GE
გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა
ღირებულება: 3500 ლარი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს სპეციალისტი ფსიქოლოგი, რომელიც სიღრმისეულად ერკვევა მართვის/ორგანიზაციის და პოლიტიკური ფსიქოლოგიის მიმართულებებში, საფუძვლიანად იცნობს საორგანიზაციო და პოლიტიკური ქცევის თანამედროვე კონცეფციებს და ტენდენციებს, ძირითად თეორიებსა და მიდგომებს, თეორიულ, მეთოდოლოგიურ და კვლევით პრინციპებს. პროგრამა ხელს უწყობს სტუდენტებს აითვისონ შესაბამისი უნარ-ჩვევები და მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში ეფექტურად გამოიყენონ.
 
პროგრამაზე დაშვების აუცილებელი წინაპირობა:
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების A ტესტის ჩაბარება და მინიმალური ზღვარის წარმატებით გადალახვა
სწავლის საფასური: 3500 ლარი (1 წელი)
 
დამატებითი ინფორმაცია:
  • სწავლების აკადემიური ხარისხი: მაგისტრი
  • სწავლების ენა: ქართული
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი
  • სასწავლო გრაფიკი: საღამოს სწავლება
  • პროგრამის ვებ-გვერდი: www.gipa.ge/map
საბუთების მიღება გრძელდება 31 აგვისტოს ჩათვლით 12:00-დან 19:00 საათამდე.
 
სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (+ ფოტოსურათი)
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების ბარათის ასლი
  • ბაკალავრის დიპლომის ასლი ან ცნობა ბაკალავრიატის დამთავრების შესახებ + ნიშნების ფურცელი
  • ფოტო 3x4-ზე
შევსებული აპლიკაცია და დამატებითი დოკუმენტაცია შეგიძლიათ წარმოადგინოთ სამაგისტრო პროგრამის მიხედვით შესაბამისი სკოლის მისამართზე ან გამოაგზავნოთ იმეილით: admin@gipa.ge და study@gipa.ge
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები