GE
ბიზნესის მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა
ღირებულება: 1500 ლარი
GIPA-ს ბიზნესის მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა შექმნილია ნებისმიერი განათლების მქონე პირებისათვის, რომლებსაც აქვთ საკუთარი ბიზნესი, მუშაობენ სხვადასხვა ბიზნესში ან სურვილი აქვთ დაიწყონ საკუთარი ბიზნესი. პროგრამის მიზანი არის მსმენელებს შეასწავლოს ბიზნესის კეთებისა და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები. სალექციო კურსი შემუშავებული და წარმოდგენილია ინსტიტუტის წამყვანი ლექტორების, პრაქტიკოსი მენეჯერებისა და პროფესიონალი კონსულტანტების მიერ, განათლების თანამედროვე მეთოდებსა და სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით.
 
საგნები და ლექტორები

1. ბიზნესის პრინციპები / 8 შეხვედრა – ლექტორი: გიორგი თურქია

კურსი წარმოადგენს შესავალს თანამედროვე ბიზნესის კონცეფციებში, მეთოდებში, სტრუქტურებსა და ფილოსოფიაში. მსმენელი გაეცნობა ბიზნესის ენას, ცნებებსა და გარემოს. ეს კურსი დაეხმარება მსმენელს ბიზნესის სამყაროში და მის გარშემო არსებული პრიორიტეტებისა და პრობლემების დადგენაში. კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს ბიზნეს გარემოს აღწერას და მასზე მსჯელობას, ბიზნეს იდეის პროექტის სახით ჩამოყალიბებას. კურსის განმავლობაში საუბარი იქნება ბიზნესის გარშემო არსებულ რისკებზე, მათ კლასიფიცირებაზე წარმოშობისა და ხასიათის მიხედვით. სტუდენტებს დაევალებათ კონკრეტული ბიზნესის მაგალითზე რისკების მართვის სისტემის მოდელის შექმნა.
 
2. მარკეტინგი / 6 შეხვედრა – ლექტორი: ნიკოლოზ აბუაშვილი
კურსი საშუალებას მისცემს მონაწილეს გაერკვეს თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლებში, მის როლსა და ფუნქციებში სხვადასხვა სახის კომპანიის მაგალითზე. შეხვედრების მანძილზე მსმენელები გაეცნობიან მარკეტინგის ორგანიზების პრინციპებს, რა მოვალეობა აკისრია მარკეტინგის პერსონალს, პრაქტიკული სამუშაოებით და სიტუაციური ანალიზით შეისწავლიან, როგორ ხდება მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.

3. მენეჯმენტი / 5 შეხვედრა – ლექტორი: ლევან ნებიერიძე
კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს მენეჯმენტის სხვადასხვა ტიპები, რათა მათ შეძლონ ორგანიზაციული წარმადობისა და ეფექტურობის ამაღლება. კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის მმართველობითი პრაქტიკა; ორგანიზაციული ეფექტურობა; კოორდინაციისა და კონტროლის მექანიზმები; მონაწილეობითი მენეჯმენტი და სხვა.

4. ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის დაგეგმვა / 6 შეხვედრა – ლექტორი: გიორგი თურქია
მსმენელები გაერკვევიან ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის ძირითად პრინციპებსა და ელემენტებში, განასხვავებენ და გაანალიზებენ საბალანსო ანგარიშგებას, მოგება-ზარალის ანგარიშგებას, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებას და ბიუჯეტს.
 
5. ფინანსური საქმიანობის ანალიზი / 6 შეხვედრა – ლექტორი: გიორგი თურქია
მსმენელები შეისწავლიან ფინანსური ანალიზის ჩატარების მეთოდებში, შეძლებენ ნულოვანი მოგების ანალიზის ჩატარებას და კონტრიბუციული ფორმატის მოგება-ზარალის ანგარიშის შედგენას. შეეძლებათ კავშირების დანახვა საბალანსო ანგარიშგებას, მოგება-ზარალის ანგარიშგებასა და ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებას შორის.

6. პრეზენტაციის უნარები და ბიზნეს კომუნიკაციები / 3 შეხვედრა – ლექტორი: მაია ხეცურიანი
კურსის მიზანია, შეასწავლოს მონაწილეებს საჯარო გამოსვლის ტექნიკა და აღჭურვოს ისინი იმ უნარებით, რაც საჭიროა ეფექტური პრეზენტაციისათვის. სტუდენტები შეისწავლიან, თუ როგორ უნდა მოამზადონ საჯარო გამოსვლა და პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით შეეცდებიან, პრაქტიკულად გამოიყენონ მიღებული ცოდნა. მონაწილეები ასევე შეისწავლიან ეფექტური პრეზენტაციის მომზადებას PowerPoint ფორმატში.
 
7. ფინალური პროექტი – განვლილი საგნების საფუძველზე, მონაწილეები ბოლოს მოამზადებენ და წარადგენენ ფინალურ პროექტს / ბიზნეს გეგმას.

*ბიზნეს პროექტების მართვის სიმულაცია (ასარჩევი)
 
მისაღები პროცედურები

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე (t.kapanadze@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა (https://lmb.gipa.ge/register/index3.php)

საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2016 წლის 15 სექტემბერი.
სწავლა დაიწყება 2016 წლის 1 ოქტომბრიდან.
საბუთების მიღების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
შერჩევის კრიტერიუმები: მოტივაცია, კომუნიკაციის უნარი, სამუშაო გამოცდილება.
 
სწავლის საფასური

პროგრამის ღირებულება: 1500 ლარი
გადახდის გრაფიკი: თანხის ნაწილი, 1000 ლარი უნდა ჩაირიცხოს სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში და 500 ლარი უნდა ჩაირიცხოს მეორე თვის პირველ კვირაში.
 
პროგრამის ფარგლებში მოქმედებს შემდეგი სახის ფასდაკლებები:
GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
ოჯახის წევრების, ერთ კურსზე, ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%
სტუდენტებისათვის – 10%
მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.
 
თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:
სს “თი-ბი-სი ბანკი”
მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშსწორების ანგარიში – GE84TB1100000110700419 / GEL
 
 
სერტიფიკატი

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ბიზნესის მენეჯმენტის პროგრამის დამამთავრებელი სერტიფიკატი.
სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები, ასევე კურსის ბოლოს უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.

ტექნიკური აღწერილობა


სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე, ლექციები ტარდება კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ 19:00-დან 22:00-მდე. შაბათობით დღის განმავლობაში.
კურსის მოცულობა: 110 საათი
სწავლების ენა: ქართული
 
 
საკონტაქტო პირი
 
თორნიკე კაპანაძე
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7ბ, თბილისი, 0105
ტელ: (995 32) 2 49 75 00
ელ-ფოსტა:  t.kapanadze@gipa.ge
მობ: +995 599 629 777
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები