba
საბუთების მიღება გრძელდება 31 აგვისტოს ჩათვლით 12:00-დან 19:00 საათამდე.
 
სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
  • ბაკალავრის დიპლომი, ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ნებისმიერ სპეციალობაში - დიპლომის ასლი და ნიშნების ფურცელი;
  • ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა, B ტესტის ჩაბარება და მინიმალური ზღვარის წარმატებით გადალახვა;
  • სამოტივაციო წერილი;
  • CV;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ფოტო 3x4-ზე;
  • GIPA-ს შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • შიდა საუნივერსიტეტო გასაუბრების და ტესტირების წარმატებით გავლა, სადაც შემოწმდება როგორც ინგლისური ენის (დონე - intermediate-B2), ასევე სტუდენტის სპეციალობის დაუფლებისათვის საჭირო საბაზისო ცოდნა. შერჩევის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კანდიდატის უნარ-ჩვევებს, რომლებსაც ის წარმოაჩენს გასაუბრების პროცესში.
შევსებული აპლიკაცია და დამატებითი დოკუმენტაცია შეგიძლიათ წარმოადგინოთ სამაგისტრო პროგრამის მიხედვით შესაბამისი სკოლის მისამართზე ან გამოაგზავნოთ იმეილით: admin@gipa.ge და study@gipa.ge
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები